კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევიძინოთ ძვირიანი სამოსი იაფად ინტერნეტში „ძრომიალის” გარეშე და როგორ აქცია „მოდა ონლაინის” წამყვანმა ნატა ზარნაძემ გატაცება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ

3 თვეზე მეტია, რაც „TV 11-ზე” გადის ნატა ზარნაძის საავტორო გადაცემა „მოდა ონლაინ” და უკვე საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ნამდვილად ახალი სიტყვაა ქართული ტელესივრცისთვის ეს გადაცემა. დაწმუნებული ვარ, ნატასთან სტუმრობით, არამხოლოდ ჩემს, არამეც ძალიან ბევრი ტელემაყურებლის ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ. მით უმეტეს, რომ ის ძალიან უშუალო და გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა.  

 

– ნატა, როგორ მოხვდი „TV 11-ში?”

– გასული წლის სექტემბერში ტელე-იმედზე გადიოდა სერიალი „ჩვენი ამბავი”, რომელშიც მე ქეთის როლს ვთამაშობდი. გახსოვთ, ალბათ, ეს სერიალი. ის დაახლოებით 4 თვის განმავლობაში გადიოდა ეთერში. ამ სერიალის დახურვის პერიოდი დაემთხვა „TV 11-სთვის” მზადების პროცესს. არხის პროდიუსერებთან ერთად, გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა გადაცემა მოდაზე, ოღონდ ეს გლამურული კი არ უნდა ყოფილიყო,  არამედ – პრაქტიკული და დავიწყეთ ამ იდეის განხორციელება.

– შედეგი სახეზეა – „მოდა ონლაინ“ უკვე 3 თვეზე მეტია, წარმატებით გადის ეთერში. ვინ გეხმარება?

– მასალას თვითონ ვიძიებ და ტექსტსაც თვითონ ვწერ. ტექსტის რედაქტირებასა და ჩაწერაში კი, მეხმარება გადაცემის პროდიუსერი ირაკლი ვახტანგიშვილი. ირაკლი რომ არ იყოს, არ ვიცი, რა მეშველობოდა. 

– როგორ, შენ თვითონ, დაგესესხები ამ გამოთქმაში და „დაძვრები” ინტერნეტში ამდენი ინფორმაციის მოსაპოვებლად?

– მე თვითონ დავძვრები (იცინის). ეს ცოტა რთული პროცესია, სამაგიეროდ, შედეგია ძალიან სასიამოვნო. ჩვენ გვინდოდა, მაქსიმალურად პრაქტიკული ყოფილიყო, რომ ჩემი რჩევები და მიგნებები მაყურებელს გარდერობის განახლებაში რეალურად დახმარებოდა. თუ გამოხმაურებასა და ჩვენს ფესიბუქ-გვერდს დავუჯერებთ, მგონი, ეს შევძელით. რაც ძალიან მახარებს.

– სახელი ვინ შეურჩია გადაცემას?

– სახელწოდებასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან ბევრი ვერსია. გვინდოდა, გადაცემის შინაარსი მის სახელწოდებაში კარგად გამოკვეთილიყო და იდეების გენერირების შედეგად, მივიღეთ – „მოდა ონლაინ”.

როდესაც რომელიმე მოდის ჟურნალს ვათვალიერებ, ან ტელევიზორში ვხედავ ცნობილ ადამიანს, ჩემდაუნებურად, გონებაში მიტივტივდება მისი სამოსის ფასი, ბრენდი და ონლაინ მაღაზია, სადაც შეიძლება მისი შეძენა.  თავს ძალას ვატან, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა არ ვთქვა და სადაც ვარ, იმ წრეში არ ჩავატარო „მოდა ონლაინ” (იცინის).

– თვითონ სად და როგორ იმოსები?

– რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ჩემი ვარსკვლავური მიგნებები, მაგრამ შედარებით დაბალფასიანი, ალტერნატიული მიგნებებითაც მშვენივრად ვიმოსები. ასე რომ, ჩემი გადაცემა, როგორც მაყურებლის, ასევე ჩემი გარდერობის განახლებაშიც მეხმარება. 

– დაწმუნებული ვარ, შენს მრავალრიცხოვან მაყურებელთა შორის, უმრავლესობა ქალია, თუ სრული უმრავლესობა, არა.

– თავიდან ჩვენც ასე გვეგონა და ეს გადაცემა გათვლილი იყო ქალებზე. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პირველი ორი გადაცემა მხოლოდ ქალებისთვის მომზადდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მამაკაცებიც ინტერესდებიან იგივე თემით და მათაც სურთ, ძვირიანი ტანისამოსის იაფად შეძენა. ამიტომ, დავამატეთ კაცების რუბრიკაც. დღესდღეობით, ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე გამოხმაურებებს თუ გადავავლებთ თვალს, კაცებიც ზუსტად იგივე დოზით აქტიურობენ, რა დოზითაც – ქალები.

