კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა ილარიონ ქართველის მიერ აღსრულებული სასწაულები

ქალაქის მთავრის ძის განკურნება

უფლის ნებით, წმიდა ილარიონი და მისი მოწაფე რომში შევიდნენ და სიწმიდეები მოილოცეს. წმიდანმა იქ ორი წელი დაყო და კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. თესალონიკს რომ მიუახლოვდა, ქალაქის მთავრის კართან დასასვენებლად ჩამოჯდა. მთავრის მხევალმა სასახლიდან მთავრის 4 წლის ძე გამოიყვანა, რომელიც ცოცხალ-მკვდარი, დამბლადაცემული იყო და, წმიდა ილარიონის მახლობლად, მზის გულზე დააწვინა. წმიდანმა ქალს უთხრა: „დედაკაცო, წადი და წყალი მომიტანე“. წავიდა თუ არა ქალი, წმიდა ილარიონმა ჯვარი გადასახა ყრმას და თქვა: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, შენ გეუბნები, ყრმაო, ცოცხლად ადექი!“ ყრმაც მაშინვე განიკურნა.

წმიდანმა მას უთხრა: „წადი, შვილო, დედაშენი გეძახის“. ბავშვიც ადგა და სახლში შევიდა. მაშინ წმიდა ილარიონი წამოდგა და სხვა ადგილას წავიდა, რათა არავის გაეგო ამ სასწაულის შესახებ. მხევალმა ყრმა ხელში აიყვანა და დედოფალს მიჰგვარა. ბავშვი დაწვრილებით მოუყვა ამ სასწაულის შესახებ. დედა მაშინვე ქმართან შევიდა, ყველაფერი უამბო და ბავშვი აჩვენა. მაშინ მთავარმა ბრძანა, სასწრაფოდ დაეცვათ ქალაქის კარიბჭე და წმიდანი მოეძებნათ. მართლაც, იგი კარიბჭის გარეთ, აღმოსავლეთის მხარეს იპოვეს, რადგან, ვერ მოეხერხებინა მთაზე დაფუძნებულ ქალაქში დამალვა. ყველა მის ფეხებთან განერთხა, ნეტარმა კი აკურთხა და წამოაყენა ისინი. ყოველივე მაშინვე ეუწყა მთავარს, რომელიც წმიდანის შესახვედრად გამოვიდა, მის წინაშე მუხლებზე დაემხო და ფეხებზე ეამბორა ბერს. ნეტარმა ილარიონმა დალოცა იგი და წამოაყენა. მთავარმა წმიდანი თავის სახლში წაიყვანა და სთხოვა, ამოერჩია ის ადგილი, რომელიც მოეწონებოდა და დაბინავდებოდა. ნეტარმა ილარიონმა მყუდრო და მოსახერხებელი ადგილი გამოარჩია და იქ ეკლესია ააშენეს. წმიდანმა ითხოვა, მნახველებს არ შეეწუხებინათ და, ისიც დასძინა, რომ ცერცვისა და ორცხობილის გარდა სხვა საკვები არ გამოეგზავნათ ხოლმე მისთვის. ნეტარი ბერის მოღვაწეობით ბევრი აღივსო საღვთო მოშურნეობით და მისივე ხელით აღიკვეცნენ მონაზვნად.

 

წმიდა ილარიონ ქართველი და კოჭლი კაცი

წმიდა ქალაქ კონსტანტინოპოლის მოლოცვის შემდეგ წმიდა ილარიონ ქართველი ერთ მოწაფესთან ერთად რომში გაემგზავრა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად. თოთხმეტი დღის მგზავრობის შემდეგ რომის კარიბჭესთან ერთი ბაღი ნახა, რომლის კართანაც კოჭლი კაცი იჯდა. წმიდანი გვერდით მიუჯდა და უთხრა: „კაცო, ადექი და მომართვი ყურძნის ერთი მტევანი“. კოჭლმა უპასუხა: „აი, მამაო, ბაღი და, რაც გსურს, თავად წაიღე, რადგან, მე ჩემი ცოდვების გამო არ შემიძლია ადგომა. ცამეტი წელია, რაც დავკოჭლდი და ამ ადგილზე უფალი მასაზრდოებს“. მაშინ წმიდანმა ამოიხვნეშა და მიუგო: „ადექი, ძმაო, უფალს უბრძანებია შენთვის!“ კაცმა მეყსეულად გამართა ფეხები, ადგა და ნაყოფის მოსატანად ვენახში შევიდა. წმიდა ილარიონი კი ადგა და სხვა გზით წავიდა. უკან მობრუნებულმა კაცმა წმიდანი ვერსად იპოვა, ძებნა დაუწყო და ქალაქში შევიდა. ამ საკვირველების დანახვაზე ქალაქის მოსახლეობამ კაცს გამოკითხვა დაუწყო, მანაც უამბო სასწაულისა და თვისი განკურნების ამბავი. ისინი დიდხანს ეძებდნენ წმიდა ილარიონს, მაგრამ ვერსად იპოვეს.

скачать dle 11.3