კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, შეუძლიათ თუ არა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ორმოცამდე სხვის სამძიმარზე ან დაკრძალვაზე წასვლა?

პასუხი: გარდაცვლილი ადამიანის სამძიმარზე ან დაკრძალვაზე წასვლა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მდგომარეობაში შეუძლია, თუ მას ამის სურვილი გააჩნია. მოყვასის წუხილის გაზიარება ყოველი ქრისტიანის ვალია.

კითხვა: ჩამეთვლება თუ არა ცოდვა მიტევებულად, თუ მას გულით მოვინანიებ ხატებთან და არა მოძღვრის წინაშე?

პსუხი: ხატების წინაშე ნათქვამი აღიარება მიტევებულად არ ჩაგეთვლებათ, რადგან სინანულის საიდუმლო მოციქულთა დროიდან არსებობს და ის უფალმა დააწესა. ცოდვა მიტევებულად გეთვლებათ მას შემდეგ, რაც აღსარების შემდეგ მღვდელმსახური წაიკითხავს შენდობის ლოცვას.

კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი მრუშობის გზას დაადგა, ვფიქრობ, გავწყვიტო მასთან მეგობრობა. რას მირჩევთ?

პასუხი: თქვენ მასთან მეგობრობა უნდა გააგრძელოთ და უნდა ეცადოთ, გაუღვიძოთ სინდისის ხმა, აუხსენით, რომ ის სჩადის საკუთარი სულისთვის დამღუპველ ცოდვას და არ დააკლოთ ცდა, გააგებინოთ და გადაარჩინოთ თქვენი მეგობარი.

კითხვა: ყველა თვითმკვლელობა ითვლება თუ არა ცოდვად?

პასუხი: თავის მოკვლა უდიდესი ცოდვაა და ის მიუტევებელია. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც თვითმკვლელობა გმირობის ტოლფასია. მაგალითად, ქრისტიანობაში დაშვებულია შეგნებული თვითმკვლელობა, რომელიც ჩადენილია საკუთარი ღირსების დასაცავად მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დასაღწევად. ასეთი მაგალითები ისტორიულად არსებობს.

скачать dle 11.3