ოდრი ჰეპბერნი – მსოფლიო კინემატოგრაფის პრინცესა
„რომაული არდადეგები”, „საუზმე ტიფანისთან”, „როგორ მოვიპაროთ მილიონი,” „ჩემი მშვენიერი ლედი”... – მისი ფილმების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ის იყო მსოფლიო კინოს ნომერ პირველი პრინცესა და არის საკულტო მსახიობი, რომლის ფანკლუბი დღესაც მოქმედებს, ხოლო თაყვანისმცემელთა არმია მილიონობით ადამიანს ითვლის. 4 მაისს ლეგენდარულ ოდრი ჰეპბერნს 85 წელი შეუსრულდებოდა.
* ოდრი ჰეპბერნი ჭეშმარიტი არისტოკრატი იყო, მის ძარღვებში ცისფერი სისხლი ჩქეფდა – ოდრის დედა ნამდვილი ჰოლანდიელი ბარონესა გახლდათ.
* მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ოდრი ჰეპბერნი ციკორიის ფოთლებითა და ტიტების ბოლქვებით იკვებებოდა. მისი ეტალონური სიგამხდრე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგი იყო.
* ომის დასრულების შემდეგ, ოდრის ოლგა ტარასოვას საბალეტო სკოლაში რომ ესწავლა, სადაც დიდი გადასახდი იყო, მისი დედა მდიდარ ოჯახში მოეწყო მოსამსახურედ.
* მას შემდეგ, რაც ოდრი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ტელეკომპანიები მისგან გვარის შეცვლას ითხოვდნენ, რათა ხალხს ჰოლივუდის ვარსკვლავ კეტრინ ჰეპბერნში არ არეოდა, თუმცა, ოდრიმ სასტიკი უარი განაცხადა.
* „რომაულ არდადეგებს” ათი ათასამდე ადამიანის თვალწინ იღებდნენ რომის ქუჩებში. ერთხელ ფილმის რეჟისორმა სასტიკად გააკრიტიკა ოდრი ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს, რასაც ხალხის მხრიდან სტვენა მოჰყვა. ხალხმა დაარწმუნა რეჟისორი, რომ ოდრიმ კარგად ითამაშა ის სცენა და რეჟისორს გადააფიქრებინა კიდევ ერთი დუბლის გადაღება.
* ოდრი ჰეპბერნის საყვარელი მოდელიერი იუბერ დე ჟივანში იყო.
* ოდრი სამჯერ იყო გათხოვილი, მისი მეორე მეუღლე მასზე 9 წლით უმცროსი იყო.
* ოდრი ჰეპბერნის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეთ ტეილორმა თქვა: „ღმერთს კიდევ ერთი ანგელოზი გაუჩნდა”.