კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუჯდებათ ყოველთვიურად მძღოლებს სავალდებულო ავტოდაზღვევა და გაუჩინა თუ არა სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებს შემოსავლის ახალი წყარო უმწეოთა და პენსიონერთა დაზღვევის ჩამორთმევის სამაგიეროდ

ავტომფლობელებს ტექდათვალიერების აღდგენის სიმწარე არ მოენელებინათ, როდესაც გაირკვა, რომ ავტოდაზღვევაც სავალდებულო გახდებოდა. ცივილიზებულ ადამიანს, ბუნებრივია, არაფერი უნდა ჰქონდეს არც დაზღვევის და არც ტექდათვალიერების საწინააღმდეგო (იმიტომ რომ ერთიც და მეოერეც მოსალოდნელი რისკებისგან გიცავს და ამაზე ეფექტიანი საშუალება ჯერჯერობით განვითარებულ სამყაროს არ მოუგონია). მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ერთიც და მეორეც დამატებითი ხარჯია ამ ჩვენი ისედაც ჯიბეშეთალხებული მოქალაქეებისთვის. ავტოდაზღვევის დეტალებზე ჯერჯერობით მუშა-ჯგუფი მუშაობს, რომელშიც, გარდა სამთავრობო შესაბამისი სტრუქტურისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისა, სადაზღვევო ასოციაციაც იღებს მონაწილეობას. ვარაუდოებენ, რომ საშემოდგომო სესიისთვის კანონპროექტი მზად იქნება. რას გულისხმობს სავალდებულო ავტოდაზღვევა, რა დაუჯდებათ ეს სიამოვნება ყოველთვიურად მძღოლებს და რა რისკებისგან დაიცავს ის საგზაო მოძრაობასა და ამ მოძრაობის მონაწილეებს? – ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილისგან შევეცდებით.

 

– დაზღვევა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამაზე არავინ დაობს. რატომ გადაწყდა ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება? უკვე მზად ვართ ცივილიზებული სტანდარტებით ცხოვრებისთვის?

– ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობას საქართველოს მთავრობაშიც და პარლამენტშიც სერიოზულად ეკიდებიან, იმიტომ რომ ეს არის დღევანდელი ცხოვრებისა და დღევანდელი არა მხოლოდ წარჩინებული, არამედ, ისე რა მსოფლიოს სტანდარტიც. მე ძალიან გამიჭირდება იმ არა უშავს ქვეყნების დასახელებაც კი, სადაც ეს ინსტრუმენტი, რომელიც იცავს დაზარალებულსაც, დამზარალებელსაც და მთავრობასაც, არ არის ამოქმედებული.

– არა უშავს ქვეყნებში რომლებს გულისხმობთ: პოსტსაბჭოთა ქვეყნებს?

– აფრიკულ ქვეყნებსაც, მათ შორის. მხოლოდ ტრაგიკულ ქვეყნებში, რომლებსაც სულ სხვა ამოცანები აქვთ, არ არის დამკვიდრებული ეს დაზღვევა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ავტომობილი მოძრაობაში საფრთხეს წარმოადგენს, მთავარია ის, რომ ავტომობილი ამა თუ იმ სიხშირით მუდმივად ქმნის ზარალს, ანუ აზიანებს სხვა ადამიანებს, გამვლელებს, გარშემო არსებულ ნივთებსა და შენობებს და ეს ზარალი უნდა იყოს ანაზღაურებული. ეს იდეა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველგანაა დამკვიდრებული და ძალიან ეფექტიანად ეხიდება როგორც სოციალურ დაცვას, ასე ზარალის უპრობლემოდ ანაზღაურებას.

– ჩვენთან ავტომანქანების რა პროცენტია დაზღვეული?

– დღეს ჩვენთან რეალურად მანქანების 5-პროცენტზე ნაკლებია დაზღვეული. ადამიანები, ძირითადად, აზღვევენ თვითონ მანქანას. ეს მომავალშიც არ იქნება სავალდებულო, იმიტომ რომ ადამიანის ნებაა, დააზღვიოს დაზიანებისგან თავისი მანქანა, მომავალში სავალდებულო სახით დაზღვეული იქნება ის ზარალი, რომელსაც ადამიანი სხვას მიაყენებს.

