კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

მამაკაცური საქმე

 

ქალების 80 პროცენტი მაინც წუწუნებს, რომ ქმრები მათ საერთოდ არ ეხმარებიან. ცოლი გარეთაც მუშაობს და ოჯახშიც... უამრავ საყოფაცხოვრებო პრობლემას აგვარებს, მაშინ, როცა ქმარი ტელევიზორის წინ წამოგორებულა და კიდევაც უნდა მოემსახურო. თუმცა, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ საკმარისია, ქმარს აიძულო, აკეთოს საოჯახო საქმე, რომ მისი თვითშეფასების კრიტერიუმი მაშინვე დაიწყებს კლებას. აღარ იქნება ლიდერი თავის საქმეში და ვერც საგრძნობ წარმატებას მიაღწევს. კიდევ უარესი, თურმე შეიძლება, მან სექსის მიმართაც კი დაკარგოს ინტერესი და უარი გითხრათ ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე. როცა ოჯახში როლები ტრადიციულად არის გადანაწილებული, ანუ ქმარი შრომობს გარეთ, ოჯახში შემოაქვს ფული და აგვარებს სარემონტო საქმეებს, ცოლი კი დიასახლისობს (შეიძლება, მუშაობდეს კიდეც), ყველფერი წესრიგშია ინტიმურ სფეროშიც. ნუ მიაჩეჩებთ ქმარს ხელში უთოს და ნუ აიძულებთ, გახეხოს აბაზანა. მართალია ისიც, რომ, როცა კაცი საერთოდ არ ეხმარება ცოლს ოჯახურ საქმიანობაში, ეს კონფლიქტამდე მიდის. ფაქტს ვერსად წავუვალთ. მაგრამ, უნდა დავიცვათ ზომიერება და ტაქტი. დახმარება უნდა სთხოვოთ და არა მოთხოვოთ. დაავალეთ მსუბუქი საქმე, მაგალითად, ნაგვის გატანა, პროდუქტის მოტანა, საყიდლდებზე წასვლა, ბავშვის გასეირნება, გადასახადების გადახდა... ზოგჯერ შეიძლება, ჭურჭელიც გარეცხოს და შარვალიც გაიუთოოს, მაგრამ ეს ყველაფერი მან საკუთარი ნებით უნდა გააკეთოს.

 

გაფრთხილებული ესე იგი,

შეიარაღებული!

 

ისწავლეთ, შეუთავსოთ უსიამოვნო სასარგებლოს.  რთულად გეუბნებით? – სულაც არა! საჭიროა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნეგატივმა პოზიტივს არ აჯობოს და არ მოხდეს ის, რაც მთელ ჩვენს ცხოვრებას უსიამოვნო ინციდენტებით გააჯერებს. იმედგაცრუებულებს და ხელჩაქნეულებს ფორტუნა არ სწყალობთ, ეს აქსიომაა.

არასოდეს მოსწყდეთ რეალობას. რეალობას ხომ ვერც გაექცევით და ვერც შეცვლით, მით უმეტეს, ვერსად დაემალებით. მაშინ, რატომ უნდა იყოთ სირაქლემას პოზაში? წარმოიდგინეთ, რომ მარტოობით დაიღალეთ და გინდათ, გვერდით ჭკვიანი, სიმპათიური, მოსიყვარულე ადამიანი გყავდეთ. მაგრამ თავს არ უტყდებით, იმიტომ რომ, გერიდებათ, ან სტერეოტიპების ხელში ხართ. გაცილებით ჯობდა, რეალობისთვის თვალი გაგესწორებინათ და გეზრუნათ იმაზე, როგორ მოგეწყოთ პირადი ცხოვრება.

აუცილებელია, მზად იყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის. გაფრთხილებული და ინფორმირებული კარგად შეიარაღებულსაც ნიშნავს. უამრავ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან, თუკი რეალობას არ დაემალებით და  მომზადებული შეხვდებით. ფრანგები ამბობენ: არ უნდა ინერვიულო ორ რამეზე – იმაზე, რისი გამოსწორებაც შეიძლება და იმაზეც, რისი გამოსწორებაც არ შეიძლებაო... ანუ, თუ შეძლებთ და მოახერხებთ, მართოთ რეალობა იმით, რომ მიიღოთ ეს ისეთად, როგორიც არის, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.

 

მარტივი რეცეპტი

 

ისიამოვნე ყოველი განვლილი დღით – ეს არ უნდა დარჩეს უბრალოდ სიტყვებად, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და მასში სასიცოცხლოდ ღრმა აზრი დევს. დაფიქრდით კარგად – დრო შესამჩნევად სწრაფად გადის... ისე სწრაფად, რომ ბედნიერი წუთები მოგონებად იქცევა და მერე გული გვწყდება, მისით სიამოვნება რომ ვერ მოვასწარით. ნებისმიერი ტკივილი გადის, არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა... საყვარელი ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ მერე მათ ადგილს სხვები იკავებენ... უნუგეშოდ არ ვრჩებით, თუმცა მაინც ვერ ვხედავთ სინანულის მთავარ მიზეზს – დრო თვალსა და ხელს შუა გვიქრება. როცა აღმოაჩენ, რა ცოტაღა დაგრჩენია ძვირფასი მარაგიდან, უკვე გვიანია.  ისწავლეთ იმის დაფასება, რაც დღეს გაქვთ – ეს არის მარტივი რეცეპტი ბედნიერებისთვის. მიმართეთ თქვენი ენერგია საჭირო კალაპოტში და ნუ დახარჯავთ მას ტყუილუბრალოდ. სამყაროს თქვენ ვერ შეცვლით, მით უმეტეს, ვერ გადააკეთებთ ადამიანებს. ერთადერთი – შეგიძლიათ, საკუთარ თავს შეუსწოროთ შეცდომები და ისწავლოთ, როგორ იცხოვროთ ისე, რომ თითოეულმა დღემ სიხარული მოგგვაროთ.

