კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ლუკა ბილაშვილი ბურგუნდიის მეღვინეობის უნივერსიტეტში და რატომ ურევენ ფრანგები ღვინოში შაქარს

ჩვენი რესპონდენტი, ლუკა ბილაშვილი, ახალი თაობის მეღვინეა, რომელიც სამწელიწად-ნახევარი სწავლობდა და მუშაობდა თავისი პროფესიით საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ის რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში და ძმასთან ერთად,  სამომავლოდ, საინტერესო გეგმები აქვს. არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ლუკამ ფრანგი და შვეიცარიელი მეღვინეების შესახებ, რასაც დღევანდელ ნომერში გთავაზობთ.

 

– თუ შეიძლება, გაეცანი ჩვენი ჟურნალის მკითხველებს.

– მე ვარ ლუკა ბილაშვილი, 25 წლის. დავამთავრე თბილისის 55-ე სკოლა, შემდეგ – აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი და სპეციალობად მეღვინეობა ავირჩიე.

– რატომ გახდი მეღვინე, საგვარეულო ტრადიცია განაგრძე?

– არა. პროფესიონალი მეღვინე არავინ გვყოლია გვარში, მაგრამ, მამაც და ბიძებიც მოყვარულების დონეზე ძალიან კარგად ერკვეოდნენ ამ დარგში და, მე და ჩემს უფროს ძმას ბავშვობიდან გვინერგავდნენ ღვინის სიყვარულსა და პატივისცემას.

– სანამ საფრანგეთში წახვიდოდი, აქ თუ გიმუშავია შენი პროფესიით?

– აქ სტუდენტობის პერიოდში გავიარე რამდენიმე სტაჟირება. პარალელურად ვეუფლებოდი ღვინის ტექნოლოგიასა და დეგუსტაციის ხელოვნებას – ღვინის შემსწავლელ კერძო კურსებზე დავდიოდი.

– როგორ მოხვდი ბურგუნდიის მეღვინეობისა და მევენახეობის უნივერსიტეტში?

– აგრარული უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გავიგე, რომ საფრანგეთის საელჩო აცხადებდა კონკურსს სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მისაღებად რამდენიმე პრესტიჟულ სპეციალობაზე. ერთ-ერთი იყო მეღვინეობა, მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვე.

– ყველაზე ძალიან რომელი საგნის სწავლა გაგიჭირდა საფრანგეთში?

– თავიდან ენის ბარიერი მაინც მქონდა, ამიტომ, ყველაზე მეტად ბიოქიმიის სწავლა გამიჭირდა. ეს იყო საშინელება.

– ინგლისური რომ გცოდნოდა, არ გამიკვირდებოდა – ახლა თითქმის ყველა ფლობს ამ ენას, მაგრამ, ფრანგული სად ისწავლე?

– მეშვიდე კლასამდე ვსწავლობდი სენტ ეგზიუპერის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯში და მერე გადავედი 55-ე სკოლაში, მაგრამ, ფრანგული არ მიმიტოვებია.

– რომელ ქალაქში სწავლობდი?

– ბურგუნდიის დედაქალაქ დიჟონში.

– როგორი იყო სწავლება?

– თუ გულისხმობთ პროფესიონალიზმსა და სიმკაცრეს, ამ მხრივ ძალიან მაღალი დონე იყო. იმ პერიოდში აქაური და იქაური სწავლება ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

– პრაქტიკას თუ გადიოდით სწავლების პერიოდში?

– სწავლის დაწყებამდე, სექტემბერში, აუცილებელი იყო ერთთვიანი სტაჟირება ღვინის მარანში, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს – მინიმუმ სამთვიანი სტაჟირება. ამ სამთვიანი სტაჟირების გავლამდე უნდა აგვერჩია სტაჟის თემა და, სულ ბოლოს, უნივერსიტეტისთვის უნდა დაგვეწერა ერთგვარი ანგარიში, თუ რა გავაკეთეთ ამ თვეების განმავლობაში.

– სულ რამდენი წელი იყავი საფრანგეთში და სად მუშაობდი?

– საფრანგეთში სამწელიწად-ნახევარი ვიყავი. სწავლის შემდეგ გავიარე ხუთთვიანი სტაჟი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ მეტი გამოცდილება მიმეღო, ამიტომ, გავაგრძელე ვიზა და სხვადასხვა ღვინის ქარხანაში ვმუშაობდი დამხმარე მეღვინედ და მევენახედ.

– რით განსხვავდებიან ფრანგი მეღვინეები ქართველი კოლეგებისგან?

– პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის, თუმცა, რადიკალურად განსხვავებულია ფრანგების მიდგომა დაქირავებული მუშახელისა და თავად საქმის მიმართ, ანუ, იქ მუშახელი გაცილებით უფრო მეტად არის დაფასებული სამუშაო პირობების შექმნით, დაზღვევით, უსაფრთხოებითა და ხელფასით, რაც, საბოლოო ჯამში, დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

– საქართველოში ვაზი საკულტო მცენარეა. საფრანგეთშიც ასეა?

– ჩვენთვის ვაზი, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო ღვთიური მცენარეა, რადგან, ჩვენს ისტორიასთან და რელიგიასთან არის გადაჯაჭვული, ფრანგებისთვის კი ვაზი არის მცენარე, რომელსაც უნდა მოუარონ და პატივი სცენ, რადგან, ის აძლევს მათ საყვარელ სასმელს და მატერიალურ კეთილდღეობას.

– არის საფრანგეთში ჩვენებური ყურძნის ჯიშები? უფრო რომელ ჯიშს ანიჭებენ ფრანგები უპირატესობას?

