კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორი ნულიდან – სამ ნულამდე

სამშობლოს „სამსახურში“

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიების სიდიდის საზოგადოების ყურამდე მისვლის შემდეგ და იმის მერეც, რაც დანარჩენ მინისტრთა და ძლიერთა ამა სოფლისათა პრემიების ოდენობაც გახმაურდა, პრემიების ამღებებს საჯაროდაც მოუწიათ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.

ნაწილმა აქეთ დაგვამუნთა, სახელმწიფო სექტორში პროფესიონალების შესანარჩუნებლად სამი ნული (მათ ხელფასში) აუცილებელია, რადგან ორი ნულით მათი დაკავება გაჭირდებაო (პასუხისმგებლობა გვაქვს და ამას ჯეროვნად დაფასება სჭირდებაო  ). სახელდობრ, იუსტიციის მინისტრმა ქ-ნმა წულუკიანმა ბრძანა, რომ „თუ საჯარო მოხელეები არ მიიღებენ პრემიებს, საჯარო სამსახური ძალიან მალე გახდება აბსოლუტურად უინტერესო“ და სტრასბურგში საკუთარი 18 000-ლარიანი ხელფასიც გაიხსენა (ახლა თვეში 5  000-ად ვმუშაობო, თუმცა დასძინა, ამ ხელფასადაც მზად ვარ, ვემსახურო სამშობლოსო,  – აი, მესმის თავგანწირვა!). მას მხარი დანარჩენმა მინისტრებმაც აუბეს (მეორე მხრივ, მათი ლოგიკაც გასაგებია: თუ „ნაციონალი“ მინისტრები იღებდნენ, ამათ იქ, ზემოთ, უმადობას რა შეყრიდა?!).

მაგალითად, უმრავლესოელი ხალხის რჩეული ქ-ნი ხიდაშელი გაცილებით თვითკრიტიკული აღმოჩნდა და გამოგვიტყდა (მომყავს ციტატა): „ნაციონალური მოძრაობის“ რეკორდი არ მოგვიხსნია, თუმცა სამარცხვინოა ჩვენიც“.

თუმცა იქვე შეგვახსენა (რაც ისედაც გვახსოვს), რომ ეს „მანკიერი გადმონაშთია“ (ანუ სათავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდიდან იღებს), რომელიც ახლებმაც წარმატებით აიტაცეს და დედის რძესავით შეისისხლხორცეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ერთი მხრივ, უკვდავ ჭეშმარიტებას: „პატრიოტიტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია“, ხოლო, მეორე მხრივ, გამოხატავს ყოფით რეალობას: „ფულები არის ჩემი გამხარებელი“! 

скачать dle 11.3