– მესამე პირის დაზღვევაზეა ლაპარაკი?

– დიახ. ჩვენთან ძირითადად ნებაყოფლობით დაზღვეული ჰყავთ თავიანთი ავტომანქანები და ეს ხშირად ბანკის მოთხოვნაა სესხის აღებისას და პლუს ამ მანქანათა 70 პროცენტს, აგრეთვე, აქვს მესამე პირის პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევა. თუმცა ნებაყოფლობითი დაზღვევა სხვა პროდუქტია და ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიოში მიღებული, დასტანდარტებული სავალდებულო დაზღვევისგან. მაგალითად, ნებაყოფლობით სავალდებულო დაზღვევაში მნიშვნელობა აქვს ბრალეულობას. თუ თქვენ მანქანა მთვრალ მდგომარეობაში მართეთ და მიაყენეთ ზარალი მესამე პირს, სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება გადახდისგან, მაგრამ სავალდებულო დაზღვევისგან ეს არავის აინტერესებს. სწორედ ეს არის სავალდებულო დაზღვევის სპეციფიკა, რომელიც ყოველთვის იცავს დაზარალებულს.

– დაზღვევის მნიშვნელობას არ ვაკნინებ, მაგრამ, თუ ვინმეს დაეჯახე, ზარალს ხომ მაინც ანაზღაურებ?

– სავალდებულო დაზღვევა ქმნის იმ სისტემას, რომელიც ანაზღაურებს ზარალს მაშინაც კი, თუ მანქანა დაუზღვეველია ან ზარალი მიყენებულია დაუდგენელი მანქანით, რაც, აგრეთვე, ხდება. ანუ ის მართლაც იცავს ძალიან მაღალ დონეზე როგორც დაზარალებულს, ისე დამზარალებელს, იმიტომ რომ მძღოლი აღარ იქნება იმ სერიოზული წნეხის ქვეშ, რომელშიც მოექცეოდა ეს დაზღვევა რომ არ ჰქონოდა და ეხმარება მთავრობასაც. იმიტომ რომ დღეს მთავრობას ძალიან ხშირად პირდაპირ თუ ირიბად უწევს აი, ასეთი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგების ანაზღაურება, იმიტომ რომ ვერ იხდის დამზარალებელი. მაგალითად, თუ ავტოავარიიის შედეგად მოქალაქემ დაკარგა შრომის უნარი, სახელმწიფო მას უნიშნავს პენსიას. შესაბამისად, სავალდებულო დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანი განტვირთვის მექანიზმია ყველასთვის.

– მაგრამ დღესაც კი, როდესაც არ არის სავალდებულო დაზღვევა, ხომ მაინც უნაზღაურებენ ზარალს ერთმანეთს, დაზღვეულიც რომ არ იყოს?

– ან უნაზაღურებენ, ან არა, ან იწელება ეს ყველაფერი. თქვენ ყველაზე მარტივი მაგალითი მოიტანეთ, როდესაც ორი მანქანა დაზიანდა, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობა დაზიანდა ან ისეთი დაზიანებები მიიღო ადამიანმა, რომ შრომის უნარი დაკარგა?! რაც მთავარია, სავალდებულო დაზღვევას ძალიან მარტივი სქემა აქვს: დაზარალებულს აქვს უფლება, პირადაპირ მიმართოს დამზარალებლის სადაზღვევო კომპანიას და სასამართლოსთვის მიმართვა საერთოდ არ სჭირდება. აი, ეს მართლაც ნერგავს იმ ურთიერთობას, როდესაც უცხოეთში ავარიის შემდეგ ცვლიან ერთმანეთის სადაზღვევო კომპანიების კოორდინატებს.

– თუ სწორად გავიგე ამ სავალდებულო დაზღვევაში ავტომანქანის დაზღვევა არ იგულისხმება?

– როგორ, არა. ავტომანქანის შეკეთებაც იგულისხმება, ჯანმრთელობის ხარჯიც, კომპენსაცია გარადცვალების ან შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში და ამას გააკეთებს სადაზღვევო კომპანია.

