კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს მართლზომიერი მფლობელი, აქვს თუ არა მას მესაკუთრის უფლებამოსილება და ზოგადად, ვინ შეიძლება იყოს  უძრავი ნივთის  მართლზომიერი მფლობელი?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ მართლზომიერი მფლობელი არის დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე. ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა საჯარო რეესტრის შესახებ კანონის ამოქმედებამდე ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით. მართლზომიერია ასევე პირი, რომელიც არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე.

კითხვა:   გთხოვთ, განმიმარტოთ, რა არის საჯარო რეესტრი და როგორია საქართველოში საჯარო რეესტრის  სტრუქტურა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ზოგადად, საჯარო რეესტრი გულისხმობს და წარმოადგენს საქართველოში არსებული რეესტრების ერთიან ბაზას. კონკრეტულად კი, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

კითხვა:  ფაქტობრივ მფლობელობაში მაქვს მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტი საზღვრები დადგენილი არ არის.  გთხოვთ, მაცნობოთ,  როგორ ხდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების  დადგენა  და არის თუ არა საჭირო მისი  შემდგომი რეგისტრაცია?

პასუხი: გაცნობებთ, რომ   ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა, მასში ცვლილება და მისი შეწყვეტა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს კანონით დადგენილი წესით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა ხორციელდება რეგისტრაციის წესით, რის შედეგადაც გაცემული ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ ფაქტობრივი მფლობელისა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართობის თაობაზე.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, სამართლებრივად  როგორ  გადაწყდება  საკითხი იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული და საზღვრებში აღრიცხული მიწის ნაკვეთი აღმოჩნდება  სხვა პირის მიერ რეგისტრირებული საკუთრების უფლებით?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა, არ გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრების უფლების რეგისტრაციას. აღნიშნულ შემთხვევაში, ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაცია, ძალადაკარგულად ითვლება და ამის თაობაზე ეცნობება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. 

скачать dle 11.3