კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის კესარია აბრამიძე მაკა შალიკაშვილის, შორენა ბეგაშვილისა და კრისტი ყიფშიძის უბედურების სათავე და რას სთავაზობს ანრი ჯოხაძე ქალთა ძალადობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს

ანრი ჯოხაძის ვიდეორგოლებს დრამატიზმი არასდროს აკლდა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა მან გროტესკულ სტილზე, უსაზღვრო კარიკატურულ გაზვიადებაზე, პარადოქსებზე აგებული ფანტაზიით დეფორმირებულ სინამდვილეზე თქვა უარი და ნატურალიზმით გადმოსცა ძალადობის მსხვერპლი ქალების ხუთი ისტორია. ეს უკანასკნელი ვიდეოკლიპი ერთ-ერთი საუკეთესოა მომღერლის რეჟისორულ შემოქმედებაში, რაზეც პრეზენტაციაზე დამსწრე შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა გულწრფელი და მხურვალე აპლოდისმენტებიც მეტყველებს – სელებრითები ხომ ცნობილი ტაშძუნწი ხალხია  და, ძირითადად, თითების ბალიშების ერთმანეთზე მიდებით შემოიფარგლებიან ხოლმე.

 

ანრი ჯოხაძე: ძალიან დიდი მადლობა ამდენი თბილი და ხარისხიანი შეფასებისთვის. მახარებს, თუ ასეთი ემოციები გამოიწვია თქვენში ჩემმა ახალმა კლიპმა. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დაუვიწყარი საღამოსთვის – დიდი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდში დამიდგა. მე ყველაზე მდიდარი ვარ, რადგან თქვენ მყავხართ!

– შეკითხვა, რისი თქმა გინდოდა ამ კლიპით, უადგილო იქნება, რადგან, ყველაფერი ისედაც ცხადია, თუმცა, საინტერესოა შენეული ახსნა იდეისა და გმირებისა.

– განა ყველა ქალი ქალია?! ისევე, როგორც ყველა კაცი არ არის კაცი და არც ყველა დედაა დედა. ეს სიტყვები ხშირად გვსმენია ან გვითქვამს და, შემთხვევა, რომელმაც ამ სიტყვებზე მძაფრად დამაფიქრა, სულ ცოტა ხნის წინ მქონდა. შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

– ვფიქრობ, ქალთა ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა მოგეწვია და, საერთოდაც, მგონია, რომ ამ კლიპით არაერთ ქვეყანაში მოგიწევს პრეზენტაცია – სემინარების გამართვა.

– თუ ვინმე სადმე მიმიწვევს, ამ თემატიკას სიამოვნებით გავშლიდი და თვით არასამთავრობოებსაც ჩავუტარებდი ტრენინგს, რადგან ჩემს ყველა გმირს, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულები არიან, მაინც ერთი რამ აერთიანებთ – ეს არის ძალადობა.

– ია ნინიძის პერსონაჟი მონაზონი ქალია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე ისიც ძალადობის მსხვერპლი იყო...

– დიდი სიფრთხილით ვეკიდები ასეთ თემებზე საუბარს, მით უმეტეს – გადაღებას, მაგრამ, ბევრი გამიგია და წამიკითხავს მონაზონი ქალების შესახებ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ და ამის შემდეგ დაუკავშირეს ცხოვრება ეკლესიას. რაც შეეხება შორენა ბეგაშვილს, ის საკუთარ თავს განასახიერებს – წარმატებულ ქალს, რომლის ცხოვრების გზაც სავსეა ცრემლით და მისი წარმატების ბედნიერი გზა ცრემლის ბილიკზეა ნავალი.

– კესარია აბრამიძის გამოჩენა ნამდვილი შოკი იყო.

– რისთვისაც, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კესოს. ულამაზესი ეშმაკისეული ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება რქებით ხელში დადის და კლიპის გმირების უბედურების (უბედურების – პირობითად) სათავეა, რომლის გამოც, შეიძლება, კაცმა ქალს დაარტყას და, ამის მიუხედავად, „დასინიაკებული” ქალი უთოთი ხელში, წინსაფარაფარებული დარჩეს ცარიელ ოთახში.

– კრისტი, შენ ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც არ ტირის და სასოწარკვეთილებაში არ არის ჩავარდნილი. თავად როგორ დაახასიათებ შენს გმირს?