– ჩვენი ავტოპარკის ასაკი ძალიან ხანდაზმულია, ნახევარზე მეტი 20 წელს გადაცილებული ავტომანქანაა. 2014 წლიდან ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს, ანუ ავტომანქანები მეტნაკლებად გაიმართოს. სავალდებულო დაზღვევისთვის მზადდება ნიადაგი, რომ სადაზღვევოებს ზარალი არ მიადგეთ?

– ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის და არა მარტო მე, სადაზღვევო ინდუსტრიაც იქნება წინააღმდეგი, რომ დაუკავშირონ ერთმანეთს. ეს ორი სრულიად განსხვავებული ინსტრუმენტია, მაგრამ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთგვარად იხეირებს იმით, თუ გამართული მანქანები იმოძრავებენ, იმიტომ რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაღაც ნაწილი გაუმართავი მანქანების გამო ხდება, თუმცა ეს მიზეზი არ არის დომინანტი. ჩვენთან უფრო სხვა ფაქტორებია: სიჩქარის გადაჭარბება, მთვრალ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა. ეს სტატისტიკა აქვს შსს-ს, ერთადერთი, რაც არ აქვს შსს-ს არის ის სტატისტიკა, თუ რა ზარალი წარმოიქმნება ამ დროს. ეს ინფორმაცია არსებობს მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებში. ახლა დგება მოდელი, რომელშიც განისაზღვრება ანაზღაურების ზომა, ლიმიტები. ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისგან განსხვავებით, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში ლიმიტები ძალიან დიდია, მილიონობითაც კი. როგორ გგონიათ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დიდი ზარალი რამდენი შეიძლება იყოს?

– არ ვიცი.

– არ გაწვალებთ: 120 მილიონზე მეტი დაჯდა ერთი ცნობილი შემთხვევა გერმანიაში.

– რა მოხდა ასეთი?

– მანქანა შეეჯახა ბენზინგადამტან ცისტერნას, ცისტერნა გადავარდა ხიდიდან და აფეთქდა, ხიდი გაცხელდა და ჩამოინგრა. უამრავი მანქანა და ადამიანი დაშავდა, იყვნენ დაღუპულებიც.

– და ეს ზარალი მთლიანად სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა?

– რასაკვირველია.

– არ გაკოტრდა?

– არა. სადაზღვევო პროცესში არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც ასეთი დროს ერთვება. ჩვენი რეალობა კი ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი შესაძლებლობებიდან და რეალობიდან გამომდინარე: როგორი ლიმიტები უნდა იყოს მატერიალური ზარალის ანაზღაურებისთვის, როგორი –  სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯისთვის, რა ყოველთვიურ სადაზღვევო პრემიას მოითხოვს ეს ლიმიტები, ანუ რამდენის გადახდა მოუწევს თვეში ავტომფლობელს. ბუნებრივია, რაც მეტია ლიმიტი, მით მეტია პრემია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რა ოდენობის კომპენსაცია უნდა მიიღოს ოჯახმა ოჯახის წევრის ავტოავარიაში დაღუპვის ან შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში.

– მესმის, რომ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ეს მოდელი, მაგრამ, ალბათ, სქემა იქნება შემდეგნაირი: იარსებებს სავალდებულო მინიმალური პაკეტი, რომლის გაუმჯობესების საშუალებაც იქნება.

– რასაკვირველია. მაგალითად, თუ მატერიალური ზარალის ანაზღაურების ლიმიტი იქნება 20 000, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ და, დაამტვრიეთ ძალიან ძვირად ღირებული, 50 000-ანი მანქანა, თქვენ დაგეკისრებათ ამ სხვაობის დაფარვა.

– ჯვარი მწერია მეც და იმ ვირტუალური მანქანის პატრონსაც.

– ამაზე თქვენ შეგიძლიათ, იზრუნოთ წინასწარ და დამატებით იყიდოთ, უკვე თქვენი სურვილით მეტლიმიტიანი დაზღვევა. ეს იქნება შესაძლებელი, კანონი მოითხოვს მინიმალურ ლიმიტს.

