კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „გააკოტრა“ სტალინმა კაზაკთა ატამანები დუტოვი და კალედინი

კაზაკობა ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა რუსეთის ისტორიაში. ყველა ომში, რომელიც რუსეთმა ევროპისა თუ აზიის ქვეყნებთან გადაიხადა, აქტიურად მონაწილეობდა კაზაკთა ჯარი. ამ მხრივ გამონაკლისი არც პირველი მსოფლიო ომი ყოფილა. კაზაკები რუსეთის სახელმწიფოში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მათ არ შეხებიათ ბატონყმობა. ყოველი კაზაკის ოჯახი ფლობდა მოზრდილ მიწის ნაკვეთს და შეიძლობა ითქვას, ქონებრივი მდგომარეობით რუს კულაკთა საშუალო ფენას უტოლდებოდა. პრაქტიკულად, კაზაკთა მეურნეობა ფერმერული პრინციპით იყო მოწყობილი. მათ ერთადერთ ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე ჯარში სამსახური წარმოადგენდა. არ შეიძლებოდა კაზაკთა პოლკების სხვა სამხედრო შენაერთებთან აღრევა. კაზაკები იბრძოდნენ ცალკე. 

1709 წლიდან პეტრე პირველმა დაიწყო კაზაკთა თავისუფლების შეზღუდვა. გაუქმდა კაზაკთა ჯარის მთავარსარდლის – ატამანის არჩევა. ამ დროიდან მოყოლებული სულ უფრო და უფრო იძაბებოდა ურთიერთობა კაზაკთა ზედა ფანასა და რუსეთის სამეფო ხელისუფლებას შორის. თუმცა, კაზაკები სახელმწიფოსთვის სამსახურს კვლავ ერთგულად განაგრძობდნენ. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ კაზაკების ელიტაში გამოირჩეოდა ორი ფიგურა: დონის კაზაკთა ატამანი ალექსი კალედინი და ორენბურგის კაზაკთა ატამანი – ალექსანდრე დუტოვი. რუსეთის იმპერიის არმიის გახრწნის პირობებშიც კი, დუტოვმა და კალედინმა შეძლეს კაზაკთა ჯარის პოლიტიკისგან გარიდება. თუმცა, ორივე ატამანს რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარესთან, ალექსანდრე კერენსკისთან დიდი შეხლა-შემოხლა ჰქონდათ. კალედინი და დუტოვი რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში კაზაკთა ჯარის განსაკუთრებულ სტატუსს ითხოვდნენ. კერენსკიმ შექმნილ ვითარებას ალღო ვერ აუღო და კაზაკებს მხოლოდ დაპირებებს აძლევდა. შექმნილი ვითარება შესანიშნავად გამოიყენა იოსებ სტალინმა. სწორედ ამ ისტორიის დეტალებზე გიამბობთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.

