კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადიანები

და გემოვნებიანი

 

ის-ის იყო, ძლივს მოვინელეთ ახალთა პრემიები (ძველთა პრემიების მოუნელებლად), რომ ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა ახალი ინფო გვაჯახა – კერძოდ, „პრეზიდენტ სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები.“  ჩვენდა ბედად, ეს ცნობები მხოლოდ 2013 წელს ეხება (წინა წლების სამივლინებო ხარჯებს, სავარაუდოდ, ნელ-ნელა შემოგვაპარებენ, როცა და თუკი პირველი ელდა გაგვივლის).

ასე და ამგვარად, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 128-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ – . სულ ამ  ოფიციალურ ვიზიტებზე გასული ბიუჯეტიდან 1 863 768 ლარი დახარჯულა და ამ თანხის 82 პროცენტი ბ-ნი სააკაშვილის ანგარიშზეა. რაც მთავარია, თუმცა კანონით განსაზღვრულია მივლინებაში მყოფი პირის სადღეღამისო ნორმა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ამის ზემოთ დანამატიც (პრეზიდენტის შემთხვევაში – 300 აშშ დოლარის ოდენობით), ბ-ნი სააკაშვილის სადღეღამისო დანამატი შესაბამისი ბრძანებულებით 900 აშშ დოლარამდე გაუზრდიათ (მაღალი იყო და იმიტომ?!). 

სულ 2013 წლის 365 დღის განმავლობაში ის მივლინებაში 112 კალენდარული დღის განმავლობაში ყოფილა, საიდანაც დღიურ ნორმად 87 500 აშშ დოლარი აუღია (მხოლოდ 5 300 დოლარი შეადგენს განსაზღვრულ ნორმას კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად, დანარჩენი, 82 200, ყოფილ პრეზიდენტს ხელზე და მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატის სახით მიუღია). სასტუმროსთვის გადახდილი თანხის ოდენობას 362 000 აშშ დოლარი შეუდგენია, ხოლო ყველაზე ძვირად პრეზიდენტ სააკაშვილს აშშ-ში 9-დღიანი ვიზიტის სასტუმროს ხარჯი დაგვჯდომია: 9 დღე – 43 300 აშშ დოლარი. სინგაპურში ერთკვირიანი ვიზიტი ამაზე ოდნავ ნაკლები – 41 000 აშშ დოლარი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ასკვნის, რომ სახსრები მთლად რაციონალურად არ დახარჯულა, იმას გარდა, რომ ზოგი ხარჯი გაუმჭვირვალეა.

ხოლო, ბ-ნი სააკაშვილის ხელგაშლილობის გათვალისწინებით, რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოეგონათ – რადგან, ფაქტობრივად, შეუძლებელია, დაჩრდილო საბიუჯეტო სახსრების ფანტვაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ფონზე, რაც უნდა წყალწაღებული იყო, მაინც შეძლებ, მეტ-ნაკლებად ასატანად გამოიყურებოდე. – 

скачать dle 11.3