კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის რომელ კლინიკას გააჩნია საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები ერთდროულად

მართალია, თბილისში ბევრი სამკურნალო დაწესებულება არსებობს, მაგრამ, შეუძლებელია, ყველგან მიიღო ხარისხიანი მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენდა საბედნიეროდ, ასეთი ადგილიც აღმოვაჩინეთ. მაგალითად, პაციენტები, რომლებიც კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიდიან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, თავიანთი არჩევნით კმაყოფილები არიან, რადგან იქ მართლაც შესაძლებელია, მიიღო მაღალი ხარისხის მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად. ეს ინსტიტუტი 1946 წლიდან არსებობს, რომლის განვითარებასაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომხდარმა ცვლილებებმა და ჯანდაცვის სისტემის რღვევამ თავისი დაღი დაასვა. 2011 წელს განხორციელდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრივატიზაცია და მისი მფლობელი „ავერსი ფარმა” გახდა, რითაც დამთავრდა ძველი და დაიწყო ახალი ეტაპი ცენტრის განვითარებაში. დამფუძნებლის, ბატონი პაატა კურტანიძის  გადაწყვეტილებით, მუდმივად მიმდინარეობს კლინიკის განახლება და მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვა როგორც ინვესტირების, ისე რეინვესტირების ხარჯზე.  

ჩვენი რესპონდენტია ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრი, საქართველოს უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი თეა გამეზარდაშვილი. 

 

– ქალბატონო თეა, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი პაციენტმა კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრზე? რა არის თქვენი ცენტრის პრიორიტეტი?

– ჩვენი ცენტრის პრიორიტეტი არის სერვისების მიწოდების მაღალ ხარისხთან შერწყმული ხელმისაწვდომი ფასი და ეს იმის შედეგია, რომ კლინიკა თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებით იმართება. კლინიკას ბაზარზე თავისი პოზიციონირება გააჩნია, რაც ხელმისაწვდომ ფასებსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას უკავშირდება. ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი აქტიური პროვაიდერები ვართ, რომლის ფარგლებშიც გადაუდებელი ქირურგიული და კონსერვატიული თერაპია უფასოა, ხოლო გეგმიურ ოპერაციებზე მოქმედებს თანაგადახდის პრინციპი და პაციენტს მხოლოდ 30-პროცენტიანი თანადაფინანსება უწევს. თანაგადახდის პრინციპიდან გამომდინარე, დაფინანსება ხდება საავადმყოფოებიდან მიწოდებული ფასების ქვედა კვარტლიდან. თუ კლინიკას მაღალი ფასი აქვს მიწოდებული, პაციენტს გაცილებით მეტი თანხის გაღება უწევს. მაგალითად, თუ ჩვენთან კონკრეტული ოპერაცია ღირს, ვთქვათ 1 000 ლარი, პაციენტი იხდის მხოლოდ 300 ლარს. სხვაგან, შეიძლება, იგივე ოპერაცია 1 500 ლარი ღირდეს, სახელმწიფო ისევ 700 ლარს გადაუხდის, მაგრამ, დარჩენილი 800 ლარი პაციენტის გადასახდელი იქნება. 

– რაც შეეხება სერვისებს?

– ჩვენი მომსახურების სპექტრი სრულად მოიცავს  ყველა ქირურგიულ დარგს: ზოგად ქირურგიას, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციულ ქირურგიას, პროქტოლოგიას, უროლოგიას, გინეკოლოგიას, ტრავმატოლოგიას, ენდოკრინულ ქირურგიას, ოტო-რინო-ლარინგოლოგიას, ყბა-სახის ქირურგიას, ნეიროქირურგიას, ქირურგიულ ოფთალმოლოგიას, ონკოქირურგიასა და ჩირქოვან ქირურგიას. პაციენტებს ვთავაზობთ ფართო სპექტრის ურთულეს ოპერაციებს, იქნება ეს მუცლის ღრუს ორგანოთა ქირურგია (პანკრეატოდუოდენალური რეზექციის ჩათვლით) თუ ნებისმიერი სხვა. წინა თვეში ჩვენთან წარმატებით განხორციელდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციაა. საამაყოა, რომ  საქართველოში სწორედ ქირურგიის ინსტიტუტში განხორციელდა ეს ოპერაცია პირველად 1976 წლის 21 მაისს, გვამური დონორიდან, ხოლო 90-იან წლებში ასევე პირველად ჩატარდა ცოცხალი დონორიდან  რეციპიენტზე. 

