კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, ცოტა დაწვრილებით მომაწოდეთ ინფორმაცია თმის „სიცოცხლის“ სამი ფაზის შესახებ.

პასუხი: დიახ, თმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში 3 ფაზას გაივლის: 1) ზრდის ფაზა (ანაგენი), რომელიც 2-4 წელი გრძელდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში თმა შეუჩერებლად იზრდება; 2) დასვენების შუალედური ფაზა (კატაგენი) გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. თმის ფესვი გადაადგილდება კანის ზედაპირზე და სუსტდება; 3) ცვენის სტადია (ტელოგენი). ნორმალური მდგომარეობის შემთხვევაში თმის ღერი ამოვარდნას იწყებს მაშინ, როცა მის ქვეშ ახალი ღერი იწყებს ამოსვლას.

კითხვა: წავიკითხე, რომ თმა არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ინდიკატორი. რას ნიშნავს ეს?

პასუხი: თმა, როგორც ინდიკატორი, ძლიერად რეაგირებს სტრესებზე, თუმცა, ის ცვენას იწყებს არა მაშინვე, არამედ, სტრესიდან დაახლოებით 3-4  თვის შემდეგ. თუ დეპრესია გაგრძელდა, თმის ჯანმრთელობის აღდგენა ძალიან რთული ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, შეხედეთ პრობლემებს მარტივად და შეეცადეთ, არ ინერვიულოთ ყოველ წვრილმანზე.

კითხვა: მაინტერესებს, რომელი საკვები პროდუქტის რა რაოდენობა შეიცავს 200 კილოკალორიას (ეს დიეტისთვის მჭირდება).

პასუხი: ყველა პროდუქტს, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოგითვლით. გთავაზობთ მათ მოკლე სიას.

200 კილოკალორიას შეიცავს: ნიახური – 1,5 კილოგრამი; სტაფილო – 570 გრამი; „კოლას“ ტიპის „ლაითი“ სასმელები – 496 მილილიტრი; ლორი – 204 გრამი; კვერცხი – 150 გრამი; ავოკადო – 125 გრამი; „სნიკერსი“ – 41 გრამი;  შემწვარი ბეკონი – 24 გრამი; ნაღების კარაქი – 28 გრამი; მოხალული არაქისი – 32 გრამი.

კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ სკრაბის რეცეპტი (სხეულისთვის), რომლის გამოყენებაც ყველა ტიპის კანისთვის არის დასაშვები.

პასუხი: ასეთია ნალექიანი ყავის სკრაბი. ცელულიტის პროფილაქტიკისთვის, ერთმანეთში აურიეთ: ნახევარი ჩაის ჭიქა „ჰერკულესი“, 2 სადილის კოვზი მარილი (თუ ზღვის მარილი გაქვთ, უკეთესია), 2 სადილის კოვზი დაფქული ყავა, 3-4 წვეთი როზმარინის ზეთი, 2-3 წვეთი დარიჩინის ზეთი და ამ ნარევით 5-10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ამ სკრაბის გამოყენების შემდეგ კანი ხდება ელასტიკური და აბრეშუმივით სრიალა. გარდა ამისა, მთელი სხეული მიიღებს მსუბუქი ნამზეურის ფერს. სასურველია, ეს მასა სხეულზე წაისვათ შხაპის გელის გამოყენების შემდეგ და დაიმასაჟოთ წრიული მოძრაობებით. კანის დატენიანებასა და დარბილებას შეუწყობს ხელს ყავაში ცოტაოდენი რძის შერევა.

 

скачать dle 11.3