ცხვრის ხორცი რძეში
საჭირო ინგრედიენტები: 1,5 კილოგრამი ცხვრის ხორცი, 6 სადილის კოვზი ზეთი, 1 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, 10 თავი პატარა ზომის ხახვი, 8 კბილი ნიორი, 1 ლიტრი რძე, 6 ცალი დაფნის ფოთოლი, 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ცოტა დარიჩინი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ხორცის ნაჭრებს წაუსვით მარილი და პილპილი. მოათავსეთ ზეთდასხმულ ტაფაზე და ყველა მხრიდან კარგად შებრაწეთ. ჯამში მოათავსეთ დაფნის ფოთლები, წიწაკა, დარიჩინი და ლიმონის წვენი. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და რძე. ფორმაში მოათავსეთ ხორცის ნაჭრები, მოასხით მომზადებული ინგრედიენტები და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით შედგით. შემდეგ, ცეცხლს დაუწიეთ 160 გრადუსამდე და 2 საათის განმავლობაში ბრაწეთ. ხანდახან ხორცი გამოიღეთ და რძე დაასხით, რომ არ მიიწვას. ბოლოს, შემწვარი ხორცი ფორმიდან ამოიღეთ. დანარჩენი ინგრედიენტები კი, დაფნის ფოთლების გარდა, ათქვიფეთ ბლენდერში ცოტა ცხელ წყალთან ერთად და დაჭრილ ხორცს გარნირად მოასხით. ასევე, გარნირად უხდება, ოდნავ მოთუთქული, გრძლად დაჭრილი სტაფილო.