კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ,  რა სახის  გარემოებების  არსებობის  შემთხვევაში ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ადვოკატი, ანუ, რა გარემოებები გამორიცხავს საქმეში კონკრეტული ადვოკატის მონაწილეობას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებებია, ანუ, ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე ან ექსპერტი; იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს; ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  რა სახის დაცვის სპეციალური ღონისძიებებია გათვალისწინებული კანონით სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთათვის და ვინ განსაზღვრავს  უშუალოდ ამ ღონისძიებების გამოყენების საკითხს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პროცესის მონაწილეთა დაცვის ღონისძიებებია: მიკვლევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება – საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება; ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა – ფსევდონიმის მიღება, გარეგნობის შეცვლა, ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და სხვა დოკუმენტების გასაიდუმლოება; უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვ.); საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა; სხვა სახელმწიფოში გაყვანა (რელოკაცია). პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვისა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ,  სისხლის სამართლის პროცესში ვის მიერ და ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოიყენოს პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება და დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართოს პროცესის მონაწილე ან პირი, რომელიც შეიძლება გახდეს პროცესის მონაწილე, მასთან დაკავშირებული პირი ან/და  მისი ახლო ნათესავი, მათი თანხმობით.

скачать dle 11.3