– დაწმუნებული ვარ, მშვენივრად ერკვევი და ჩვენც გაგვარკვევ, თუ რა ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას ვარსკვლავები?

– შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ჩამცმელებად მსოფლიოში ითვლებიან: სარა ჯესიკა პარკერი, გვინეტ პელტროუ, ჯორჯ კლუნი, ჯასტინ ტიმბერლეიკი. ბრენდებიდან ფეხსაცმელზე თუ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობს „კრისტიან ლოგუტინი”, ქალის სამოსიდან – „ოსკარ დე ლა რენტა”, „ბალენსიაგა”, რა თქმა უნდა, „შანელი”. რაც შეეხება მამაკაცის სამოსს, კლასიკურ სამოსზე თუ ვისაუბრებთ, „არმანი პრაივი” არის ჰოლივუდის მამაკაცების ფავორიტი ბრენდი. ყოველდღიურად ცალსახად ვერ ვიტყვი, მაგრამ ხშირად აცვიათ „კომ დე გაღსო”, „ლანვინი”. ფეხსაცმლის ბრენდებიდან კი, ლიდერობს „მეისონ მარტინ მარჟიელა” და „სალვატორე ფერაგამო”. 

– ძალიან კარგად ერკვევი მოდაში, სერიალის გმირიც იყავი, ახლა გადაცემა მიგყავს, რას პროფესიის ხარ?

– დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, ვარ მსახიობი. რაღაც პერიოდი, აღარ მინდოდა მსახიობობა და ჩავაბარე მაგისტრატურაში კავკასიის უნივერსიტეტში. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს ორი სპეციალობა. ვარ მსახიობი და დიპლომის დაცვის შემდეგ ვიქნები პიარის სპეციალისტი. 

სატელევიზიო გადაცემის წაყვანა, თავიდან არც ისე ადვილი აღმოჩნდა ჩემთვის. ერთია, თამაშობდე სცენას, იცოდე, რომ სადღაც, შორს კამერა გაფიქსირებს და მეორეა, ესაუბრო უშუალოდ კამერას. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ დიდი შრომის შედეგად, ნელ-ნელა ეს დაბრკოლებაც გადავლახე. გადაღების პროცესში ჩემთვის ერთ-ერთი სირთულეა ტანსაცმლის ფასის დამახსოვრება და ხშირად ამის გამო, რამოდენიმე დუბლი გამიფუჭებია. მაგრამ, ჩვენი ოპერატორები და პროდიუსერები ძალიან მომთმენები არიან და ცდილობენ, ყოველი გაფუჭებული დუბლის შემდეგ, მაინც გაიღიმონ. 

– საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული რეჟიმით ცხოვრობ...

– გეთანხმები. ამ ყველაფერთან ერთად, 2 შვილის დედობა არც ისე იოლი საქმეა. მაგრამ, მაია და ნიკო კარგი ბავშვები არიან და მაძლევენ საშუალებას, სწორად გადავანაწილო დრო. 

– დასვენების დღეები როგორი გაქვს?

– დასვენების დღეები ვცდილობ, ბავშვებთან ერთად გავატარო, ან სამზარეულოში ვიტრიალო. ძალიან მიყვარს საჭმლის მომზადება და თუ ახლობლებსა და მეგობრებს დავუჯერებ, მგონი, კარგადაც გამომდის. ჩემი ეს გატაცება საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ ვაქციე და მალე ერთ-ერთ კულინარულ ჟურნალში სპეციალურ რუბრიკასაც მოვამზადებ.

– მაშინ, სანამ იმ ჟურნალის ფურცლებიდან გავიგებთ, იქნებ მანამდე, ჩვენც გაგვანდო ერთი საფირმო რეცეპტი?

– სიამოვნებით. ქართულ და ევროპულ ინგრედიენტებს გავაერთიანებ და ძალიან მარტივ, გემრიელ და განსხვავებულ კიტრისა და პომიდვრის სალათის რეცეპტს გაგანდობთ. სასურველია, ამ სალათისთვის გამოიყენოთ, პატარა ზომის, ეგრეთ წოდებულ, ჩერი პამიდორი, კიტრი  და მწვანილი „რუკოლა”, რომელიც უკვე ნებისმიერ დიდი სუპერმარკეტების ქსელში იყიდება. კიტრს და პომიდორს დავჭრით, რუკოლას გარეცხვის შემდეგ, დიდ ნაწილებად ხელით დავანაწევრებთ და რაც მთავარია, სალათისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეგრეთწოდებული დრესინგია – ვიღებთ სვანურ მარილს, ზეითუნის ზეთს, ბლანტ ბალზამიკოს და ვაკეთებთ სოუსს, რომელსაც მოვსახამთ სალათას. დამიჯერეთ, ზაფხულის ცხელ დღეებში, ეს სალათა თქვენს ერთ-ერთ საყვარელ საკვებად იქცევა.

 

скачать dle 11.3