კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მინდა, გადავიდე ნატურალური კოსმეტიკის გამოყენებაზე. რას მირჩევთ, რით დავიწყო?
პასუხი: დაიწყეთ პირის მარტივი დაბანით: წინასწარ მოამზადეთ სხვადასხვა მცენარის (პიტნის, კალენდულას, გვირილის, კრაზანის, ოხრახუშის, სალბის და სხვა) ნახარშებისგან ყინულის კუბიკები და ჩაანაცვლეთ ლოსიონსა და ტონიკებს. მსუბუქი გაწმენდის პარალელურად, ყინულის კუბიკები აახალგაზრდავებს კანს, აუმჯობესებს სახის ფერს, კანი ხდება მკვრივი და ელასტიკური.
კითხვა: თქვენს რუბრიკაში წავიკითხე, რომ ნალექიანი ყავის სკრაბი კარგია ყველა ტიპის კანისთვის. მაინტერესებს, რომელი კრემი უნდა წავისვა პროცედურის ჩატარების შემდეგ?
პასუხი: ყავის სკრაბის შემდეგ აუცილებელია დამაწყნარებელი კრემის წასმა, ოღონდ, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი.
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ, როგორ მზადდება კრემი „კლეოპატრას საიდუმლო“.
პასუხი: ეს უნივერსალური კრემი მზადდება შემდეგნაირად: კოსმეტიკურ ფიალაში მოათვსეთ 5 გრამი ალოეს ფხვნილი, 40 მილილიტრი გაფილტრული სასმელი წყალი, 10 გრამი თაფლი და კარგად აზილეთ. შემდეგ ფიალა დადგით წყლის აბაზანაზე და ნელ-ნელა შეურიეთ 100 გრამი ღორის მუცლის ქონი (გადამდნარი), თან სულ ურიეთ. რომ შესქელდება, გააცივეთ და შეინახეთ მაცივარში – კონსერვანტების არქონის გამო ის მალე ფუჭდება.