კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა უკრაინაში მცხოვრებმა კაცმა ჯარის მეგობარი და შეხვდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს

55 წლის ლეონიდ ივანეს ძე კორენი ეძებდა 54 წლის ნოდარ ვალერიანის ძე სიხუაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობარს, 54 წლის ნოდარ ვალერიანის ძე სიხუაშვილს. მე და ნოდარი ერთად ვმსახურობდით გერმანიაში და ჯარშივე დავმეგობრდით. მთელი ამ წლების განმავლობაში, ვცდილობდი, მომეძებნა ჩემი მეგობარი, მაგრამ, დამოუკიდებლად ეს ვერ შევძელი. მაქვს ჩემი და ნოდარის ერთი ფოტო და, იმედია, რომ მეგობარს ვიპოვი. სამწუხაროდ, ნოდარის შესახებ მწირი ინფორმაცია გამაჩნია და არც მისი ძველი მისამართი ვიცი. თავად მე უკრაინაში ვცხოვრობ და თქვენი რუბრიკის იმედი მაქვს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენი მკითხველისთვის ამა წლის აპრილის ნომრიდანაა ცნობილი. ლეონიდ კორენს გაუმართლა – მისი ჯარის მეგობარი ნაპოვნია. რუბრიკას გამოეხმაურა დაკარგული ნოდარ სიხუაშვილის ნათესავი, რომელმაც ნოდარს გადასცა ეს ისტორია. მე ისღა დამრჩენია, ვისურვო, რომ ყველამ მალე იპოვოს დაკარგული ახლობელი, ნათესავი თუ მეგობარი და აღდგეს კავშირი მათ შორის.

ინტერვიუ ლეონიდ ივანეს ძე კორენთან:

– ლეონიდ, გეგონათ თუ არა, რომ დაკარგულ მეგობარს ასეთ მოკლე დროში იპოვიდით?

– როდესაც პირველად გადავწყვიტე ნოდარის მოძებნა და ჩემი განაცხადი სამძებრო საიტზე განვათავსე, სიმართლე გითხრათ, არც კი მქონდა იმედი, რომ ჯარის მეგობარს ვიპოვიდი. ვიცი, რომ არსებობს უამრავი უფრო მნიშვნელოვანი ისტორია, მაგალითად, როდესაც შვილები ეძებენ მშობლებს, ან – პირიქით, აღარაფერს ვამბობ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებზე. მაგრამ, რატომღაც, ძალიან მომინდა ჩემი სიყრმის მეგობრის მოძებნა და ამიტომაც გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემს ისტორიას ასეთ მოკლე დროში ექნებოდა გამოხმაურება და ნოდარს ვიპოვიდი. მადლობა თქვენ, იმ ადამიანს, ვინც ეს ამბავი ნოდარს გადასცა და მთელ თქვენს რედაქციას იმისთვის, რომ ასეთი კარგი რუბრიკა გაქვთ.

– მეგობარზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია გქონდათ. თქვენი ისტორიის წარმატებით დასრულება, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ, ძირითადად, ფოტოს დამსახურებაა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, ვინც მომმართავს, ვერ ხვდება, რა მნიშვნელოვანია ადამიანების პოვნაში ფოტოსურათი.

– დიახ, მე ვიცოდი, რომ ფოტო ამ საკითხში დიდ როლს ითამაშებდა, ამიტომაც, თავიდანვე გამოგიგზავნეთ დაკარგული ჯარის მეგობრისა და ჩემი ფოტოსურათები. როდესაც ვინმეს ეძებ, მისი პოვნის შანსები იზრდება, თუკი დაკარგულის ფოტო გაქვს – მეტი ალბათობაა, რომ ვინმე სურათით მაინც იცნობს დაკარგულ პიროვნებას. იმის გარდა, რომ მე და ნოდარი ერთად ვმსახურობდით ქალაქ პარხემში, ფაქტობრივად, სხვა ინფორმაცია არ მქონდა, ეს კი მართლაც ძალიან მწირი ინფორმაციაა. სასიხარულოა, რომ ჯარის დამთავრების შემდეგ გაწყვეტილი ურთიერთობა აღდგება. მე მოუთმენლად ველი ამ წუთს.

– მაინც, რამ გადაგაწყვეტინათ ჯარის მეგობრის მოძებნა ამდენი წლის შემდეგ? ალბათ, რამემ იმოქმედა.

– ადრე, ანუ, ჩემს ახალგაზრდობაში, ჯარს თავისებური დატვირთვა ჰქონდა. იქ მართლაც შეგეძლო მეგობრების გაჩენაც და დროის გატარებაც; თან, გამოცდილებასაც იძენდი. ჯარში გატარებული დრო ხშირად გახსენდება, თუკი იქ მართლაც კარგი მეგობარი შეიძინე. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მე და ნოდარი დავმეგობრდით და ჩემთვის ჯარის გახსენება მასთან ასოცირდებოდა. გადიოდა დრო და მეგობრის პოვნა სულ უფრო მეტად მინდოდა. გავიგე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და, თავდაპირველად ჩემი ისტორია სამძებრო საიტზე განვათავსე, იქიდან კი ის თქვენთან მოხვდა და ასე გამიმართლა.

– როგორ ფიქრობთ, შეხვდებით თუ არა თქვენ და ნოდარი ერთმანეთს?

– უკვე ამდენი წელია გასული მას შემდეგ, რაც ჯარი მოვიხადეთ და მისი ნახვის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ, არ ვიცი, მოხერხდება თუ არა ჩვენი შეხვედრა, რადგან, მე ტერიტორიულად უკრაინაში ვარ, ნოდარი კი საქართველოშია. ამ ეტაპზე, ალბათ, სატელეფონო კავშირით ან ინტერნეტით დალაპარაკებას დავჯერდებით, შემდგომ კი დრო გვიჩვენებს.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3