ანეკდოტები
ქალებო! იცოდეთ: თქვენ არ ხართ მზარეულები, მრეცხავები, დამლაგებლები... თქვენ გურმანთა ქალღმერთები, სისუფთავის ანგელოზები, წესრიგის ქურუმები ხართ...
***
სოციალიზმის 7 საოცრება:
1 – ყველასთვის იყო სამუშაო ადგილი.
2 – მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის იყო სამუშაო ადგილი, არავინ მუშაობდა.
3 – მიუხედავად იმისა, რომ არავინ მუშაობდა, გეგმა 100 პროცენტით სრულდებოდა.
4 – მიუხედავად იმისა, რომ გეგმა 100 პროცენტით სრულდებოდა, მაღაზიებში არაფერი იყო.
5 – მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში არაფერი იყო, ყველა ყველაფერს შოულობდა.
6 – მიუხედავად იმისა, რომ ყველა ყველაფერს შოულობდა, მაინც ყველა ქურდობდა.
7 – მიუხედავად იმისა, რომ ქურდობა არ ვარგა, უვარგისი იყო ის, ვინც არ ქურდობდა.
***
გინდათ, მკერდის გადიდება სწრაფად და უფასოდ? მიუშვირეთ სკას თქვენი მკერდი თუნდაც 10 წუთით...
***
გელა ისე კარგად ფლობს ინტონაციებს, რომ ფრაზით „შენი დედა...“ შეიძლება, მოგესალმოს, შეგაგინოს, შეგაქოს, მოგეფეროს და სამძიმარიც კი გამოგიცხადოს...
***
საინტერესო ლოგიკაა – თეთრს ეძახიან მოყვითალო ღვინოს, რომელიც მწვანე ყურძნისგან მზადდება.
***
– არ გინდა ჩემში პლუსების და მინუსების ძებნა, მე ბატარეა არ ვარ!
***
ორი დირექტორი ხვდება ერთმანეთს.
– თანამშრომლებს ხელფასს უხდი?
– არა. შენ?
– არც მე...
– შენები სამსახურში დადიან?
– კი. შენები?
– რა თქმა უნდა...
– ბიჭო, მოსვლა ფასიანი ხომ არ გავხადოთ?!
***
– დაასახელეთ, ყველაზე ცნობილი მომღერალი ქალი და კაცი.
– რა თქმა უნდა, კონჩიტა ვურსტი – ორივე კატეგორიაში.
***
– ავიდეთ ჩემთან, სახლში...
– როგორ, პირველად დღეს გნახე, საერთო ნაცნობებიც არ გვყავს...
– გოჩა ჩერტკოევი იცი?
– კი.
– მეც... ავედით
***
მიღებაზე ფსიქოთერაპევტთან.
– ექიმო, ძალიან უიღბლო ვარ, ბედი არაფერში მწყალობს...
– ადამიანს, რომელსაც შეუძლია, ჩემი მომსახურების თანხის გადახდა, უიღბლოს ვერ უწოდებ...
***
– ბოლოს როდის გქონდა სექსი?
– ერთი, კალენდარი მომეცი?
– რომელი წლის...
***
ცოლქმრული „იდილია“:
– შენი თეფში მაინც აიღე და ნიჟარაში ჩადე, საქონელო!
– არ შემიძლია, ჩლიქები მიშლის...
***
ადამიანი ფულისთვის ყველაფერზე და ყველგან არის წამსვლელი, სამსახურშიც კი.
***
– როგორ ითარგმნება ქართულად „აი დონთ ნოუ”?
– არ ვიცი...
– რავა არავინ იცის, ამის დედა ვატირე...
***
შუაღამეა, ცოლ-ქმარი საწოლში. ცოლს ძილში ჩაესმის
– საყვარელო, სექსი არ გინდა?
– არა, ძალიან დაღლილი ვარ, თავიც მტკივა, მგონი, წელიც მიკავდება... – ნამძინარევი ხმით ამბობს ცოლი.
– იძინე, იძინე, ტელეფონზე ვლაპარაკობ...
***
– აბა, როგორ არის შენი სიხარული?
– ზეთი აქვს გამოსაცვლელი... თუ შენ, ეკაზე მეკითხები?!