კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას შეჰპირდა ეკა ბუაძეს ჟან პოლ გოტიე და როგორ გახდა ქართველი მოდელი პარიზში ცნობილი სამოდელო სახლების სახე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკა ბუაძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, პარიზში ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია. ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ სამოდელო სახლებთან, როგორებიცაა: „ნინა რიჩი“, „დიორი“, „გი ლაროში“, „გოტიე“. 

 

– ბევრი ადამიანისთვის პარიზი ოცნების ქალაქია. შენთვისაც ასე იყო, სანამ იქ საცხოვრებლად გადახვიდოდი?

ეკა ბუაძე: როცა პატარა ვიყავი, ასე 9-10 წლის და „ფეშენ-ტივიზე“ ვუყურებდი „ფეშენ-ვიქებს“, ვოცნებობდი: გამოვსულიყავი მოდელი, ჩემი სახე გამოჩენილიყო „ფეშენ-ტივიზე” და მონაწილეობა მიმეღო პარიზის მოდის კვირეულში. საბოლოოდ, ყველა ბავშვური ოცნება ამიხდა: მოდელიც გავხდი, პარიზის „ფეშენ-ვიქზეც“ გამოვედი, თან, არაერთხელ, „ფეშენ-ტივიზეც“ ვიყავი და პარიზშიც ვცხოვრობ. პარიზის მოდის კვირეულზე გამოვედი, როგორც „დიორის“, ასევე, „ნინა რიჩის“, „გი ლაროშის“, „გოტიეს“ ჩვენებებში. გოტიეს პირადად ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია. ის ჯერ კიდევ საბერძენთში გავიცანი. საფრანგეთის საელჩოში გაიმართა გოტიეს ტანსაცმლის პრეზენტაცია, რომელშიც ვმონაწილეობდი. შემდეგ, როდესაც მასთან ქასთინგზე მივედი, მიცნო და დიდი სიხარულით ამიყვანა სამუშაოდ. შემპირდა, რომ მომავალშიც გააგრძელებდა ჩემთან მუშაობას. ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, მოდელის ოცნება შეიძლება, იყოს ისეთ დიდ ბრენდებთან მუშაობა, როგორიც არის „ნინა რიჩი“, „დიორი“, „ივ სენ ლორანი“, „გოტიე“ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოვიდა, რასაც საკმაოდ ბევრი შრომა, თავდადება სჭირდებოდა. 

– რა იყო შენთვის, როგორც მოდელისთვის, წარმატების გზაზე ყველაზე დიდი სირთულე? 

– 10 წელია, მოდის სფეროში ვარ და ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე იყო, უცხოეთში მშობლების გარეშე გამგზავრება და იქ მარტო დარჩენა. ეს საბერძნეთში ხდებოდა, სადაც ჩემი კარიერა დაიწყო. რა თქმა უნდა, უპატრონოდ არ ვყოფილვარ, ბებია სხვა ქალაქში ცხოვრობდა, ყურადღებას მაქცევდა, მაგრამ მე მაინც მარტო ვცხოვრობდი. თუმცა, გარდა იმისა, რომ მოწყენილი დეპრესიაში ვიყავი, პარალელურად, ვფიქრობდი: ამ ყველაფერს შეიძლება, კარგი რამ მოჰყვეს-მეთქი. ასე რომ, მოვითმინე და მოვიგე. 

– როგორია შეგრძნებები, როდესაც აცნობიერებ, რომ ბავშვობის ოცნებები რეალური ხდება? 

– უსაზღვრო ბედნიერებას ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით. თუმცა, ხანდახან მირჩევნია, ჩრდილში ვიყო, ჩემს წარმატებებზე ხმამაღლა არ ვისაუბრო. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ვმუშაობ, ვაკეთებ საყვარელ საქმეს და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. ყოველთვის ვამაყობ და მადლობას ვუხდი დედას. მისი დამსახურებაა, რომ მე ამ სფეროს გავყევი. მან გაგზავნა საბერძნეთის ერთ-ერთ სააგენტოში ჩემი ფოტოები და მერე მიმიწვიეს კიდეც. 