სიცილი ყოველთვის პოზიტივია. უნარი იმისა, რომ ცრემლიანი თვალებითაც გაიღიმოთ, ეს ძლიერების ნიშანია. სიტუაციაზე ბევრი არ იგლოვოთ სწრაფად ეძებეთ გამოსავალი. გენანებოდეთ დრო უაზრო წუწუნსა და უაზრო ნერვიულობისთვის. აქტუალური მხოლოდ ოპტიმიზმი და სიხარულის განცდაა!

 

თავად სრულყოფილება

 

კაცი ბევრი რამით განსხვავდება ქალისგან და ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორია ის, რომ სუსტი სქესი ბევრად ემოციური და აფექტურია. მაგალითად, მამაკაცი შეიძლება, დღის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ აღელდეს. ეს მაშინ, როცა ქალი თორმეტჯერ მაინც მოასწრებს ნერვიულობას. მიზეზი, ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, პერფექციონიზმია – ანუ ლტოლვა სრულყოფილებისკენ,  რაც ქალებისთვისაა დამახასიათებელი...

თუ მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალები მათთვის ლამაზდებიან – იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს, უამრავ ფულს ხარჯავენ ტანსაცმელში, ვარცხნილობასა  თუ კოსმეტიკაზე, ძალიან ცდებიან. ქალები ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისა და სრულყოფილებისთვის აკეთებენ...

ყველაფერი ან არაფერი! სწორედ ეს არის ბევრი თანამედროვე ქალის ცხოვრების პრინციპი და სტრესებიც გარანტირებული აქვთ. ქალებს ახასიათებთ მეტისმეტი სიმკაცრე საკუთარი პერსონის მიმართ. კაცს შეიძლება, ბევრი რაღაც დაუთმონ (ზოგჯერ სრულიად გაუმართლებლად) და საკუთარ თავს უმნიშვნელო ხარვეზსაც არ აპატიებენ. ცუდი არ არის, როცა შენი პერსონის მიმართ მომთხოვნი ხარ, მაგრამ ზომიერება აუცილებელია. სრულყოფილებისკენ ავადმყოფური ლტოლვა იდეალთან ვერ მიგაახლოვებთ და შეიძლება, დეპრესიაშიც ჩაგაგდოთ. მიაღწევთ იმას, რომ გაინადგურებთ თვითშეფასებას, აღარ დაიტოვებთ ადგილს კრეატულობისთვის, აზროვნებისა და რისკისთვის, რის გარეშეც საოცრად უინტერესო ხდება ცხოვრება...

 

გაიფერადე სამყარო!

 

პრინციპი: „ყველაფერი ან არაფერი“ – არ მუშაობს ან ცუდად მუშაობს. ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ ადამიანი არ არის უნივერსალური არსება და არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არ არის. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება, ერთდროულად იყო შესანიშნავი დიასახლისი – ოჯახის კეთილი ფერია და იმავდროულად წარმატებული მთამსვლელი ან „ბეისბოლისტი.“ არ გამოგივათ და ტყუილუბრალოდ ნუ ინერვიულებთ. მარტივი ფორმულაა: მოექეცი საკუთარ თავს ისე, როგორც გინდა, რომ გარშემო მყოფები მოგექცნენ შენ. ნუ ეცდებით, ცხოვრება ისე წარმოიდგინოთ, როგორც რუხი და უინტერესო რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორც ჩაკეტილ წრეში. ყოველთვის გამოძებნეთ დრო იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც მოგწონთ და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გიყვართ. იყავით მადლიერი იმისთვის, რაც უკვე გაქვთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ჯიუტად იარეთ წინ, დასახული მიზნისკენ. მოუარეთ საკუთარ თავს. იზრუნეთ მის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. არ დაიზაროთ და ზოგჯერ წაივარჯიშეთ!

ბოლოს და ბოლოს ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არ გყოფნით სიხარულისა და ბედნიერებისთვის. რატომ წუწუნებთ და რატომ არ არის თქვენი ცხოვრება კაშკაშა, ნათელი ფერებით აღსავსე. მოერიდეთ როგორც სხვისი, ისე საკუთარი თავის კრიტიკას. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე. ზოგჯერ შიშსაც თვალებში ჩახედეთ და მერე უკეთესად აღიქვამთ სამყაროს ფერადოვნებას. პრობლემა აუცილებლად იქნება, მაგრამ არ არსებობს გადაულახავი პრობლემა – საშინელება არ მოხდება! შეცდომები გამოცდილებას გძენთ, რაც საშუალებას გაძლევთ, იმოძრაოთ წინ და ფერების თანხლებით.

скачать dle 11.3