მხოლოდ ფაქტები
* „გინესის რეკორდების წიგნში“ თჰენეშვარ გურანგაი იმის გამო მოხვდა, რომ 30 წუთის განმავლობაში ერთ თითზე ატრიალებდა საკმაოდ მძიმე „გინესის რეკორდების წიგნს“.
* ერთ-ერთი ვერსიით ბაბილონის დაკიდებული ბაღები შეიქმნა იმისთვის, რომ ნაბუქოდონოსორის ცოლს თავისი სამშობლოს – მთიანი, მწვანე მიდიის ნოსტალგია არ ჰქონოდა.
* ნიაგარის ჩანჩქერთან ყველა გაოცებულია, როდესაც ძლიერი ნაკადიდან სულ რამდენიმე მეტრში კითხულობენ წარწერას: „არ მოწიოთ“. ამ ადგილას ისეთი წყლის „მტვერია“, რომ სიგარეტის მოკიდებაც კი შეუძლებელია.
* სპარტაკი, მაღალი მორალური სულის შესანარჩუნებლად, თავის მეომრებს უკრძალავდა ჰქონოდათ ოქრო და ვერცხლი.
* მსოფლიოს სამი უძლიერესი მოჭადრაკე ქალის – იუდით, სოფია და ჟუჟა პოლგარის მამა, ქალიშვილები რომ დაეინტერესებინა, ზღაპრებს ჭადრაკის ფიგურების გამოყენებით უყვებოდა.
* მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული იყო ქურდებისთვის ხელის მოკვეთა. მოკვეთილ ხელს ანატომიის სწავლებისთვის იყენებდნენ.
* ლეგენდის მიხედვით, სლავი ხალხის წინაპრები – ლეხი, ჩეხი და რუსი, დიდი ხნის განშორების შემდეგ შეხვდნენ ქალაქ პოზნანში. ამბობენ, ეს სახელიც, ქალაქს, რაც ქართულად ნიშნავს – „გიცანი,“ ამიტომ დაერქვაო.
* კანილი რებილი კონსული 45 წლის ასაკში გახდა. მას ციცერონმა „გასაკვირად ფხიზელი კონსული“ უწოდა, რადგან რებილი ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი დღე იყო.
* მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ინგლისში რქების მოჭრის პრაქტიკა გავრცელდა. სწორედ ამიტომ, ვეტერინარების ინსტრუმენტთა ნაკრებში გაჩნდა... გილიოტინა.
* საცურაო აუზების ერთ-ერთ მხარეზე მეტრ-ნახევრამდე სიმაღლეზე გაკეთებულია საკმაოდ უცნაური ონკანი, საიდანაც წყალში მუდმივად ეშვება წყლის წვრილი ჭავლი. ეს იმიტომ, რომ ტრამპლინიდან წყალში მხტომელმა წყლის ზედაპირი გამოარჩიოს.
* დედამიწაზე სასმელი წყლის ყველაზე მეტი რაოდენობა ანტარქტიდაზეა კონცენტრირებული.