კრისტი ყიფშიძე: მე ვარ ძლიერი ქალი რეტროსტილში, რომელიც მამაკაცებით თამაშობს – ტელეფონზე ეფლირტავება და ყველას უარს ეუბნება. პრინციპში, საკუთარ თავს ვთამაშობ.

– ცხოვრებაშიც ხშირად ამბობ მათზე უარს?

– ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გამოჩენილა ის, ვისაც სერიოზულად შევხედავდი; ასე რომ, ვარ მარტო და თავისუფალი, მაგრამ, მე ყველასთვის არ ვარ (I’m not for everyone).

– „ბრუნო ბანანივით“ ყოფილხარ – not for everyone. გამოდის, რომ ანრიმ თქვენი პროტოტიპები გამოიყენა?

– ასე გამოდის, რადგან, ყველას პერსონაჟს რაღაც საერთო აქვს ჩვენს ცხოვრებასთან და, ალბათ, ამიტომ გამოვიდა კლიპი ასეთი საინტერესო, რისთვისაც ანრის მადლობა მინდა გადავუხადო.

მაკა შალიკაშვილი: მე ვარ რქებდადგმული პატიმარი ქალი გისოსებს მიღმა, რომელმაც ვერ აპატია... მაგრამ, ამ ფაბულას მეორენაირი ახსნაც აქვს – რომ ქალი ხშირად ხდება საკუთარი ვნებების პატიმარი, გისოსებს „შემოირტყამს” გარშემო და არავის აძლევს შიგნით შეღწევის უფლებას, იკეტება საკუთარ კომპლექსებში, რაც გამოწვეულია საზოგადოებრივი მორალით. მე ვარ დათრგუნული ქალი ჩაკეტილ სივრცეში და საკუთარ თავს ვებრძვი. მაგრამ, როცა ყველა ემოცია პიკს აღწევს და ყვირილს იწყებ, უკვე გვიანაა, რადგან, ამ დროს აღარავის ესმის, მაქსიმუმ, ბადრაგი და სხვა პატიმრები თუ გაიგებენ შენს ხმას. თუმცა, მათთვის შენი ტკივილი სულერთია თავიანთი ტკივილის ფონზე.

– ეს შენი პირველი დრამატული სახეა ეკრანზე?

– თეატრში არაერთი დრამატული სახე მაქვს შექმნილი, კინოში კი ეს სამწუთიანი ვიდეორგოლი ჩემთვის არის პირველი დრამატული ფილმი, რომელსაც აქვს დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია და დასასრული. ამიტომ, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ანრის, რომ მომცა იმის შესაძლებლობა, რაც სხვა დროს სხვასთან არ მქონია. კიდევ, მადლობა იმისთვის, რომ მან სწორად და კარგად დაინახა და გადმოსცა ქალის, მათ შორის, აბორტის პრობლემა საქართველოში.

– შორენა, ვინ ხარ, რა ხარ და რა გინდა ცხოვრებაში?

შორენა ბეგაშვილი: მთელი ცხოვრება ვფიქრობ და ვაანალიზებ ამ ყველაფერს და, შენ გინდა, რომ ახლა, ორ წუთში გაგირკვიო, ვინ ვარ და რა მინდა? (იცინის).

– არა, შენ, შორენა ბეგაშვილი კი არა, კლიპის პერსონაჟი მაინტერესებს.

– კლიპში ვარ შორენა და ამით ყველაფერია ნათქვამი. მე მგონი, ყველაზე რთული დავალება შემხვდა, მაგრამ, კარგად გავართვი თავი.

– რთულია შორენას განსახიერება?

– აბა, იყავი შორენა, თუ ადვილია! (იცინის).

– რა წინააღმდეგობების ან სირთულეების გადალახვა მომიწევს, რომ ვიყო შორენა, ან, ასეთი რთულია შორენა ბეგაშვილობა?

– ჯერ უნდა იყო! არ ვიცი, ძალიან რთულია. ბობოქარი ცხოვრება ერთდროულად სიგიჟეა, საოცრება და, ამავდროულად, ყველაფერი ერთად ის, რაც ქალის ცხოვრებაში ხდება. კლიპზე მინდა ვთქვა, რომ ასეთი სერიოზული ნამუშევარი საქართველოში მე ჯერ არ მინახავს. პატარა ფილმს უდრის თავისი სერიოზულობით და, რეჟისორებმა რომ გაიღვიძონ, კარგი იქნება.

 

скачать dle 11.3