 ქირურგიული ჩარევებისთვის ფუნქციონირებს ოთხი საოპერაციო ბლოკი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უახლესი აპარატურით. კლინიკაში ფართოდაა დანერგილი ლაპაროსკოპიული ქირურგია, რომელსაც წარმატებით ფლობს ქირურგთა აბსოლუტური უმრავლესობა და ურგენტული ოპერაციებიც კი (აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, საკვერცხისა და მილების ქირურგიული პათოლოგიები) ტარდება ლაპაროსკოპიული მეთოდით. ლაპაროსკოპიული ქირურგია ჩვენთან 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, რაც ექსკლუზივი გახლავთ. იშვიათია საქართველოს სინამდვილეში კლინიკა, სადაც პაციენტს მიიყვანენ მწვავე აპენდიციტის, საკვერცხის აპოპლექსიის ან მსგავსი პათოლოგიის გამო და დღე-ღამის ნებისმიერ დროს ჩაუტარებენ ლაპაროსკოპიულ ოპერაციას. ცენტრი აღჭურვილია ამ დარგში საუკეთესო იაპონური ბრენდის –  OLIMPUS-ის 2013 წლის უახლესი მოდელის VICERA PRO-ს აპარატით. 

  ჩვენს ცენტრში ტარდება ურთულესი ოპერაციები როგორც  პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ, ისე  სისხლძარღვთა ქირურგიაში. ესენია: მუცლის აორტის ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობა, მაგისტრალურ სისხლძარღვთა პროთეზირება; ფლებექტომია; თითების რეპლანტაცია და აუტოტრანსპლანტაცია (მტევანზე, ტერფიდან მტევანზე); ტერფმრუდობის მკურნალობა ახალი, შერწყმული მეთოდით, ტენდოპლასტიკა, ტენდოტრანსპოზიცია; რეინოს დაავადების, დიაბეტური ანგიოპათიების მკურნალობა.  

– ოპერაციის შემდეგ პაციენტს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რაც რეანიმაციული სამსახურის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– ნებისმიერ ოპერაციულ ჩარევას შესაძლოა მოჰყვეს გართულება, რისთვისაც ქირურგიის ეროვნული ცენტრი ნამდვილად მზადაა. დღეს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს პოლიპროფილურ კლინიკას, რომელიც 130 საწოლზეა გაშლილი.  გვაქვს ულტრათანამედროვე რეანიმაციული განყოფილება, რომელიც 30 საწოლზეა გაშლილი და ცალკეა გამოყოფილი პოსტოპერაციული ბლოკი. კლინიკას აქვს საკმაოდ მძლავრი მულტიპროფილური სამსახური, რომელიც აერთიანებს შინაგან დაავადებათა თერაპიას, კარდიოლოგიას, ენდოკრინოლოგიას და ალერგოლოგიას. აქვე ფუნქციონირებს ნეფროლოგიის, თირკმლის ტრანსპლანტაციის და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი. თვის განმავლობაში ჰემოდიალიზის დაახლოებით 1 500 სეანსი უტარდება 125 პაციენტს თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან ტარდება ურგენტული ჰემოდიალიზი.

– ეს რას ნიშნავს?

– მოყვანილ პაციენტს, რომელსაც მწვავედ განუვითარდა თირკმლის უკმარისობა, ვუტარებთ ჰემოდიალიზს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რითაც ვართ ამ სერვისის ექსკლუზიური მიმწოდებლები ქალაქის მასშტაბით.  

  ჩვენი ყველა სერვისი აწყობილი და მოწყობილია ისე, რომ ჩვენამდე მოსული პაციენტის ყველა საჭიროება თავიდან ბოლომდე დაკმაყოფილდეს. დღე-ღამის განმავლობაში, თითქმის ყველა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმი მორიგეობს კლინიკაში და სწორედ იმით მიიღწევა ის შედეგი, რომ ქალაქში ერთ-ერთი პირველები ვართ ურგენტულ მიღებაში, ამავე დროს, ვიღებთ ნებისმიერი სირთულის ავადმყოფს. 

– კიდევ რა სერვისებს სთავაზობს თქვენი კლინიკა პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში?

– რეალურად,  დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა მეთოდის მიწოდება ხდება 24-საათიან რეჟიმში, მაგალითად:

კომპიუტერული ტომოგრაფია (მაისში დამონტაჟდა იაპონური ბრენდის – TOSHIBA AQUILION-ის 2014 წლის ერთ-ერთი საუკეთესო  მოდელი); ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ციფრული რენტგენოსკოპიისა და რენტგენოგრაფიის უახლესი კორეული აპარატი SHIMADZU, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა; ექოსკოპია ამერიკული ბრენდის – GE-ის უახლესი ექოსკოპის საშუალებით. ენდოსკოპია, ბრონქოსკოპია და ასე შემდეგ.     

ნებისმიერი სერვისი 24-საათიანია და პაციენტს შეუძლია კვირის ნებისმიერ დღეს ისარგებლოს.  

– ცენტრის მომსახურების პირობები მართლაც მიმზიდველია და, დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, მკითხველს ექნება იმედი, რომ თბილისში არის კლინიკა, სადაც მათ შეეძლებათ, მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება დაბალ ფასად. 

– მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმის მაღალი დონე და გამართული თანამედროვე მენეჯმენტი – კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის წარმატების გარანტიაა. დიახ, ერისთავის კლინიკა – ეს არის ერთმანეთთან შერწყმული საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები.

 

скачать dle 11.3