– პირადად მე ქართული ჯიშები არსად შემხვედრია. უპირატესობას კი სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ჯიშს ანიჭებენ, მაგალითად, ბურგუნდიაში – პინო ნუარსა და შარდონეს; ბორდოში – კაბერნე სოვინიონს, სოვინიონ ბლანსა და სხვა ჯიშებს.

– რით განსხვავდება ღვინის დამზადების ქართული და ფრანგული ტექნოლოგიები ერთმანეთისგან, რატომ ჩამოვრჩებით ფრანგებს ამ დარგში და, შენი აზრით, როდის დავეწევით?

– ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს ქართული და ფრანგული მეღვინეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, არის განსხვავება, თუნდაც, ხარისხსა და წარმოების დონეში. ამ დარგში საფრანგეთში ძალიან დიდი კაპიტალია ჩადებული სახელმწიფოს მიერ და, შესაბამისად, ბევრად დიდი ციფრებით აღინიშნება მათი მოგება, რადგან, ფრანგული ღვინო, ცალკე აღებული, უკვე არის მარკეტინგული ბრენდი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე არ აქვს გასაღების პრობლემა. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, არ იდება მეღვინეობაში სათანადო ინვესტიციები, ასევე, ჯერჯერობით,  არის ბაზრის მოძიების სირთულეც, რის გამოც გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს არის არა ღვინის ხარისხის, არამედ, მარკეტინგის პრობლემა. ფრანგებს კი დავეწევით მაშინ, როცა გაიზრდება ამ დარგში ჩადებული კაპიტალი და მაღალ დონეზე დადგება მარკეტინგი.

– ფრანგები უფრო მეტ ღვინოს სვამენ თუ ქართველები?

– ფრანგები დღის განმავლობაში სვამენ ხშირად და ცოტ-ცოტას. ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ისინი გაცილებით მეტს სვამენ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ, ერთ ჯერზე დალევაში ქართველებს ვერავინ შეეჯიბრება. ფრანგებს არ აქვთ ღვინის დაძალების და სასმელში ჩახრჩობის „ტრადიცია“.

 – ფრანგებიც „აკეთებენ“ ღვინოს? ანუ, წყალს და შაქარს თუ ურევენ?

– ბურგუნდიაში და მეღვინეობის კიდევ რამდენიმე რეგიონში კანონით არის ნებადართული ღვინოში შაქრის განსაზღვრული რაოდენობის შეტანა ალკოჰოლის აწევის მიზნით, წყლის შერევა კი ყველგან კატეგორიულად აკრძალულია.

– არ არღვევენ ფრანგები ამ კანონს?

– მეოცე საუკუნის დასაწყისში ბევრი არღვევდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში ეს კანონი დაიხვეწა, თან, მაღალ დონეზე ხდება კონტროლი და ახლა აღარავინ არღვევს – არ უღირთ, რადგან, რომ დაარღვიონ, ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

– ხომ არ ნანობ, რომ დაბრუნდი?

– ხანდახან მართლაც ვნანობ. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ამ დარგში უფრო წინ წავედით, მაგრამ, მთლად ასე არ აღმოჩნდა.

– რა იყო ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ყველაზე არატრადიციული და უცნაური მეთოდი, რომელიც საფრანგეთში ნახე?

– ცოტა „შამანური“ მეთოდის მომსწრე გავხდი არა საფრანგეთში, არამედ – შვეიცარიაში. მე და ჩემი კოლეგა და მეგობარი, ნიკა ნატროშვილი, სტაჟირებაზე წავედით ბიოდინამიკურ მარანში, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართ. ერთ მაგალითს გეტყვით: ვაზის მოვლისას ისინი ხელმძღვანელობენ მთვარის კალენდრით და, ამასთან, ვენახის შესაწამლად იყენებენ აბსოლუტურად განსხვავებულ პრეპარატებს, რომლებსაც თვითონ მევენახე ამზადებს. ერთ-ერთ პრეპარატს ასე ამზადებენ: ძროხის რქებს ამოავსებენ საქონლის ნაკელით და განსაზღვრული პერიოდით ინახავენ მიწაში ჩამარხულს. შემდეგ ამ რქებს ამოიღებენ, ნაკელს, რომელიც რაღაც სხვა მასად არის გადაქცეული, ხსნიან წყალში და 15-15 წუთის განმავლობაში ურევენ ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მიმართულებით. ბოლოს ამ ხსნარს აზავებენ საჭირო რაოდენობის წყალში და ამ ხსნარით წამლავენ ვენახს.

– ამართლებს ეს მეთოდები?

– თუ ყველაფერი ზუსტად გააკეთე, ამართლებს.

– როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– მე და ჩემს ძმას გვინდა, რაჭაში გავაკეთოთ  საკუთარი მარანი და ჩვენი ღვინო ჩამოვასხათ, რადგან, რაჭველები ვართ, მაგრამ, ამ სურვილის განხორციელებამდე კიდევ რაღაცეები გვაქვს მოსაგვარებელი და, ამიტომ, შეიძლება, გარკვეული პერიოდით ისევ მომიწიოს საფრანგეთში წასვლა.

– არასდროს გიფიქრია იქ დარჩენაზე?

– არა. მე ჩემს ქვეყანაში მინდა ნორმალურად ცხოვრება.

– ხშირად გიწევს დალევა და ბევრს სვამ ხოლმე?

– ამ საკითხში „ფრანგული სტილი“ მაქვს: ვსვამ მხოლოდ კარგ ღვინოს და ცოტ-ცოტას.

 

скачать dle 11.3