1917 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც იოსებ სტალინი სახელმწიფო გადატრიალებისთვის (რუსეთის დროებითი მთავრობის დამხობისთვის) აქტიურ მზადებას შეუდგა, მას ცხადად ჰქონდა გააზრებული, რომ ორი-სამი ათასი კაცი საკმარისი იყო ასეთი გადატრიალებისათვის, რადგან დროებით მთავრობას ჯარი, პრაქტიკულად, არ ემორჩილებოდა. პოლიცია კი სავსებით უმოქმედო იყო. ერთადერთ საფრთხეს სტალინისათვის წარმოადგენდა პეტროგრადში განლაგებული კაზაკთა პოლკები, რომელიც სრულიად რუსეთის კაზაკთა ჯარების კავშირის თავმჯდომარეს, ატამან ალექსანდრე დუტოვს  ემორჩილებოდა. იმავდროულად, დუტოვი იყო ორენბურგის კაზაკთა ჯარის ატამანიც. დიდი ძალა გახლდათ დონის კაზაკთა ჯარიც, რომლის ატამანი ალექსი კალედინი იყო. სტალინის მიერ სახელმწიფო გადატრიალებისთვის მობილიზებული 2-3 ათასი მუშა და მეზღვაური პეტროგრადში განლაგებულ ატამან დუტოვის პოლკებს ვერ გაუმკლავდებოდა. ალექსანდრე კერენსკიმ, ვერ გათვალა, რომ ერთადერთ ძალას ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად, სწორედ კაზაკთა პოლკები წარმოადგენდნენ. სამაგიეროდ იოსებ სტალინმა კარგად გათვალა, რომ მას კაზაკთა პოლკების მიმხრობაც კი არ დასჭირდებოდა, საკმარისი იყო კაზაკთა ჯარის მხრიდან ნეიტრალიტეტის დაცვა. რუს ბოლშევიკ ლიდერთა შორის, ალექსანდრე კერენსკის მსგავსად მოაზროვნე, ბევრი იყო. კერენსკის მსგავსად, მათაც ვერ წარმოედგინათ დუტოვთან მოლაპარაკებაზე წასვლა. სტალინი ასე არ ფიქრობდა. ალექსანდრე დუტოვთან მოლაპარაკებას სტალინი სხვას ვერ მიანდობდა. ამიტომ, ის პირადად, საიდუმლოდ შეხვდა დუტოვს. სტალინი ძალზე სახიფათო თამაშს იწყებდა. მისი და დუტოვის მოლაპარაკება არ უნდა შეეტყო არა მარტო კერენსკის, არამედ თვით ბოლშევიკ ლიდერებსაც კი. როგორც კერენსკი, ისე ბოლშევიკი ლიდერები ამ მოლაპარაკებას ჩაშლიდნენ. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა რთული იქნებოდა 20 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის სამსახურში ნამყოფი ღვაწლმოსილი ატამანისა და რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების დაუძინებელი მტრის, იოსებ ჯუღაშვილის მოლაპარაკება. თუმცა, სტალინს ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვლილი. მან შესანიშნავად გამოიყენა ატამან ალექსანდრე დუტოვის პოლიტიკური მრწამსი. შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს, რომ კაზაკთა ატამანი თავისი მრწამსით რესპუბლიკელი გახლდათ და დემოკრატიულ რეფორმებს უჭერდა მხარს. სტალინმა კარგად გამოიყენა ისიც, რომ ალექსანდრე დუტოვი ორგანულად ვერ იტანდა რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, ალექსანდრე კერენსკის და მის მინისტრებს. სტალინი პირდაპირ საქმეზე გადავიდა და დუტოვს განუცხადა: თუ კაზაკთა პოლკები ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ და რუსეთის დროებით მთავრობას არ დაიცავდნენ, დონისა და ორენბურგის კაზაკობა ფართო ტერიტორიულ ავტონომიას და განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებდა – კაზაკები თვითონ იქნებოდნენ თავიანთი სვე-ბედის გამგებლები. ალექსანდრე დუტოვის მეშვეობით, სტალინი დაუკავშირდა დონის კაზაკთა ჯარის ატამანს, ალექსი კალედინს, რომელსაც ასევე კონფლიქტი ჰქონდა კერენსკისთან. კალედინი დათანხმდა სტალინის წინადადებას. თუ დროებითი მთავრობა დონის კაზაკთა ჯარს პეტროგრადში გაიძახებდა, კალედინს ნეიტრალიტეტი უნდა დაეცვა. სწორედ ეს იყო რუსეთის ისტორიაში ორი გამოჩენილი პიროვნების – ალექსანდრე დუტოვისა და ალექსი კალედინის საბედისწერო შეცდომა. 

სტალინი, ცხადია, დუტოვისა და კალედინისთვის მიცემულ პირობის შესრულებას არც აპირებდა. 

