დუმილის უფლება
ანუ, ძრწოდე სამყაროვ, ლავროვი მოდის!
იმ მარტივი მიზეზით, რომ რფ-მ დანარჩენ მსოფლიოს თავისი წესი უკარნახა (ზედაც, გაუვიდა), აქეთ – „ნატომ“ განაცხადა, რომ თავისი წევრების თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა, იქით კი – დანარჩენებმა საკუთარ ქვეყანაში ეროვნებით რუსი მოქალაქეების რიცხოვნობის თვლა დაიწყეს (იციან, რომ მარცხი, ანუ რუსეთის ჯარის შემოსვლა ელანძეა).
გასულ კვირას კი ისრაელში რფ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე ნომერ პირველი რუსი დიპლომატის ნაუბარი გამოაქვეყნა, სადაც სერგეი ლავროვი უბნობს, რომ მოსკოვი კვლავაც დაიცავს „რუსული სამყაროს“ ინტერესებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც რუსულენოვანი მოქალაქეები ცხოვრობენ (ეს რფ-ის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტიაო). იქვე კი დასძინა, რომ ფონდი ფინანსურად უჭერს მხარს სხვადასხვა ქვეყანაში უფლებადამცველებს, საზოგადოებრივ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ზედაც, რუსულენოვან გამოცემებსო; აფხაზეთში, ბელგიაში, საქართველოში, ისრაელში, ჩინეთსა და ლიტვაშიო. ჯერჯერობით მხოლოდ ისრაელში დაფაცურდნენ რუსულენოვნები: რის დაფინანსება, რა დაფინანსებაო. ჩვენი თანამემამულეები დუმილის უფლებას იყენებენ. რეალობა კი გვაფიქრებინებს, რომ დიდი ქვეყნები, იქნებ მართლაც, ავაზაკებს ჰგვანან, მცირე ზომისანი – პროსტიტუტებს?!