კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

სამეფო სადილი

იყო ერთი მართალი და წმიდა კაცი – ფილარეტი. ერთხელ მან უთხრა თავის ცოლს – თეოზბას: „გავაკეოთ შესანიშნავი სადილი, მე მინდა, დავპატიჟო მეფე და მეფის კარისკაცნი სადილად“. თეოზბამ ყველაფერი იღონა, რომ რაც შეიძლება, საუკეთესო სადილი მოემზადებინა. როცა ყოველივე მზად იყო, ფილარეტმა უბრძანა თავის შვილს, იოანეს, რომელიც წარჩინებული და დაჯილდოებული სამსახურის კაცი იყო და ასევე, თავის შვილიშვილებს, რომ წარჩინებულ სტუმრებს თვითონ მომსახურებოდნენ. თვითონ კი მეფის დასაპატიჟებლად გაეშურა. მაგრამ, მისი სახლობა ფრიად გაკვირვებული დარჩა, როცა ფილარეტი შინ დაბრუნებული დაინახა: მას მოყვებოდნენ მთხოველნი, ბრმანი, კოჭლნი, დაუძლურებულნი, რომელთა რიცხვი ორასამდე იყო.

– „აი, გვეახლა მეფე თავის კარისკაცებით, –  თქვა მან, – მზად გაქვთ ყოველივე?“ მისი სახლობა მიხვდა, რომ ფილარეტი მეფეს უწოდებდა თვით იესო ქრისტეს და მის კარისკაცებად მთხოვნელებს რაცხდა, რომელთა ლოცვას აქვთ დიდი ძალა წინაშე ღვთისა და მორჩილებით აღასრულა მისმა სახლობამ ყოველივე, რაც ფილარეტმა უბრძანა მას. წმიდა ფილარეტმა ნასადილევს თითოეულ მათგანს თითო ოქრო აჩუქა და გაისტუმრა.

როცა ჩვენ ვასმევთ მწყურვალს, ვასმევთ თვით ქრისტეს; როცა ვაჭმევთ მშიერს, ვაჭმევთ – ქრისტეს; როცა შევმოსავთ შიშველს – შევმოსავთ თვით ქრისტეს; როცა შევიფარებთ უცხოს, შევიფარებთ თვით ქრისტეს; როცა მოვინახულებთ და ვანუგეშებთ საპყრობილეში მყოფთ, ვანუგეშებთ თვით ქრისტეს. ქრისტიანენო! ასეთი დიდი ნუგეშია კეთილისყოფა ღარიბთა.

„ნეტარ არს, რომელმან გულის ხმა ყოს გლახაკისა და დავრდომილისა, და დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი, და სანატრელ ყოს იგი ქვეყანასა ზედა და არა მისცეს იგი ხელთ მტერთა მისთა“ (ფსალ. 40, 1-3).

 

განუწყვეტელი ლოცვა

ერთხელ ენატელ ბერთან – ლუკიანესთან მივიდნენ ბერები, რომელნიც იწოდებოდნენ ევხაიტებად და იყვნენ მწვალებელნი: ისინი ყოველგვარ ქველ საქმეს უარყოფდნენ და სრულ უპირატესობას მარტო ლოცვას ანიჭებდნენ. ლუკიანემ ჰკითხა მათ: „რას ხელსაქმობთ?“ – „ჩვენ არ ვხელსაქმობთ, – მიუგეს მათ, – მოციქულის მცნების თანახმად, განუწყვეტლივ ვლოცულობთ“. „სჭამთ თუ არა?“ – ჰკითხა ლუკიანემ. „ვსჭამთ“, – მიუგეს მათ. „მაშ, როცა სჭამთ, მაშინ თქვენთვის ვინ ლოცულობს“, – ჰკითხა ლუკიანემ. „გარდა ამისა, გძინავთ თუ არა?“ – როგორ შეიძლება უძილობა“, – უთხრეს ევხაიტებმა. „მაშ, როცა გძინავთ, თქვენთვის ვინ ლოცულობს?“ – შეეკითხა კვლავ ლუკიანე. მოსულებმა ვერაფერი უპასუხეს. მაშინ ღირსმა ლუკიანემ უთხრა მათ: „მომიტევეთ ჩემი გულწრფელობისთვის, თქვენ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, მე თქვენ დაგიმტკიცებთ, რომ კიდეც ვხელსაქმობ და კიდეც ვლოცულობ განუწყვეტლივ. მაგალითად, ვწნავ ჭილისაგან კალათებს და ვკითხულობ: შემიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა... ლოცვა არ არის ეს?“ „რასაკვირველია“, – მიუგეს ევხაიტებმა. „ამგვარად, ვატარებ რა მთელ დღეს შრომაში და ლოცვაში,” – განაგრძო ლუკიანემ, – „მე მუშაობით ვშოულობ გარკვეულ თანხას, რომლის ნახევარს ვაძლევ გლახაკთა, ხოლო მეორე ნახევარს მოვიხმარ ჩემ საჭიროებისთვის. როცა ვჭამ ან მძინავს, მაშინ ჩემთვის ლოცულობენ მოწყალების მიმღებნი. ხომ ხედავთ, რომ მე ღვთის შემწეობით ვასრულებ მოციქულთა კანონს და ვლოცულობ განუწყვეტლივ“.

„ყოველთა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა (ეფეს. 6,18)“ .

 

скачать dle 11.3