კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პლანეტის უხუცესი მილიარდერების ტოპ-ხუთეული „ფორბსის” ვერსიით

2014 წლის მილიარდერთა რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ „ფორბსმა,” ტრადიციულად, მათ შორის ყველაზე ასაკოვანი მილიარდერებისგან შემდგარი ტოპ-სია შეადგინა, სადაც უხუცესი ადამიანები მოხვდნენ მილიარდიანი კაპიტალებით.

დევიდ როკფელერი უფროსი – 98 წლის

გვარი, რომელიც მილიარდობით დოლართან და უდიდეს გავლენასთან ასოცირდება. როკფელერების საგვარეულოს ბიზნესის წარმართვის თითქმის სამსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს და ამ გვარის თითოეული წარმომადგენელი უდიდესი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობდა და სარგებლობს ამერიკულ ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში. სწორედ ასეთად ითვლება ლეგენდარული ჯონ როკფელერის შვილიშვილი, დევიდ როკფელერ უფროსი, ცნობილი ამერიკელი ბანკირი და კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიარდერის შთამომავალი, რომელსაც „ფორბსის” 2014 წლის მილიარდერების ყოველწლიურ რეიტინგში 2,9 მილიარდი დოლარი კაპიტალი აქვს. 

კირკ კერკორიანი – 96 წლის

სომეხი ემიგრანტების შვილმა, კირკ კერკორიანმა, 8 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და კრივით დაინტერესდა. სპორტში კერკორიანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი შემდგომი პროფესია თვითმფრინავის პილოტირება გახდა. სწორედ ასეთი გზით მოხვდა ის პირველად ლას-ვეგასში, სადაც დაგროვებული 60 ათასი დოლარით მცირე ავიაკომპანია – „ტრანს ინტერნეიშენალი” დააარსა, რომელიც მოგვიანებით 104 მილიონ დოლარად გაყიდა. კერკორიანი სხვადასხვა დროს ჰოლივუდურ სტუდიებს – „იუნაითედ არტისტსა” და „მეტრო გოლდუინ მაიერს” ფლობდა. 2014 წლის მონაცემებით, მისი კაპიტალი 4,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კარლ ვლაშეკი – 96 წლის

ყოფილი ჯაზური პიანისტი და ავსტრიული საცალო ვაჭრობის ქსელ „ბილას” დამფუძნებელი დღესდღეობით უმსხვილესი უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელად ითვლება ავსტრიაში. ვლაშეკის საკუთრებას წარმოადგენს ზალცბურგში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონი”, ისტორიული შენობა ვენაში, სადაც განთავსებულია ავსტრიის საფონდო ბირჟა და, ასევე, ვენაში მდებარე 4 სასახლე. ახლახან ვლაშეკმა, რომლის სასცენო ფსევდონიმი  ჩარლი უოკერი იყო, გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით – „კარლ ვლაშეკი – წარმატების საიდუმლო”. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ მილიარდერმა დაქორწინება გადაწყვიტა ქალბატონზე, რომლის ასაკსაც საგულდაგულოდ მალავს პრესისგან, თუმცა, ფოტოებიდან გამომდინარე, ვლაშეკის რჩეულის, რიკი შენკის ასაკი 45 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ცნობისთვის, ეს ქორწინება რომანტიკოსი მილიარდერისთვის რიგით მეხუთე იქნება. ვლაშეკის კაპიტალი 4,9 მილიარდი დოლარია.

ერიკა პოლ-შტროჰერი – 95 წლის

95 წლის ერიკა პოლ-შტროჰერი ფრანც და მარი შტროჰერების შვილიშვილია, სწორედ მათ დაარსეს   გერმანული კოსმეტიკის გიგანტი-კომპანია – „ველა”. 2003 წელს „ველა” „პროქტერ ენდ გემბელმა” შეიძინა 4 მილიარდ დოლარად და წილის სახით ერიკას 1,1 მილიარდი დოლარი ერგო. ამჟამად ერიკა შვეიცარიაში ცხოვრობს და მის საკუთრებაშია მინერალებისა და მეტეორიტების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია. პოლ-შტროჰერის კაპიტალი 1,5 მილიარდი დოლარია.

ჰენრი ჰილმანი – 95 წლის

95 წლის მილიარდერი ჰენრი ჰილმანი 2,5-მილიარდიან კაპიტალს ფლობს, რაც მას მემკვიდრეობით მამისგან, ჰენრი ჰილმან უფროსისგან შეხვდა. ჰილმანის კომპანია „ჰილმან ენდ კო” ფლობს აქტივებს უძრავ ქონებასა და ვენჩურულ ფონდებში. გარდა ამისა, ჰილმანი ქველმოქმედებაშია ჩართული და კიბოსთან მებრძოლ პიტსბურგის ცენტრს ეხმარება, რომელიც მის სახელს ატარებს.

скачать dle 11.3