– საბერძნეთი  შენთვის სამოდელო სფეროში ერთგვარი ტრამპლინი გახდა.  

– კი, ასე იყო. ზოგადად, მოდელს სჭირდება ძლიერი ბუქი, რომელიც თავიდან სწორედ საბერძნეთში გამიკეთეს. შემდეგ კი გამაგზავნეს პარიზში. რა თქმა უნდა, იქაც იყო პრობლემები – აღმოჩნდა, რომ ცხოვრების უფლება მქონდა, მაგრამ მუშაობის – არა. რამდენიმე თვე ველოდე, რომ მუშაობა დამეწყო. ასე რომ, იქაც ნულიდან დავიწყე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გაქვს კარგი ბუქი და გარკვეული გამოცდილება, პარიზმა უნდა მიგიღოს. სხვათა შორის, ჩემი პირველივე ქასთინგი იყო „ნინა რიჩისთან“. მესამე დღეს კი დამირეკა ბუქერმა და მითხრა: „ნინა რიჩის“ ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებ, შენ აგირჩიესო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი, ყველას ვურეკავდი და ჩემს სიხარულს ვუზიარებდი. ძალიან დაბნეული წავედი „ნინა რიჩის” ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად, ვნერვიულობდი, ვკანკალებდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. და ეს ხდებოდა, რა თქმა უნდა, პარიზის მოდის კვირეულზე. საბოლოოდ, ამ ჩვენების შემდეგ შემომთავაზეს, მათ „შოუ-რუმებში“ მიმეღო მონაწილეობა. ხანდახან „ნინა რიჩის“ სამოსი ჩემს ტანზეც იკერებოდა. ვამაყობდი: ეს სამოსი ჩემს ტანზეა შეკერილი-მეთქი. ასეთივე კონტრაქტი მქონდა „გი ლაროშთანაც“. ახლახან გამოჩნდა „ბალმენი“ და ყველაფერი სრულიად მოულოდნელად დაიწყო. „გი ლაროშისა“ და „ბალმენის“ შენობები ერთმანეთს უყურებს. როდესაც „გი ლაროშთან“ შევდიოდი, შემამჩნია „ბალმენის“ დიზაინერმა, გადმოვიდა გზაზე და მითხრა: გხედავ, როგორ შედიხარ ამ შენობაში, ვხვდები, რომ მოდელი ხარ და ძალიან მინდა, ჩვენთან ითანამშრომლოო. დიდი სიამოვნებით-მეთქი. კიდევ ხდება ერთი საინტერესო რამ: ჩემს სააგენტოს დაუკავშირდნენ „ივ სენ ლორანის“ სამოდელო სახლიდან. შევხვდი ედი სლიმანს „ივ სენ ლორანის“ კრეატიულ დირექტორს, მასაც მოვეწონე და შემომთავაზა, მათთან მუშაობა. ედი სლიმანი მანამდე „ივ სენ ლორანის“ ერთ-ერთ ჩვენებაზე გავიცანი, მაშინ მიწვეული სტუმრის ამპლუაში ვიყავი. ახლა, ეს ორი საკითხი განხილვის პროცესშია. ახლო მომავალში ყველაფერი გადაწყდება, ვისი მოდელი ვიქნები – „ბალმენის“ თუ „ივ სენ ლორანის“. 

– მახსოვს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, წარმატებულად თანამშრომლობდი „დიორთან“. 

