კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 25 აპრილს, ღამის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოსა და მის სამსახურს, თუმცა, უცხოეთში წასვლა დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ არ არის ურიგო. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი მხარე; შვედეთი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, უზბეკეთი, ინდოეთი, იტალიიდან – ვენეცია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 7 თებერვალს. რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისიაა, წარმოაჩინოს სულიერი თვისებები, იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული. უნდა შეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა; ასევე, იყოს უშიშარი და მებრძოლი. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და კეთილშობილებას. იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატიური.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 29 ოქტომბერს. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატებები ბარიერების გარეშე?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, ანუ, ზოგადად, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე; ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვედეთის ჩრდილოეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი; თურქეთის დასავლეთი ნაწილი და ბელორუსია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური სფერო, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მედიცინა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 30 დეკემბერს, საღამოს 6-7 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. რაც მეტად იქნებით აქტიური, ენერგიული, მიზანსწრაფული, მებრძოლი და უშიშარი, მით უკეთ შეძლებთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას; ამავდროულად, თუ იქნებით კეთილშობილი და ოპტიმისტი და დაეყრდნობით ცოდნის ბაზას, მეტად შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და მიაღწევთ წარმატებას. ასევე, იყავით მაქსიმალისტი, მიუდექით საქმეს მეტი სერიოზულობით, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა, ხარჯეთ ფული ყაირათიანად და გახადეთ ურთიერთობები სტაბილური.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 13 ნოემბერს. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელ პროფესიებში ვიქნები წარმატებული?

პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საავიაციო ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, სასტუმროების ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 16 აპრილს, დილის 6 საათზე. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი იქნება ჩემთვის მისაღები სასიყვარულო კუთხით?

პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა ვერძთან, ქალწულთან, ტყუპებთან, ლომთან ან მშვილდოსანთან. არ არის სასურველი სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა მორიელთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან.

скачать dle 11.3