ქათამი ყველის სოუსში – „ჩიტის რძე“
საჭირო ინგრედიენტები: 4 კბილი ნიორი (თუ ნივრიანი არ გიყვართ, 1 კბილით დაკმაყოფილდით), 400 გრამი გამდნარი ყველი (ფირფიტებიც შეიძლება), 600 გრამი ქათმის ბარკლის ძირი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: მოათავსეთ ბარკლის ძირები ღრმა ქვაბში. დაასხით წყალი იმდენი, რომ ხორცი ორი თითის სიმაღლეზე დაიფაროს. უყავით შავი პილპილი. მარილი უმჯობესია, ბოლოს დაუმატოთ. შუშეთ დაბალ ცეცხლზე, ხუფის ქვეშ, 1 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ჩაუმატეთ გამდნარი ყველი და კარგად აურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და 10 წუთი ნელ-ნელა ურიეთ. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი. ბოლოს უყავით მარილი. უგემრიელესია ბრინჯთან ან შემწვარ კარტოფილთან ერთად. შეგიძლიათ, ზემოდან წვრილად დაჭრილი ცოცხალი კამაც მოაყაროთ.