კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახდენს თუ არა გავლენას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პლანეტების განწყობა

ასტროლოგია არის უძველესი მეცნიერება, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობა სწავლობს პლანეტებისა და ვარსკვლავების ვიბრაციებს და მათ გეომაგნიტურ ზემოქმედებას ბიოლოგიურ ორგანიზმებზე. ასტროლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხრაა ასტრომედიცინა, რომლის პრინციპებსაც, ასევე, მრავალი ათასი წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი. სამედიცინო ასტროლოგია კი არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მზის, მთვარის, მზის სისტემის პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების, ვარსკვლავებისა და კოსმიური გამოსხივების ზემოქმედებას ადამიანზე. უძველესი დროიდან იქნა შემჩნეული, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ მთვარის ერთსა და იმავე ფაზაში, აქვთ ერთნაირი დაავადებებისადმი მიდრეკილება. მაგალითად, ვერძთა უმრავლესობისთვის, რომლებიც დაიბადნენ სავსემთვარეობისას, დამახასიათებელია შაკიკი და თირკმლის პრობლემები; კუროთა უმრავლესობა, რომლებიც, ასევე, სავსემთვარეობისას არიან დაბადებული, უფრო ხშირად ავადდება ყელისა და შარდსასქესო სისტემის ინფექციით და ასე შემდეგ.

ვერძი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების კლასიკური დაავადებები დაკავშირებულია თავის არესთან. მათთვის დამახასიათებელია შაკიკი, ნევრალგია, ნერვული სტრესები, უძილობა, ჰიპერტონია; აქვთ შედარებით სუსტი კბილები და ძვლოვანი სისტემა. ამიტომ, შეიმჩნევა მიდრეკილება მოტეხილობისა და დამწვრობისკენ. სხვა დაავადებები, როგორც წესი, ხანმოკლეა, თუმცა, ძლიერი ციებ-ცხელებით აღინიშნება.

კურო

ხშირია ყელ-ყურ-ცხვირთან, ენდოკრინულ სისტემასთან და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადებები; ასევე, ჰაიმორიტი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, კუნთების დაჭიმვა... უსისტემო კვების შედეგად, მათ უჩნდებათ გარკვეული სირთულეები წონასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს გულის სწორ ფუნქციონირებას.

ტყუპები

დამახასიათებელია ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებები: ბრონქიტი, ასთმა, ასევე, სხვადასხვა სახის ნერვული დეპრესია, ენის ბორძიკი, ხელების სხვადასხვა დაავადება, უძილობა, თავის ტკივილი... ისინი მძაფრად რეაგირებენ სისხლის დაავადებებზე. ხშირია სეფსისის შემთხვევებიც, მათ დიდხანს არ უხორცდებათ ჭრილობები.

კირჩხიბი

ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია, უპირველესად, კუჭთან დაკავშირებული დაავადებები, სხვადასხვა სახის შეშუპება, ფსიქოსომატური დარღვევები, მაგალითად, ფილტვების დაავადებისას ხშირად შეიმჩნევა მანიისა და აგზნებადობის ფსიქოსომატური სინდრომი; ღვიძლის დაავადებისას ხშირად უჩნდებათ აზრები თვითმკვლელობაზე; ახასიათებთ აზრის აკვიატება, რის გამოც, შეუზლიათ, „შეიძინონ” დაავადება გადამეტებული ფანტაზიის, შიშისა და არასტრაბილური ფსიქიკის მეოხებით.

ლომი

დამახასიათებელია გულისა და მკერდის არესთან დაკავშირებული დაავადებები, სტენოკარდია, ინფარქტები, აორტის ანევრიზმა, სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია; ხშირია ხერხემალთან დაკავშირებული ტრავმები და დაავადებები.

ქალწული

დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დაავადებები, ჩირქოვანი აპენდიციტი, პერიტონიტი, მუცლის ღრუსთვის დამახასიათებელი სხვა დაავადებები. წარმატება პროფესიულ საქმიანობაში პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მათი დაავადებების წარმოქმნასთან, რასაც ხელს უწყობს მეტად ლაბილური ფსიქიკა.

სასწორი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების დაავადებები დაკავშირებულია თირკმელებთან და შარდსასქესო სისტემასთან. ხშირია რადიკულიტი, ურემია, ნეფრიტი, აგრეთვე, ნერვულ სტრესებთან და ფსიქიკასთან დაკავშირებული დაავადებები.

მორიელი

დამახასიათებელი დაავადებებია: ბუასილი, სწორი ნაწლავის დაავადებები, გინეკოლოგიური და შარდ-სასქესო სისტემასთან დაკავშირებული ინფექციური სნეულებები. ხშირია ენდოკრინული სისტემისა და საკვების ასიმილაციის დარღვევა.

მშვილდოსანი

ხშირად ავადმყოფობენ ვეგეტაციური ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირებით გამოწვეული დაავადებებით. ხშირია მყესების გაწყვეტით გამოწვეული ტრავმები, ძვლის მოტეხილობა, რევმატიზმი, რადიკულიტი, ღვიძლის ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებული დაავადებები და შინაგანი სისხლდენები.

თხის რქა

მათ აწუხებთ ძვლოვან სისტემასთან და ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები: ოსტეოქონდროზი, მარილების დაგროვება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა; ასევე, სახსრების ანთება, სისუსტის შეგრძნება სიარულისას, კანის დაავადებები.

მერწყული

ამ ნიშნის ადამიანისთვის დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტრომბოფლებიტი, ართრიტი, სისხლის დაავადებები, თვალებთან დაკავშირებული სნეულებები; გონების გადაღლის გამო, მათ ესაჭიროებათ ხშირი ძილი.

თევზები

მათთვის დამახასიათებელია ღვიძლის ფუნქციის მოშლა, ანემია, წამლების მიმართ გადამეტებული მგრძნობელობა, კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი; ასევე, ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები.

скачать dle 11.3