მალე ატამანმა დუტოვმა პეტროგრადში განლაგებული კაზაკთა პოლკები მიატოვა, ორენბურგში გაიქცა და იქ ანტიბოლშევიკურ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. ატამანმა კალედინმაც დონის ოლქში ანტიბოლშევიკური აჯანყება დაიწყო. ამ აჯანყებების კი სტალინს უკვე აღარ ეშინოდა. ხელისუფლების სათავეში მოსული ბოლშევიკები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ფიზიკურ მოსპობას შეუდგნენ. 1918 წლის იანვარში მუშებისა და მეზღვაურებისგან დაკომპლექტებული რაზმები დონის ოლქს მოედნენ. ცხადია, ატამანი დუტოვი მიხვდა, რომ სტალინთან მოლაპარაკებას აზრიც აღარ ჰქონდა. კაზაკებს საკუთარი თავი თვითონ უნდა გადაერჩინათ. ეს კი შეუძლებელი იყო. კაზაკთა ჯარი როგორც ორგანიზებული ძალა უკვე აღარ არსებობდა. კაზაკთა პოლკები დაიშალა როგორც პეტროგრადში, ისე დონის ოლქშიც. ერთ დროს, ბრძოლებში გამობრძმედილმა, მამაცმა ატამანმა საქმის შემობრუნება სცადა და დონის კაზაკობას წითელი ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდა. ატამანი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ მან ყველაფერი წააგო. 1918 წლის 29 იანვარს ატამან კალედინს მოახსენეს, რომ, მისი მოწოდების მიუხედავად, დონის ოლქის დასაცავად მხოლოდ 147 კაზაკი გამოვიდა. სასოწარკვეთილმა ატამანმა იმავე დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ატამან ალექსი კალედინის ტრაგიკულმა აღსასრულმა დამთრგუმველად იმოქმედა ატამან დუტოვზე. თუმცა, ის ბრძოლას კიდევ ორი წელი განაგრძობდა. სტალინისთვის დუტოვის ლიკვიდაცია, არცთუ ისე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იმ ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეურიგებლად მებრძოლი ატამანი, მაინც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. დუტოვმა ორენბურგის ოლქში, წითელ არმიასთან ბრძოლებში მარცხის შემდეგ, 1920 წელს კაზაკთა ჯარის ნარჩენებთან ერთად, ჩინეთს შეაფარა თავი. 1921 წელს ჩეკისტების სპეცრაზმმა ატამანი ალექსანდრე დუტოვი სიცოცხლეს გამოასალმა. 

1918-1920 წლებში რუსეთის სამხრეთში, კერძოდ, დონის ოლქში მიმდინარე სამოქალაქო ომის წლებში, კაზაკობა ძალზე მერყეობდა – ხან საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ თეთრი არმიის რიგებში იბრძოდნენ, ხან კი საბჭოთა წითელ არმიას ემხრობოდნენ. სტალინი კარგად ხედავდა, რომ მთელი კაზაკობის თეთრ არმიასთან შეერთება, ძალზე საშიში იქნებოდა საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ამიტომ  მორიგ პოლიტიკურ ხრიკს მიმართა. სტალინმა ბოლშევიკი აგიტატორების საშუალებით, კაზაკებს ჩააგონა, რომ დელეგაცია უნდა გაეგზავნათ მოსკოვში. კაზაკების დელეგაციებს საბჭოთა მთავრობისთვის დონის ოლქის ავტონომია და კაზაკთა ჯარის განსაკუთრებული სტატუსი  უნდა ეთხოვათ. კაზაკები ამჯერადაც წამოეგნენ პროვოკაციაზე. საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. დელეგაცია კრემლში სტალინმა მიიღომ და კაზაკთა მიერ წამოყენებულ ყველა პირობას დათანხმდა. დელეგაციის წევრები დონზე დაბრუნდნენ და კაზაკობას სტალინის დანაპირები გადასცეს. კაზაკები, მათ შორის ზედა ფენაც, რომელთაც არაფერი უწყოდნენ ატამან დუტოვთან და კალედინთან სტალინის ურთიერთობის შესახებ, დანაპირები დაიჯერეს.  მართალია, კაზაკთა დიდი ნაწილი წითელ არმიაში არ შესულა, მაგრამ ნეიტრალური პოზიცია კი დაიკავა. ამას სამოქალაქო ომის პირობებში ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 1920 წლის გაზაფხულიდან შემოდგომამდე, სამხრეთ რუსეთში, მათ შორის დონის ოლქშიც, საბჭოთა ხელისუფლებამ თეთრი არმიის დამარცხება შესძლო. საბჭოთა ხელისუფლებისთვის მტრულად განწყობილი კაზაკთა ზედა ფენის (ოფიცრობის) დიდი ნაწილი, ამ ბრძოლებში დაიღუპა, ან ემიგრაციაში წავიდა. დონზე დარჩენილი კაზაკები ელოდნენ, რომ დანაპირებ განსაკუთრებულ სტატუსს, ამჯერად მაინც მიიღებდნენ, თუმცა ამაოდ. წელში გატეხილ კაზაკობას წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო და ისინიც ბედს შეურიგდნენ. 

 

скачать dle 11.3