სალათა ქათმის გულებით – „ფრენჩი“
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი ქათმის მოხარშული გულები, 100 გრამი დაკონსერვებული ანანასი, 1 ცალი ცოცხალი კიტრი, ნახევარი კონა ოხრახუში, 100 გრამი წვრილად გახეხილი სტაფილო, ცოტა მაიონეზი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათმის მოხარშული გულები დაჭერით მომცრო ნაჭრებად, კიტრი და ანანასი – კუბიკებად, ოხრახუში კი – ძალიან წვრილად. ყველაფერი ერთმანეთში შეურიეთ, შეაზავეთ მარილითა და ცოტა მაიონეზით. სალათა გადმოიღეთ გაშლილ თეფშზე და გარშემო შემოუწყვეთ გახეხილი სტაფილო. მოგეწონებათ.