მხოლოდ ფაქტები
* საერთაშორისო კოსმოსური ხომალდების ბორტზე არის ზამბარებიანი სკამი, რომელიც უწონობის პირობებში კოსმონავტების ასაწონად გამოიყენება.
* ერთ-ერთ ევროპულ სასტუმროში გამოაცხადეს ვაკანსია... მასხარაზე, სტუმრების გასართობად. მსურველს მოეთხოვება სწრაფი აზროვნება, შემოქმედებითი უნარი, სამსახიობო ნიჭი და უნდა შეეძლოს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.
* თელ-ავივს სხვანაირად „თეთრ ქალაქსაც” უწოდებენ, რადგან შენობები ძირითადად თეთრი ფერისაა, მზის სხივები რომ აირეკლოს. ბაქოს ერთ-ერთ რაიონს, სადაც ძირითადად საწარმოებია განლაგებული და გამურული შენობებია – „შავ ქალაქს“ ეძახიან.
* შვედეთში გადაწყვიტეს, ებრძოლონ უმოძრაობას და, ამიტომ, სტოკჰოლმის ფეხით მოსიარულეთა ერთ-ერთი გადასასვლელი-ესკალატორი, რომელიც უხმაუროდ მუშაობდა, გადააკეთეს „ფორტეპიანოს კლავიშებად”, რომლის საფეხურებიც ძალიან ხმაურობს.
* იაპონელებმა გამოუშვეს ყურსასმენები, რომელიც თვითონ არჩევს მარჯვენა და მარცხენა ყურს და ავტომატურად აყენებს მოსასმენად ოპტიმალურ ხმას.
* გასულ წელს, გამოკითხვაში – „ყველაზე შესაშინებელი“, რომელიც გრიმის მწარმოებელმა კომპანიამ შარშან, ჰელოუინის დასასრულს ჩაატარა, პირველ ადგილზე ლედი გაგა აღმოჩნდა. გარდა გრიმისა, ჰელოუინის დროს ყველაზე პოპულარული სწორედ მისი კოსტიუმი იყო.
* ავსტრიაში ყოველ წელს ტარდება მოყვარულ ველოსიპედისტთა შეჯიბრებები. ორგანიზატორები სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე ადამიანს ქირაობენ – ისინი მონაწილეთა წასახალისებლად ფინიშთან ყველაზე გვიან მიდიან.
* ლოს-ანჯელესში, წარწერაში HOLLYWOOD, თითოეული ასოს სიმაღლე 15 მეტრია.
* სპეციალურად კოსმოსურ ხომალდ „იუნონასთვის“, რომელიც იუპიტერის შესასწავლად გაუშვეს, კომპანია „ლეგომ“ ალუმინისგან სამი ფიგურა შექმნა: რომაული ღმერთის – იუპიტერის, მისი ცოლის – იუნონასი და გალილეო გალილეის.
* საბჭოთა პერიოდის დროს ყველაზე სუსტი „რკინის ფარდა“ უნგრეთს ჰქონდა – მხოლოდ ამ ქვეყანაში დადიოდნენ თავისუფლად ტურისტები, მათ შორის, დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან.