კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ჯეიმსი: შრომას ყოველთვის ბედნიერება არ მოაქვს, მაგრამ შრომის გარეშე ბედნიერებას ვერ მოიპოვებ.

ემერსონი: ამბიციის გარეშე ადამიანი ვერაფერს წამოიწყებს. შრომის გარეშე ადამიანი ვერაფერს დაასრულებს, ჯილდოს არავინ გაჩუქებს, ჯილდო უნდა მოიგო.

თორო: არ დაიქირაოთ ადამიანი, რომელიც შრომობს ფულის გამო. დაიქირავეთ ის, ვინც შრომობს საქმის სიყვარულის გამო.

ლაროშფუკო: ქებაზე უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ ორჯერ შეგაქონ.

ბიორნე: თავისუფალი იყო, არაფერია, თავისუფალი გახდე – ყველაფერი.

სპინოზა: თავისუფალი ადამიანი არაფერზე ისე ცოტას არ ფიქრობს, როგორც სიკვდილზე, მისი სიბრძნე არა სიკვდილის, არამედ სიცოცხლის გააზრებაში მდგომარეობს.

როლანი: პატიოსნება – აი, ჭეშმარიტი მშვენიერება.

ბელინსკი: პატიოსან ადამიანებს აქვთ ცუდი ჩვეულება: უტიფართა წინაშე თავს ხრიან.

მენანდრე: სამართლიანი ადამიანის ზნეობრივი პრინციპები სავსებით ცვლიან კანონებს.

დარვინი: ჩვენი აზრების კონტროლის უნარი ზნეობრიობის კულტურის უმაღლესი სტადიაა.

ეპიკურე: საკუთარი კმაყოფილება ყველა სიმდიდრეთა შორის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

ტოლსტოი: როცა ისწავლი ბოროტი აზრებისგან თავშეკავებას, ბოროტი აზრებისგან თავს შეიკავებ.

პლავტუსი: ცნობილი ბოროტება ყველაზე ნაკლები ბოროტებაა.

სენეკა: ვინც იმას მისდევს, ვინც ეძებს, ის ვერაფერს იპოვნის, რადგან არაფერს ეძებს.

პუბლიციუსი: როდესაც გიყვარს, არ იცი, ხოლო როდესაც იცი, არ გიყვარს.

პლინიუსი: დაუმთავრებელი იგივეა, რაც არ დაგიწყია.

კვინტილიანე: ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც.

პლატონი: არ შეიძლება ადამიანი ჭეშმარიტებაზე მაღლა დააყენო.

ტაციტი: ჯარი, რომელიც არავის უნახავს, ყოველთვის საშიშია.

თალმუდი: ბელადი არ კვდება მანამ, სანამ მეორე ბელადი არ დაიბადება.

პლუტარქე: ლაპარაკს ადამიანებისგან ვსწავლობთ, დუმილს – ღმერთისგან.

ჰერაკლიტე: თვალები უფრო კარგი მოწმეებია, ვიდრე ყურები.

არისტოტელე: ვისაც მონანიება არ შეუძლია, განუკურნებელია.

გოეთე: ცუდია გეგმა, რომლის შეცვლაც არ შეიძლება.

ნაპოლეონი: ჯარისკაცს თავისი სარდლის უფრო უნდა ეშინოდეს, ვიდრე მტრის.

ბალზაკი: ჩვენ გაცილებით უფრო ვღიზიანდებით ხოლმე, ვიდრე მოყენებულ ტკივილს ვგრძნობთ.

ვოლტერი: ქალი – ეს არის არსება, რომელსაც შეუძლია გამოპრანჭვა, ლაქლაქი და გახდა.

ეჟი ლეცი: მხოლოდ ქალს შეუძლია შეაჩეროს დრო.

скачать dle 11.3