კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანტიკური ტერაქტი?!

ანტიკური ტერაქტი?!

ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ პომპეი ანტიკური ტერაქტის შედეგად განადგურდა...

ვულკანი ვეზუვი შემთხვევით არ ამოქმედებულა. მისმა ამოფრქვევამ მთლიანად დაფარა ძველი, ანტიკური ქალაქები – პომპეი, ჰერკულანუმი და სტაბია. დღემდე ეს მოვლენა ყველაზე ცნობილ სტიქიურ უბედურებად არის მიჩნეული კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა, უკვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ ტრაგედიას ხელი ადამიანმა შეუწყო.

79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს, იმაზე გაცილებით დიდი სითბური ენერგია გამოიყო, ვიდრე ატომური ბომბის აფეთქებისას ხიროსიმის თავზე. ფერფლის ღრუბელი და კვამლი 33 კილომეტრ სიმაღლეზე ავიდა. დაღუპული ადამიანების რიცხვმა ათობით ათასი შეადგინა. ვეზუვის ამოფრქვევამ და პომპეის განადგურებამ მუზა გაუღვივა მხატვრებს, კინემატოგრაფისტებსა და პროზაიკოსებს.

მეცნიერებმა შეისწავლეს ვეზუვის ამოფრქვევის ტიპი და დაადგინეს, რომ ის არ შეესაბამებოდა ამოფრქვევათა არც ერთ ტიპაჟს. იტალიელმა გეოლოგმა ალბერტო დე სანტომ დიდხანს იმუშავა ამ საკითხზე. შეისწავლა ანტიკურ ავტორთა თხზულებები 79 წლის სტიქიურ უბედურებაზე და შემდეგი შინაარსის დასკვნა დადო: „ვულკანის შიგნით ბუნებრივ გამაღიზიანებელ ფაქტორებს და გეოლოგიურ პროცესებს ადგილი არ ჰქონია“. ხოლო ებრაელმა მკვლევარმა დანიელ კლუგერმა პირდაპირ თქვა, ვეზუვის ამოფრქვევა ხელოვნურად იყო გამოწვეულიო. თეორიულად ეს მართლაც შესაძლებელია. ყველა ვულკანი „უსაფრთხო“ და „მიძინებულია“ მანამ, სანამ მისი ყელი, ანუ კრატერი მჭიდროდ არის დაცული ქვის „საცობით“. როცა მაგმისა  და შინაგანი გაზების წნევის ზემოქმედებით ქვის ეს „საცობი“ ამოვარდება, იწყება ვულკანის ამოფრქვევა. რა თქმა უნდა, „საცობის“ ხელოვნურად ამოძრობაც შეიძლება და ვულკანი ამ შემთხვევაშიც ამოიფრქვევა. დანიელ კლუგერის ვარაუდით, პომპეიში მრავლად ცხოვრობდნენ რომის მიმართ ბოროტად განწყობილი ადამიანები. ისინი იუდეველები იყვნენ, რომელთა ოჯახის წევრები 66-71 წლების აჯანყების დროს სასტიკად დასაჯეს – თითქმის 500 ათასი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, რომაელებმა დაანგრიეს იუდეველთა წმინდა ტაძარი. გარდა ამისა, უამრავი იუდეველი გლადიატორი იყო პომპეიში და ისინიც ნატრობდნენ ამ ქალაქის განადგურებას. ასე რომ, მათ შეეძლოთ „ამოეგდოთ” ვეზუვის ქვის „საცობი“ და ამ ტერორისტული აქტით გამოეწვიათ კატასტროფა.

 

ჯადოსნური ჯოხი

სამხრეთ სირიაში არქეოლოგებმა უცნაური ნივთი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით, ცხრა ათასი წლისაა. ეს იყო კვერთხი ორი ადამიანის გამოსახულებით. კვერთხი იპოვეს სამარხში, სადაც ასევე დამარხული იყო ოცდაათი თავმოკვეთილი ადამიანის ნეშტი. ყველაზე პოპულარული ვერსია ამ აღმოჩენის შესახებ ასეთია: ეს „ჯადოსნური კვერთხი“ მაშინდელ სირიაში საჭირო იყო საიქიო სულების გამოსაძახებლად, რათა შესრულებულიყო საგანგებო, საიმქვეყნო რიტუალი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კვერთხზე გამოსახული ადამიანების სახეები და მათზე აღბეჭდილი გამომეტყველება. ასეთი სიძველისთვის ნამდვილად იშვიათობა.

კვერთხი დამზადებულია ზებრას ნეკნისგან და სულ 12 სანტიმეტრია. ორი თვალდახუჭული ადამიანი მის ზედა ნაწილშია ამოტვიფრულ

 

скачать dle 11.3