კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით განსხვავდება ამანათი, კომერციული ტვირთისგან და რა შემთხვევაში არ ჰყავს „საქართველოს ფოსტას” კონკურენტი ქართულ ბაზარზე

„საქართველოს ფოსტის” არსებობას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ის ახორციელებს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას. მიუხედავად მრავალი კონკურენტისა, „საქართველოს ფოსტა” დიდი უპირატესობით გამოირჩევა, როგორც სერვისის მაღალი დონის ყველაზე ფართო ქსელი საქართველოს მასშტაბით. დღეს „საქართველოს ფოსტას” 84 მოქმედი სერვისცენტრი და დიდი გეგმები აქვს. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას კი, ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელიც „საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე გახლავთ.

 

ლევან ჩიკვაიძე: თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ ამანათი და კომერციული ტვირთი ერთმანეთისგან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად შეიძლება, ერთგვაროვნად გამოიყურებოდეს, საზღვრის გადაკვეთისთვის თანმხლები დოკუმენტაცია სხვადასხვაგვარი აქვს. ამანათი, ეს არის საფოსტო ოპერატორის პროდუქტი, მსოფლიო საფოსტო კონვენციით მიღებული და მის გარშემო მსოფლიოს 192 ქვეყანას ერთმანეთის მიმართ აქვს ვალდებულება. ასეთივე პროდუქტია წერილობითი კორესპონდენცია, რომელიც ასევე, საფოსტო პროდუქტად განიხილება. რაც შეეხება კომერციულ ტვირთს, მისი (ნებისმიერი წონის) გადაადგილების შესაძლებლობა ნებისმიერს აქვს, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი. 

რაც შეეხება საფოსტო საქმიანობას და საფოსტო ბიზნესს. საფოსტო საქმიანობას ყოველთვის, ყველა ქვეყანა ასრულებდა საკუთარი სტრუქტურული შემადგენელი ორგანოს საშუალებით. მსოფლიოში შექმნილია ერთიანი საფოსტო ქსელი, სადაც მონაწილეობს 192 ქვეყანა. ამ 192 ქვეყანაში, გეოგრაფიულად ნებისმიერ ადგილას დასახლებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს იგივე სახის მომსახურება, როგორიც დიდ ქალაქებში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო, როდესაც პარლამენტმა მსოფლიო საფოსტო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და მაშინ, როდესაც საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირში გაწევრიანდა. ბიზნესის კუთხით მომგებიანია მჭიდროდ დასახლებული ქალაქები და არა – მთიანი რაიონები, სოფლები და ასე შემდეგ. სახელმწიფოს კი ვალდებულება ერთგვაროვნად აქვს აღებული თავის მოქალაქესთან, როგორც სოფლად, ასევე ქალაქში. ამის შესასრულებლად სახელმწიფო საკუთარი სტრუქტურის შემადგენელ ორგანოს იყენებდა. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკას არც უფიქრია, რომ ის კერძო სექტორისთვის გადაებარებინა და დღემდე ასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენელი სააგენტოს საშუალებით. ანალოგიური მდგომარეობაა ბევრ ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია. 

– რას მოიცავდა ეს პროცესი?

– უნივერსალურ მომსახურებას. მაგალითისთვის, თუ თქვენ იაპონიის მოქალაქე ხართ და წერილს იაპონიიდან საქართველოში აგზავნით, რომლის ნებისმიერ წერტილში ჩაბარებაზე პასუხისმგებელია, მომსახურების საფასური განისაზღვრება 70 თეთრით. მომსახურების საფასური გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მის ტრანსპორტირებას სჭირდება. ამიტომ, უნივერსალურ მომსახურებას კომპენსირება სჭირდება. ლიბერალიზაციის პროცესი სწორედ ამას ითვალისწინებდა. საფოსტო ბიზნესიდან, უნივერსალური მომსახურების ვალდებულების მქონე კომპანიას დაუტოვეს კომპენსირებისთვის განსაზღვრული წონის ან ღირებულების (ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ხდებოდა) ექსკლუზივი გარკვეულ პროდუქციაზე, რომელიც ნელ-ნელა მცირდებოდა. 

– რაც შეეხება საქართველოს, რა ვითარებაა?

– ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში არსებობს ჩანაწერი, რომ საქართველოში ლიბერალიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს 5 წლის შემდეგ. სწორედ ეს 5 წელია განსაზღვრული კანონპროექტში – 2019 წელი დღევანდელი დღიდან. 2017 წლიდან ნახევრდება წონა და 2019 წელს დასრულდება წამგებიანი ბიზნესის დასაფინანსებლად გამოყოფილი სარეზერვო ნაწილი საფოსტო სფეროდან. ეს არის სახმელეთო გზით გადაზიდული ამანათი. მინდა, ხაზი გავუსვა ამანათს და კომერციულ ტვირთს. ეს ორი სხვადასხვა ცნება და აბსოლუტურად სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმია, რაც მუდმივად ერევათ ერთმანეთში ოპონენტებს.

