მაფია_რეალობა
მაფია – რეალობა
მაფია ბევრ ქვეყანაში ისევ ცოცხლობს და ზოგან ძალიან ძლიერია.
2007 წლის ნოემბერში, როცა სიცილიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი დააპატიმრეს, პალერმოს პოლიციამ აღმოაჩინა „მაფიის ათი მცნება,“ რაც საკმაოდ საინტერესოა:
1. არასდროს შეხედო შენი მეგობრის ცოლს „მრუდე“ თვალით.
2. არავის აქვს უფლება, „ოჯახის“ ორ წევრს შორის იყოს „მესამე“ (იგულისხმება მაფიის ოჯახი).
3. არ გამოჩნდე საზოგადოებაში პოლიციელის გვერდით.
4. არ იარო ღამის კლუბებსა და საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებებში.
5. ყოველთვის იყავი „კოზა ნოსტრასთვის“ გახსნილი და „მისაწვდომი“ – ეს შენი ვალია. ის პირველ ადგილზე დგას.
6. შეხვედრაზე არასდროს დააგვიანო.
7. ცოლს პატივისცემით მოეპყარი.
8. ინფორმაცია „ოჯახის“ ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს – გახსოვდეს ეს.
9. არ მიითვისო სხვისი ფული.
10. ვერასოდეს გახდება „კოზა ნოსტრას“ წევრი ის, ვისი ნათესავიც პოლიციაში მუშაობს...
ძნელი სათქმელია, როგორ ასრულებდნენ მაფიიის წევრები ამ მცნებებს, თუმცა, ფაქტია, რომ „ოჯახი“ ძალიან მტკიცე, შეკრული და ძლიერი იყო.
მაკრატლის ისტორია
ამბობენ, რომ მაკრატლის გამოგონებაში დიდი წვლილი შეიტანა არქიმედემ და ლეონადრო და ვინჩიმაც კი...
მაკრატელი მეტად საჭირო ნივთია.
სულ პირველ მაკრატელს აბსოლუტურად სხვანაირი ფორმა ჰქონდა. ისინი სამი ათასზე მეტი წლის წინ გამოიგონეს, საგანგებოდ ცხვრების გასაკრეჭად.
მეცნიერები ჯერაც ვერ შეთანხმდნენ იმაზე, სად გამოიგონეს პირველი მაკრატელი. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს იყო ჩინეთი, მეორენი ედავებიან – არა, ეს ხმელთაშუა ზღვის აუზის რომელიღაც ქვეყანა იყოო. საქმე ისაა, რომ დაახლოებით, მეოთხე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მაკრატელი ნაცნობი იყო ინგლისშიც და ეგვიპტეშიც. ბუნებრივია, სახელწოდებაც მრავალგვარი ჰქონდა.
მაკრატელი ჰქონდათ ძველ რომაელებს. ძველმა გერმანელებმა თითქმის იმავდროულად გაიცნეს, როცა რომაელებმა. სხვათა შორის, გუშინდელი მაკრატლები არაფრით განსხვავდებოდა თანამედროვე მაკრატლებისგან. უბრალოდ, გაცილებით ძვირფასი ლითონებისგან მზადდებოდა და დიდი ოსტატობითაც. გამოყენებული იყო ვერცხლი, ბრინჯაო, რკინა, სპილენძი. სახელურებს რთავდნენ ორნამენტებით და ზოგჯერ ძვირფასი ქვებითაც. მაკრატელს ძალიან ფართო დანიშნულება აქვს. მას უამრავი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიის ადამიანი იყენებს. 105 წელს, როცა ჩინეთში ცაი ლუნმა ქაღალდი გამოიგონა, მის გასაჭრელად სპეციალური მაკრატლებიც კი მოიგონეს.