კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერხიო რამოსი მამა გახდა

შარაპოვა ბრაზილიელებს ქომაგობს

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ განსაკუთრებულად მიულოცა „ჩელსის” ბრაზილიელ მცველს, დავიდ ლუიზს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრაზილიის ნაკრების 23-კაციან განაცხადში მოხვედრა და „ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე ბრაზილიის ნაკრების ფორმით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა შესაბამისი წარწერით. „მარია შარაპოვა, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ნამდვილად ვაფასებ ამას,” – არ დააყოვნა პასუხმა ფეხბურთელისგან.

 

საჩუქარი ეტოოსთვის

ლონდონის „ჩელსის” კამერუნელმა ლეგიონერმა თანამემამულე კალათბურთელისგან, ლიუკ მბაამუტესგან, რომელიც „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის” კლუბ „მინესოტა ტიმბერვულვზის” ღირსებას იცავს, საჩუქრად მაისური მიიღო. „მადლობა ლიუკს შესანიშნავი საჩუქრისთვის,” – ასეთი კომენტარით გამოაქვეყნა დიდი ზომის მაისურში გადაღებული ფოტოსურათი სოციალურ ქსელში სამუელ ეტოომ.

 

მსოფლიოს ათი უძვირესი კლუბი

გავლენიანმა ჟურნალმა „ფორბსმა” ევროპის ათი უძვირესი საფეხბურთო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც წელს ესპანური მადრიდის „რეალი” ლიდერობს 3,44 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზეა „ბარსელონა” – 3,2 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი „მანჩესტერ იუნაიტედი” – 2,81 მილიარდი დოლარით. ათეულში, ასევე, შევიდნენ: „ბაიერნი” – 1,85 მილიარდი დოლარი, „არსენალი” - 1,33 მილიარდი დოლარი, „ჩელსი” – 868 მილიონი დოლარი, „მანჩესტერ სიტი” – 863 მილიონი დოლარი, „მილანი” – 856 მილიონი დოლარი, „იუვენტუსი” – 850 მილიონი დოლარი, „ლივერპული” – 691 მილიონი დოლარი.

 

სერხიო რამოსი მამა გახდა

მადრიდის „რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მცველი, სერხიო რამოსი, მამა გახდა. 28 წლის ფეხბურთელსა და მის მეგობარ გოგოს, მოდელსა და ტელეწამყვან პილარ რუბიოს, მადრიდის ერთ-ერთ სამშობიაროში ვაჟი შეეძინათ, რომელსაც მამის პატივსაცემად სერხიო რამოს რუბიო დაარქვეს. სერხიოსა და პილარის წყვილისთვის პატარა სერხიო პირველი შვილია. 

скачать dle 11.3