– მხოლოდ „საქართველოს ფოსტას” შემოაქვს ტვირთი სახმელეთო გზით?

– არც ერთ კომპანიას „საქართველოს ფოსტის” გარდა, დღეს და უკანასკნელ წლებში, არ განუხორციელებია ამანათის შემოტანა საქართველოში სახმელეთო გზით. ამ ბიზნესს ყველა საჰაერო გზით აკეთებს, რომელსაც კანონპროექტი არ ეხება. პროექტი ასევე არ ეხება არც ერთ კომერციულ ტვირთს.

ევროპაში საფოსტო სფეროში მონაწილე ნებისმიერი კომპანია ვალდებულია, ლიცენზირება გაიაროს, რაც მიზანმიმართულია მომხმარებლის უფლებების დასაცავად. მაგალითისთვის, თუ კომპანიას არ აქვს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, ინფრასტრუქტურა და ოფისი ლიონში, ის ვერ უზრუნველყოფს ლიონის მოსახლეობისთვის ისეთი პირობების შექმნას, როგორიც აქვს პარიზში. ამ შემთხვევაში, კომპანიაზე ლიცენზია მხოლოდ პარიზის მასშტაბით გაიცემა. ქართულმა კანონპროექტმა ლიცენზირების ნაცვლად, გაითვალისწინა მარტივი ავტომატური ავტორიზაცია ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში, რაც დაეხმარება ნებისმიერ მსურველს, გახდეს საფოსტო ოპერატორი. ამ მხრივ ეს კანონპროექტი ძალიან ლიბერალური და ლოიალურია ამ ბიზნესში ყველა მონაწილეობის მსურველი კომპანიებისადმი. მარტივი ავტომატური ავტორიზაციით, მათი პროდუქტიც ჩაითვლება ამანათად და წერილობით კორესპონდენციად. ამას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საგადასახადო რეჟიმი ამანათისა და კომერციული ტვირთისთვის განსხვავებულია. ეს ყველა ქვეყანაში ასეა და კონვენციის თანახმად, საქართველოში ვერ იქნება სხვაგვარად.

– „საქართველოს ფოსტა” მზად არის ეროვნულ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა?

– მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, გარდა ორისა, ეროვნული ოპერატორის ფუნქციას, უნივერსალური მომსახურების ვალდებულებით, ასრულებს ადგილობრივი კომპანია. მხოლოდ ჰოლანდიამ და მალტამ მისცა უფლება კონკურსის წესით მოეპოვებინათ გამარჯვება სხვა ქვეყნის კომპანიებს. თუკი კანონმდებელი გადაწყვეტს, კონკურსის წესით გამოავლინოს ეროვნული ოპერატორი, ამ შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა” ვერ ხედავს კონკურენტს.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხები. კანონპროექტი ეროვნულ ოპერატორს როგორც ქუჩის, ასევე ინდივიდუალური საფოსტო ყუთების განთავსებას ავალდებულებს ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში მილიონ-ნახევარი მისამართია და ეროვნული ოპერატორი ვალდებულია, ქვეყნის მოსახლეობა სრულად უზრუნველყოს ინდივიდუალური საფოსტო ყუთებით. 192 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი, რომლის მოქალაქესაც არ აქვს ინდივიდუალური საფოსტო ყუთი და არც იმის საშუალება, ქუჩიდან მარტივად გააგზავნოს უბრალო წერილი.

5 წელიწადი ძალიან პატარა დროა „საქართველოს ფოსტისთვის” და დიდი გამოწვევაა ამ კომპანიის მენეჯმენტისთვის. 5 წლის განმავლობაში „საქართველოს ფოსტამ” უნდა გაიაროს და მიაღწიოს იმ დონეს, რასაც ლიბერალიზაციის პროცესის დროს ევროპულ, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში მინიმუმ 20 წელი მაინც დასჭირდა.

– ღია ბარათის გაგზავნა რა ღირს დღეს საქართველოს ტერიტორიაზე?

– ღია ბარათის გაგზავნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ღირს 1 ლარი. კონკურენტ კომპანიაში კი, ანალოგიურ სერვისს 15 ლარი სჭირდება.

– რამდენი სერვისცენტრი აქვს ამჟამად „საქართველოს ფოსტას?”

– დღეს „საქართველოს ფოსტას” 84 მოქმედი სერვისცენტრი აქვს, მათ შორის, განახლებული 9 სერვისცენტრი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. რაოდენობა სრულად აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში კი, აუცილებლად დავამატებთ.

 

скачать dle 11.3