კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წავიდა თანამდებობრივ მეორე წრეზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რა ანაზღაურებას იღებდა, როგორც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 1970 წელსაა დაბადებული თბილისში. მისი შრომითი ბიოგრაფია კი 1987 წელს იწყება ჩარხმშენებელ ქარხანაში, სადაც 1988 წლამდე იმუშავა, თუმცა ამ სამუშაო ადგილს 1990 წელსაც დაუბრუნდა და იქ 1992 წლამდე დაჰყო. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო. კერძოდ, 1991-1996 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და პროფესიით მაკროეკონომისტია, ხოლო 1996-1999 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტიც გახლდათ. ამის პარალელურად, 1997-1998 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი და შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსიც იყო. 1999 წლიდან კი თსუ-ის ლექტორობასაც ითავსებდა. 1999 წელს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსადაც დაინიშნა (2000 წლამდე). მოგვიანებით, 2003-2004 წლებში პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად გადაიყვანეს. 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედაც იმუშავა და საპარლამენტო მდივნადაც. 2004-2005 წლებში თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გახდა. 2004-2008 წლებში კი, იმავდროულად, იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი. 2006 წლიდან თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი გახდა. 2012 წელს პარლამენტის წევრად აირჩიეს, ხოლო იმავე წლის 25 ოქტომბერს კი ფინანსთა მინისტრადაც დანიშნეს.

რაკი ჩინოვნიკური ღვწის არაერთწლიანი გამოცდილება გააჩნია, ნოდარ ხადურის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ეკონომიკის სამინისტროს აპარატის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მშობლები: ბ-ნი თამაზი და ქ-ნი მანიჟანი. იმხანად ხადურების უძრავ-მოძრავი ქონება შემდეგნაირად გამოიყურებოდა: თამაზ ხადურის საკუთრება იყო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გორის რაიონში (27 000 ლარად ღირებული), ნოდარ ხადურის – საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი თბილისში (15 000 ლარად ღირებული) და 23 000-ლარიანი ავტომანქანა. 1999 წელს ნოდარ ხადური ფლობდა ახმეტის სატყეო კომბინატის 11 აქციას (შეძენილს ვაუჩერებით), მისი მშობლები კი ჩარხმშენებლის 34-34 აქციას, როგორც კოლექტივის წევრები. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ნოდარ ხადურს ჰქონდა – 20 000 აშშ დოლარი. დასაქმებულიც მხოლოდ ის იყო და მან 1998 წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, ხელფასის სახით, 3 600 ლარი აიღო.

2000 წელს ნოდარ ხადურმა დეკლარაცია შეავსო, როგორც ყოფილმა ჩინოვნიკმა. მის დეკლარაციაში ის ცვლილებაა, რომ ნაღდ ფულად ახლა უკვე 12 000 აშშ დოლარი ჰქონდა, რაც შეეხება შემოსავლებს: 1999 წლის განმავლობაში, როგორც ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსს, 3 134 ლარი აუღია, ხოლო, როგორც თსუ-ის მაკროეკონომიკის კათედრის მასწავლებელს – 60 ლარი.

2003 წელს ის დეკლარაციას ავსებს, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ოჯახის წევრთა რაოდენობა უცვლელია, თუმცა მთელი უძრავი ქონება თამაზ ხადურის სახელზეა: საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გორის რაიონში (20 000 ლარად ღირებული), ორი ბინა თბილისში – 15 000-15 000 ლარად ღირებული და 6 000 ლარად ღირებული ავტოფარეხი. ნოდარ ხადურის საკუთრება კი 15 000 ლარად ღირებული ავტომანქანაა. დეკლარაციის შევსების მომენტში მას ნაღდ ფულად ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი და ამდენივე ევრო. შემოსავლები მითითებული არ არის.

2004 წელს ნოდარ ხადური დეკლარაციას იმავე ამპლუაში ავსებს. მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა და უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა უცვლელია, ნაღდ ფულად კი აწ ფინანსთა მინისტრს 10 000 აშშ დოლარი, 8 000 ევრო და 10 000 ლარი ჰქონდა. 2003 წლის განმავლობაში ნოდარ ხადურმა, როგორც პარლამენტის თანამშრომელმა 1 165 ლარი აიღო; როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ – 13 526 ლარი; როგორც თსუ-ის მასწავლებელმა – 822, ხოლო, როგორც კოოპერაციის სახელმწიფო ინსტიტუტის თანამშრომელმა – 71 ლარი.

2012 წლის ნოემბერში ნოდარ ხადურმა დეკლარაცია შეავსო, უკვე როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მშობლები, მეუღლე – 1979 წელს დაბადებული ნინო ცირეკიძე, ორი შვილი – 2004 წელს დაბადებული მარიამი და 2007 წელს დაბადებული ნიკოლოზი და და – შორენა. ნოდარ ხადურის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა გლდანში (110 კვ. მ. ფართობის), თამაზ ხადურის კი – მიწის ნაკვეთი გორის რაიონში (2 000 კვ. მ. ფართობის). ავტომანქანა „ნისან ტიდას“ (2008 წლის გამოშვება) მფლობელიც ფინანსთა მინისტრია. ნაღდი ფულის სახით კი დეკლარაციის შევსების მომენტში 20 000 აშშ დოლარი ჰქონდა. 2011 წლის განმავლობაში ნოდარ ხადურმა, როგორც თსუ-ის სრულმა პროფესორმა 42 000 ლარი აიღო; ხოლო, როგორც ეკონომიკის პრობლემების კვლევითი ცენტრის მკვლევარმა – 10 000 ლარი. 2013 წელს ნოდარ ხადური დეკლარაციას ავსებს როგორც ფინანსთა მინისტრი, მის დეკლარაციაში არანაირი ცვლილება არ არის, თუ არ ჩავთვლით შემოსავლების ნაწილს. მან, როგორც თსუ-ის სრულმა პროფესორმა, 2012 წლის განმავლობაში 26 591 ლარი აიღო; როგორც  საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში – 21 250 ლარი, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა – მხოლოდ 390 ლარი.

 

скачать dle 11.3