ქათამი მარინადში ამერიკულად
საჭირო ინგრედიენტები: 3 სადილის კოვზი ძმარი, ცოტა დარიჩინი (დაფქული), 3-4 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 ჭიქა ნებისმიერი ზეთი, ორკილოგრამიანი ქათამი, 2-3 კბილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი.
მომზადების წესი: ზეთში შეურიეთ მდოგვი, დაუმატეთ ძმარი, დანაყილი ან გახეხილი ნიორი, დარიჩინი, მარილი, შავი პილპილი და ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.
ქათამი დაჭერით ულუფებად, ჩააწყვეთ მარინადში, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და 24 საათის განმავლობაში მოათავსეთ მაცივარში. შემდეგ ნაჭრები სათითაოდ ამოიღეთ მარინადიდან, დააწყვეთ გამოსაცხობ ტაფაზე და დაბრაწეთ ცხელ აირღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში.