კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

19 მაისი

1571 – დაარსდა ქალაქი მანილა – ფილიპინების დედაქალაქი.

1588 – დაიწყო ესპანური „დაუმარცხებელი არმადის“ ცურვა ინგლისის ნაპირებისკენ.

1802 – ნაპოლეონ ბონაპარტის ინიციატივით, საფრანგეთში დაარსდა საპატიო ლეგიონის ორდენი.

1906 – გაიხსნა სიმპლონის სარკინიგზო გვირაბი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს იტალიას და შვეიცარიას.

20 მაისი

325 – გაიხსნა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, სადაც 111-ე ნომრად მიწვეული იყო ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე.

1498 – დასრულდა ვასკო და გამას მოგზაურობა.

1874 – ლევი სტრაუსმა გასაყიდად გამოუშვა თავისი პირველი ჯინსი.

1899 – ჯეიკობ ჯერმანი გახდა პირველი მძღოლი, რომელიც დააჯარიმეს სიჩქარის გადაჭარბებისთვის (ის მოძრაობდა საათში 24 კილომეტრი სიჩქარით).

21 მაისი

1502 – ესპანელმა ზღვაოსანმა ხუან და-ნოვამ აღმოაჩინა წმინდა ელენეს კუნძული.

1809 – დაიწყო ასპერნის ბრძოლა, სადაც ნაპოლეონ ბონაპარტემ თავის ცხოვრებაში პირველი წარუმატებლობა განიცადა. 

1877 – რუმინეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

22 მაისი

1849 – აბრაამ ლინკოლნმა მიიღო პატენტი მის მიერ გამოგონებულ, მცურავ დოკზე. ლინკოლნი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც აღებული ჰქონდა პატენტი.

1856 – მოსკოვში დაარსდა ტრეტიაკოვის სურათების გალერეა.

1908 – ძმებმა რაიტებმა მიიღეს პატენტი თავიანთ მფრინავ აპარატზე (თვითმფრინავზე).

1929 – იტალიაში ბენიტო მუსოლინიმ აკრძალა სილამაზის კონკურსების ჩატარება.

1972 – კუნძულ ცეილონს სახელი გადაერქვა და ეწოდა შრი-ლანკა.

23 მაისი

1904 – ვენაში გაიხსნა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

1934 – ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეცოპერაციისას პოლიციელებმა მოკლეს ცნობილი განგსტერები – ბონი პარკერი და კლაიდ ბეროუ.

1963 – ფიდელ კასტროს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

24 მაისი

1830 – შტატ მერილენდში ამუშავდა პირველი რკინიგზა ამერიკის კონტინენტზე.

1844 – სამუელ მორზეს თაოსნობით გაიხსნა პირველი სატელეგრაფო ხაზი ვაშინგტონი-ბალტიმორი.

1899 – ბოსტონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ფასიანი ავტოფარეხი.

25 მაისი

1895 – ოსკარ უაილდი ჩასვეს ციხეში ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით.

1953 – სიუსტონში მაუწყებლობა დაიწყო პირველმა კომერციულმა განმანათლებელმა ტელეარხმა.

скачать dle 11.3