– ავტოპარკის ასაკის გათვალისწინებით, სავალდებულო დაზღვევის შემოტანა მოძრაობის განტვირთვის ერთგვარი საშუალებაც ხომ არ არის ძალიან ძველი ავტომანქანებისგან? თუ ფული არ გაქვს, მანქანითაც არ უნდა იარო? სავალდებულო დაზღვევა ხომ დამატებითი ხარჯია?

– არ მგონია, თუ ჩვენ მოვახერხებთ, სისტემამ იმოქმედოს ისე, რომ ადამიანმა შეძლოს დაზღვევის საფასურის ყოველთვიურად გადახდა, არა წლიური, არამედ თვიური პოლისის, ეს არ იქნება დიდი ტვირთი. გააჩნია ლიმიტებს. ჩემი აზრით, მინიმალური თვიური ლიმიტი უნდა იყოს 12-15 ლარი. და არ მგონია, ვინმემ გააჩეროს მანქანა თვეში 12-15 ლარის გამო. ჩვენ ამ კანონში უამრავ დეტალს ვიხილავთ და, ალბათ, იქნება საშუალება, რომ, თუ ადამიანს ჰყავს მანქანა და არ დადის, გააკეთოს განაცხადი და არ გადაიხადოს დაზღვევის თანხა, რადგან მანქანა მხოლოდ მოძრაობისას ქმნის საფრთხეს. ადამიანს უნდა შეეძლოს მანქანის მოხსნა და დაზღვევიდან ან თავიდან დაზღვევა. ალბათ, იარსებებს მოკლევადიანი დაზღვევა, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც გაჩერებული ჰყავთ მანქანა, მხოლოდ ზაფხულობით ქოქავენ და მიდიან ზღვაზე. ასეთი ადამიანებისთვის შეიძლება, იყოს ხანმოკლე დაზღვევა.

– მას შემდეგ, რაც სადაზღვევო კომპანიებს მოაკლდათ ისეთი გარანტირებული შემოსავალი, როგორიც იყო პენსიონრების, უმწეოებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა, ერთგვარი კომპენსაცია ხომ არ არის მათთვის ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა?

– სხვანაირად ვთქვათ: სადაზღვევო კომპანიებმა ააშენა ეს სისტემა, რომელსაც დაეფუძნა საყოველთაო დაზღვევა. დაწყებული საავადმყოფოებით და დამთავრებული გამჭვირვალე ბუღალტერიით.

– საავადმყოფოები რომ არ ეშენებინათ, იქნებ თავადაც რა გაკოტრებულიყვნენ სადაზღვევოები.

– გაკოტრდნენ არა საავადმყოფოების მშენებლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან ცოტას უხდიდა, თუმცა რაც მოხდა მოხდა, მაგრამ ამასობაში, თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ არაერთი სადაზღვევო კომპანია გამოეთიშა ბაზარს, კომპენსაცია ვისთვისაა, ვინც დარჩა?! მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრი ისეთი კომპანია მიიღებს ამაში მონაწილეობას, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში და ამის არც ტკივილი უგემიათ და არც სიკეთე.

– მე ზოგადად ვთქვი სადაზღვევო ბიზნესზე. სახელმწიფოს არ უნდა, რომ ეს ბიზნესი მთლად ლუკმა-პურის გარეშე დატოვოს-მეთქი.

– მაინც კომპანიებამდე უნდა დავიდეთ. ჯანმრთელობის დაზღვევის ბიზნესში 7 კომპანია იღებდა მონაწილეობას, სამი გასულია, ავტოდაზღვევაში კი მონაწილეობას მიიღებს ყველა კომპანია, რომელიც დღეს აქტიურია.

– როგორ მოხდება დაზღვეული ავტომანქანების ამოცნობა და თანხის ამოღება?

– დღეს პოლიციას აქვს რეგისტირებული ავტომანქანების ბაზა, ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს დაზღვეული ავტომობილების ერთიანი ბაზა და დაუზღვეველი ავტომანქანის მფლობელს გაეგზავნება ჯარიმები. თუ დაუზღვეველი ივლით, დაგაჯარიმებენ. როდესაც ჯარიმას გიწერთ პატრული, ხომ ცდილობთ დროზე გადახდას? იგივე იქნება ავტოდაზღვევასთან დაკავშირებითაც.

 

скачать dle 11.3