ბრძნული აზრები
ჰიუგო: ადამიანი აუცილებლად უმაქნისი არაა, თუ ის ფიქრს ჰყავს ატანილი. არსებობს ხილული და უხილავი შრომა.
ლაბრიუერი: ზოგს ნიჭი და ტალანტი არ ეძლევა, ზოგსაც მისი გამოვლინების შესაძლებლობა, ამიტომ ადამიანი მარტო იმით კი არ უნდა შევაფასო, რა გააკეთა, არამედ იმითაც, რისი გაკეთება შეეძლო.
ლაროშფუკო: ურთიერთობა დიდხანს არასოდეს არ გასტანს, მარტო ერთი მხარე რომ იყოს მტყუანი.
ლესინგი: ადამიანისთვის ადამიანი უფრო სასურველია, ვიდრე ანგელოზი.
მორგენშტეინი: რა არის ადამიანი? ღმერთის ტრაგედია.
ნიცშე: ადამიანი არ შეიძლება ყველაფრის საზომი იყოს.
პასკალი: ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი. მისი უბედურება ისაა, რომ რაც უფრო მეტად ცდილობს, დაემსგავსოს ანგელოზს, მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს.
გოეთე: მხოლოდ გამარჯვებული აღწევს მშვიდობას ომის გზით.
სენეკა: შენ გაწყენინა კეთილმა ადამიანმა? – არ დაიჯერო. ბოროტმა? – ნუ გიკვირს.
ბალზაკი: ცხოვრება მოკლეა, მაგრამ უბედურებები ახანგრძლივებს მას.
ანაკსაგორი: სიკვდილის ორი გაკვეთილი გვაქვს: დრო დაბადებამდე და სიზმარი.
სოლონი: თუ იცი, გაჩუმდი.
თალმუდი: არ განსაჯო ადამიანი, თუ მის მდგომარეობაში არ ყოფილხარ.
იერონიმე ისწავლე ის, რასაც სხვას ასწავლი.
ვოლტერი: დანაშაული კეთილი საქმეებით არ ბათილდება.
ციცერონი: ღმერთი მომთმენია, იმიტომ რომ მარადიულია.
ავგუსტინე: ვინც ეძებს, არ დაიკარგება.
გოგენი ბრიყვს კი არ უნდა დავეხმაროთ, არამედ მას, ვინც ცდება.
ტიბერიუსი. ვეზიზღებოდე, ოღონდ თანახმა იყვნენ.
კონფუცი: თუ ეჭვობ, თავი შეიკავე.
ცეზარი: გამარჯვებები რომაელებს ძალას მატებს, ხოლო დამარცხებები – ვაჟკაცობას.
იუსტინე: ბრძენი იმარჯვებს ისე, რომ ამას ვერავინ გრძნობს.
ბეკონი: თუ ლაპარაკი არ იცი, ისწავლე კითხვა.
ლაო ძი: ვინც კმაყოფილი იყო, დაავიწყდა, ხოლო ვინც უკმაყოფილო, ახსოვს.
მოპასანი: ჯერ არ გამიგია, რომ ვინმეს სიბერის გამო დავიწყებოდეს, თუ სად დამარხა განძი.
პოპერი: ჯერ უნდა გავასამართლოთ ადამიანი და მერე შევიყვაროთ, თორემ, შეყვარებულს არ ასამართლებენ.
მოლიერი: მთელმა სამყარომ იცის, რომ ქალი არასრულყოფილი არსებაა. ის სხვა არაფერია, თუ არა ჟინიანობა, სიჯიუტე, თავხედობა. მის სულში ბოროტება იმალება, გულში კი – ყოყმანი. დედამიწაზე არ არსებობს უფრო სულელი, უფრო სუსტი, უფრო მუხანათი და ვერაგი არსება და, მაინც, ამ ცხოველისკენ ლტოლვა ყველა მამაკაცის ღირსების საქმეა.