100 მილიონი საქართველოს მოსახლეობას ტექნიკის განსაახლებლად! – „სმაილისა” და „ვითიბი” ბანკის უპრეცედენტო შეთავაზება
მაღაზიათა ქსელი „სმაილი” და „ვითიბი” ბანკი 29 მაისიდან საზოგადოებას განვადების ახალ აქციას სთავაზობს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა და სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში მიიღონ „ვითიბი” ბანკის უპროცენტო განვადება განსხვავებული და საგრძნობლად გამარტივებული პირობებით. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ამ აქციის ფარგლებში განვადება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ხდება. პირობების თანახმად, შევსებული 10 განაცხადიდან 9 დამტკიცდება და განვადებით სარგებლობა უმრავლეს შემთხევაში გახდება შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ 150-ლარიანი შემოსავალია საკმარისი. აქციის ფარგლებში მომხამრებელს არ მოუწევს გაცემის საკომისიოს გადახდა და არ მოითხოვება თანამონაწილეობა.
როგორც „ვითიბი” ბანკის სათავო ოფისში ამა წლის 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „სმაილის” მმართველმა პარტნიორმა, ტარიელ მაჭავარიანმა განაცხადა, ახალი პროექტის ფარგლებში, კომპანია „სმაილი” 100 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკას ყველაზე ხელსაყრელი პირობებით გასცემს. „ყველა მომხმარებელმა, რომელსაც აინტერესებს წამყვანი ბრენდების – „სამსუნგის”, „პანასონიკის”, „ჰოპტოინტ/არისტონისა” და „ინდეზიტის” ტექნიკის შეძენა და არ სურს, დაკარგოს დრო ან გადაიხადოს ზედმეტი, უნდა მიმართოს „სმაილის” ფილიალებს თბილისში, რუსთავში, ბათუმში – ჭავჭავაძის #31-ში და მარტივად, 1 წუთში მიიღებს უპროცენტო განვადებას. ასე რომ, ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს, უკვე შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს სასურველი ნივთი დაფიქრების გარეშე, თუნდაც იმ მომენტისათვის ტექნიკის შესაძენად არანაირი თანხა გათვალისწინებული არ ჰქონდეს,“ – აცხადებს ტარიელ მაჭავარიანი.
„ვითიბი” ბანკის საცალო ბიზნესის განვითარების სამმართველოს უფროსმა, გივი ვადაჭკორიამ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა: „ვითიბი” ბანკი მომხარებელს განვადების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, რომელიც, პირობების მაქსიმალური გამარტივების შედეგად, გაცილებით მეტი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. აქციის ფარგლებში მომხარებელს შეეძლება, სასურველი ნივთი ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე შეიძინოს, რადგან, არ მოითხოვება არც გაცემის საკომისიო და არც თანამონაწილეობა.“