კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლოატინგი – სიზმრისა და რეალობის ზღვარზე

რა არის ფლოატინგი? ფლოატინგი არის ერთგვარი ფიტნესი სულისთვის, რომელიც სხეულსაც აძლიერებს. ეპსომის მარილის ხსნარი სასიკეთოდ მოქმედებს კანზე, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები და ტოქსინები. ფლოატინგის სეანსის დროს მთელ სხეულში დუნდება ყველა კუნთი, სისხლში წარმოიქმნება ბედნიერების ჰორმონები –  ენდორფინები. ორგანიზმი იმყოფება სიზმრისა და რეალობის ზღვარზე და სწორედ ამის წყალობით ახდენს თვითაღდგენასა და გაახალგაზრდავებას. ფლოატინგის ერთსაათიანი სეანსი ორგანიზმისთვის გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე 6-8-საათიანი ძილი ან დასვენება.

ფლოატინგის SPA პროცედურის ჩატარება შეიძლება თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ საათზე. მუშაობის წინ ის ისე დაგეხმარებათ დამშვიდებასა და ძალების მოკრებაში, როგორც 8-საათიანი ძილი; მუშაობის შემდეგ კი მოგიხსნით სტრესსა და დაძაბულობას და ორგანიზმს დააბრუნებს თავის ბუნებრივ მდგომარეობაში.

ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელ SPA პროცედურებთან ერთად შეიძლება ფლოატინგის სეანსის ჩატარება. ამის ცოდნა მართლაც აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ფლოატინგის შემდეგ სხეული იმყოფება მშვიდ მდგომარეობაში, ამიტომ, არ შეიძლება სეანსის დასრულებისთანავე ნებისმიერი აგრესიული, ან, თუნდაც, აქტიური პროცედურების ჩატარება.

რაც შეეხება იმას, უნდა გეცვათ თუ არა ფლოატ-კამერაში საცურაო კოსტიუმი, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული – შეგიძლიათ, იცურაოთ როგორც საბანაო კოსტიუმით, ისე მის გარეშე. თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხეთ საჭირო ნივთების თან წაღება, თუკი მოისურვებთ, კლინიკაში მოგცემენ ერთჯერად საბანაო კოსტიუმს; იგივე ეხება ჰიგიენის საშუალებებს: შამპუნსა და შხაპის გელს.

რაც შეეხება თავად ფლოატინგის პროცედურას, თუ მის ჩატარებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გამოცდილ სპეციალისტებს მიმართეთ.

скачать dle 11.3