– კი და, „დიორთან“ მქონდა ისეთი კონტრაქტი, რომელსაც არ სჭირდებოდა გაგრძელება. ანუ, ეს კონტრაქტიც არ გახლდათ, უკვე ნდობაზე იყო ჩვენი ურთიერთობა დამყარებული – მათ იცოდნენ, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებოდი. როგორი ჩვენება ან შოუც არ უნდა გამართულიყო, არ მივატოვებდი  და მათთან  ვიმუშავებდი. ანუ, თავიდან დგება კონტრაქტები, მაგრამ მერე ურთიერთობიდან, მუშაობიდან გამომდინარე, უკვე ნდობის ფაქტორი იწევს წინ. ასე იყო ჩვენ შორისაც. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სწორედ „დიორთან“ მუშაობა გახლდათ, რადგან იქ ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ. ზუსტად იციან, რა არის მოდელისთვის საჭირო. შოუს დაწყების წინ დიდ კომფორტს გიქმნიან, რადგან იციან, რომ თუ მოდელი სტრესში იქნება, ის შოუზე კარგად ვერ წარდგება. ასე რომ, ყველანაირად გიწყობენ ხელს, რომ ჩვენება ისე დამთავრდეს, როგორც ეს დიზაინერს აქვს ჩაფიქრებული. ასევე, რამდენჯერმე ვიმუშავე „ერიკ ბომპარდთან“, რომელიც საფრანგეთში ძალიან ცნობილი და წარმატებული დიზაინერია. მასთან ბოლო ჩვენება იანვარში, დიდ დარბაზში გვქონდა, დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ეს იყო ფიგურულ სრიალში შეჯიბრების გახსნა და ჩვენ ყინულზე გამოვედით ქუსლიანი ფეხსაცმელებით. პატარა ხალიჩა კი იყო დაგებული, მაგრამ იყინებოდა და რამდენჯერმე მოვსრიალდით კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ჩვენება იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 

– შენ, ასევე, აქტიურად მუშაობ, როგორც ფოტომოდელი. 

– კი, როგორც ჩვენებებში ვიღებ მონაწილეობას, ასევე ფოტომოდელადაც ვმუშაობ. ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ჟურნალთან. ერთ-ერთი იყო ძალიან ცნობილი – Votre Beaute. ერთი დღე კანში ვიყავით გადასაღებად – მეცვა „ლუი ვიტონის“, „ივ სენ ლორანის“ და სხვადასხვა ბრენდის სამოსი. გადაღებები სანაპიროზე მიმდინარეობდა, ძალიან კარგი გამოვიდა. მახსოვს, ერთხელ გადამიღეს ცნობილი ჟურნალისთვის – Vu. თემა იყო ასეთი: გოგონა დაიკარგა ჯუნგლებში და მას აქვს ძალიან ძვირფასი სამკაულები ღირებულებით: 50 ათასი, 20 ათასი. გოგონა მათ მთელ სხეულზე იკეთებს. თან, არის ბინძური, გაწეწილი თმით და ხელზე, ცხვირზე, ყველგან უკეთია „შანელის“, „დიორის“ სამკაულები, „როლექსის“ საათები. საბოლოოდ კი, ყველაზე სასაცილო ის იყო,  რომ ამ მაკიაჟით მომიწია სახლში წასვლა. მთელი ტანი მქონდა მოხატული, სახე – შავი და თმა გაწეწილი. ყველა მე მიყურებდა ქუჩაში. ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება. მახსოვს, ერთხელ გადაღება მქონდა და იქიდან სასწრაფოდ მომიწია ქასთინგზე წასვლა. ბიგუდებით ჩავედი მეტროში, ყველა მე მიყურებდა: რა ჭირსო. თუმცა, ხვდებიან, რომ მოდელი ვარ. ასეთი რამ სხვა გოგონებსაც ემართებათ, უბრალოდ, ღიმილს ვერ იკავებენ ხოლმე. 

– მეუღლე კიდევ ჩართულია შენს საქმეებში? 

– არა, დაიღალა ამით და ახლა მე ვაკეთებ ყველაფერს, ის თავისი საქმით არის დაკავებული. 7 წელია, ერთად ვართ და ვფიქრობ, ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ურთიერთგაგებაა. ზოგჯერ რაღაცეებზე გეშლება ნერვები, მაგრამ, რას იზამ: როგორც საქმეშია საჭირო გაგება, ასევე ქმარსაც უნდა გაუგო, რადგან, თურმე, მეუღლეობაც პროფესია ყოფილა. თან, საკმაოდ რთული. ის დღემდე ჩემთვის ყველაფერს აკეთებს. ერთადერთი, რაც ჯერ არ გაუკეთებია – ვარსკვლავი არ ჩამოუგდია ციდან. დანარჩენს ყველაფერს აკეთებს.

 

скачать dle 11.3