ხორცის ბურთულა სატენით
საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი ღორის ხორცის ფილე, 150 გრამი ხის სოკო, 3 ცალი მჟავე კიტრი, 1 ცალი საშუალო ზომის ხახვი, 3-4 სადილის კოვზი არაჟანი (მაიონეზიც შეიძლება), 2 სადილის კოვზი მდოგვი, 2 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი ძმარი, 1 ჭიქა წყალი, 2 სადილის კოვზი ზეთი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი დაჭერით რგოლებად, დაასხით ძმარი და წყალი. ღორის ხორცის ფილე გაჭერით ბრტყლად, კარგად დაბეგვეთ ორივე მხრიდან და წაუსვით მარილი და პილპილი. ნიორი დანაყეთ, შეურიეთ მდოგვში და წაუსვით ხორცს ერთი მხრიდან. სოკო მოათავსეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე. დაუმატეთ დაჭრილი მჟავე კიტრი და შუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ უყავით არაჟანი, ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. ეს გახლავთ სატენი ხორცის ბურთულისთვის. მოათავსეთ ეს ფარში დაბეგვილი ხორცის ნაჭრის ნახევარზე და გადმოაფარეთ მეორე ნახევარი. ფოლგის ნაჭერზე მოათავსეთ მარინადიდან ამოღებული ხახვი, დაადეთ სატენიანი ხორცი და ზემოდანაც ხახვი მოაყარეთ. დანამეთ ზეთით და შეფუთეთ ფოლგაში. გადაიტანეთ გამოსაცხობ ტაფაზე, დაასხით ცოტა წყალი, მოათავსეთ გაცხელებულ აირღუმელში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. მიირთვით ნებისმიერ გარნირთან ერთად.