კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: სახლში გვყავს პატარა ლეკვი, რომელიც თამაშის დროს მწარედ იკბინება. მაინტერესებს, ეს სახიფათო ხომ არ არის? 

პასუხი: როცა ლეკვი თამაშის დროს იღრინება, იყეფება და ზურგზე ბეწვი ებურძგნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავდასხმისთვის ემზადება. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ერთხელაც კი, რომ ის თავს დაგესხათ. ამ დროს ლეკვი უნდა დააწყნაროთ. მოეფეროთ და ეს აგრესიულობა სხვა სახით შეუცვალოთ, მაგალითად, მისცეთ სასუსნავი ან სათამაშო. თუ ლეკვი ხშირად ავლენს აღნიშნული სახის აგრესიას, სასურველია, მიიყვანოთ ის მწვრთნელთან, ანუ სპეციალისტთან, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. აგრესია ძირითადად ისეთ ძაღლებს უყალიბდებათ, რომლებიც თავს ხროვის ლიდერად მიიჩნევენ. უნდა დაიმახსოვროთ, რომ ძაღლი არასდროს გრძნობს იმას, რომ პატრონი მასზე მაღლა დგას, ანუ, მასზე მბრძანებლობს. ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ ძაღლი პერიოდულად იბრძოლებს ოჯახში ლიდერობის მოსაპოვებლად. სასურველია, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ ლეკვის ხასიათის სწორ ჩამოყალიბებაში, რადგან, ლეკვობის პერიოდში დაშვებული შეცდომა, შეიძლება, შემდგომში სავალალო გახდეს და ცხოველის ხასიათის ჩამოყალიბებაზე ცუდად იმოქმედოს. 

კითხვა: ბოლო დროს ჩემს ძაღლს ხშირად უწითლდება თვალები. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: თვალი, როგორც ადამიანისათვის, ასევე, ცხოველებისთვის, გარესამყაროს აღქმის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. მხედველობის შენარჩუნება დიდად არის დამოკიდებული ცხოველის მოვლა-შენახვის პირობებზე. ძაღლს ძალიან მგრძნობიარე და საოცრად ძლიერი თვალები აქვს. იმისათვის, რომ დავიცვათ ძაღლის თვალები ინფექციური დაავადებებისა და ტრავმებისგან,  არსებობს მოვლის რამდენიმე მეთოდი. თქვენი ცხოველის თვალების რეგულარული დათვალიერებით, თქვენ დროულად შეამჩნევთ პრობლემას და დროულად შეძლებთ მის თავიდან აცილებას. ყველაზე გავრცელებული და ხშირი პრობლემაა თვალების სიწითლე, რაც, როგორც წესი, მიუთითებს ინფექციურ პროცესებზე, ინფექცია კი გამოწვეულია ბაქტერიებით. თვალის ინფექციების მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებიანი წვეთებითა და მალამოებით. ყველაზე გავრცელებული და ადვილად შესამჩნევი თვალის ინფექციაა კონიუნქტივიტი, რომლის სიმპტომებია თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის) და თვალის გარშემო კანის  გაწითლება; თვალის კუთხეში ჩირქის დაგროვება; ღრმა პროცესების დროს თვალის მთლიანად ჩირქით ამოვსება, ასევე, ქუთუთოების ერთმანეთზე მიწებება. თვალის სხვა პრობლემები გამოწვეულია ტრავმებით, უცხო სხეულის მოხვედრით თვალში და წამწამების პრობლემებით. წამწამებით გამოწვეული პრობლემები, როგორც წესი, გენეტიკურია და იწვევს თვალის მექანიკურ გაღიზიანებას, წყლულებსა და ინფექციებს. ინფექციის წარმოშობის თავიდან აცილება მარტივად არის შესაძლებელი, თუ რეგულარულად მოუვლით ცხოველის თვალებს და უზრუნველყოფთ მათ სისუფთავეს. მოვლაში იგულისხმება შემდეგი: შეუნარჩუნოთ ცხოველს თვალების სისუფთავე; თუ თქვენი ცხოველი გრძელბეწვიანია, თვალის გარშემო აუცილებლად რეგულარულად უნდა შეაჭრათ ბეწვები. თუ აღნიშნულ პროცედურას რეგულარულად ჩაუტარებთ, ამით თავიდან ააცილებთ თვალში ბაქტერიების მოხვედრას.

 

скачать dle 11.3