ნინო ვარსიმაშვილი – ექსტრასენსი და ნათელმხილველი, ვინც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის
როგორ დავამარცხოთ ბოროტი ძალა, გავიხსნათ ბედი და მოვიზიდოთ ბარაქა
ნინო ვარსიმაშვილი დღეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსტრასენსი და ნათელმხილველია. მის შესახებ ქართულ პრესაში არაერთხელ დაწერილა. მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ მოგაწვდით ინფორმაციას ამ ქალბატონის შესახებ, რომლის ფენომენალურ ნიჭზეც თბილისში საოცარ ისტორიებს ყვებიან. უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, რაც ნინო ვარსიმაშვილი ადამიანების დახმარებას ცდილობს და მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.
– ქალბატონო ნინო, დღეს რას მოიცავს თქვენი ნათელხილვები?
– ყველა იმ პრობლემას, რაც აწუხებთ ადამიანებს. ვმუშაობ ოჯახის აღდგენასა და დაკარგული პიროვნების დაბრუნებაზე, ჯადოს მოხსნაზე, ბედის გახსნაზე, ბარაქის მოზიდვასა და ეკონომიკურ პრობლემებზე, ვკურნავ სხვადასხვა შიშს, ნევროზს. პროცედურები განსაკუთრებულად ეფექტურია იმ თილისმების მეშვეობით, რომელსაც 16 კომპონენტის შემადგენლობით ვამზადებ. პროცედურის შემდეგ ადამიანის ბედი თავისუფალია კეთილი მომავლისთვის. ვაკეთებ თილისმებს ბარაქასა და წარმატებებზე, ჩემი მუშაობის სტილი განსხავავებულია – მე მეხმარება სპეციალური ლიტერატურა, რომელიც სოფელ კაბალში მცხოვრებმა 81 წლის მამაკაცმა გადმომცა თხოვნით, მისი გზა გამეგრძელებინა, რადგან ეს ხილვაში ჰქონდა ნანახი. რამდენიმე წლის წინ, წასვლა მომიწია საბერძნეთსა და მოსკოვში. მე იქ სხვადასხვა პიროვნების თხოვნით და მიწვევით ჩავედი. ისინი ჩემი ძველი კლიენტები იყვნენ და არაერთხელ გავუწიე დახმარება. დღეს მათთან მუშაობას ტელეფონის საშუალებით ვახერხებ.
ქალბატონ ნინოსთან ყოველთვის ხალხმარვლობაა, ჩვენ რამდენიმე ადამიანს საკუთარი ისტორიების გაზიარება ვთხოვეთ.
მაყვალა ჭელიძე (60 წლის, თბილისი): ნინო ვარსიმაშვილი ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ვნახე და მაშინვე გამახსენდა ათი წლის წინანდელი ისტორია, როცა მან ჩემს მეზობელს დაკარგული შვილი აპოვნინა. ის ბავშვი აყვანილი ჰყავდათ მშობლებს. ეს რომ გაიგო, სახლიდან გაიქცა. ორი წელი ეძებდნენ, პოლიციამაც კი ვერ მიაგნო. ნინომ პირდაპირ მიუთითა მათ ბავშვის ადგილსამყოფელი. რომ არა ნინო, ის ოჯახი ბავშვს ალბათ ვერ იპოვიდა. ამ ამბიდან 5 წელი იყო გასული, როცა მეც შემექმნა ოჯახური პრობლემები. ჩემი ვაჟიშვილი ამორალურ ქალს გადაეკიდა და მის გამო ცოლი და ორი შვილი მიატოვა. ოჯახი დაენგრათ. ტვინი ისე ჰქონდა არეული, ბავშვების ნახვაც კი არ უნდოდა. მაშინვე ნინოს ძებნა დავიწყე, გავიგე, რომ საბერძნეთში იყო წასული. ჩემდა ბედად, ერთ თვეში ბრუნდებოდა თბილისში. სამი-ოთხი ვიზიტი დამჭირდა. ნინომ ჩემი შვილის კუთვნილი ნივთები მიმატანინა. რამდენიმე თილისმა გამომატანა, რომელიც ჩემს რძალს გადავეცი. სამი თვეც არ იყო გასული, გაქცეული შვილი ოჯახს დაუბრუნდა. მას შემდეგ ნინოზე ძვირფასი არავინ მყავს. ახლა ჩემი მეორე შვილის გამო ვარ მოსული, რომელსაც ფინანსური პრობლემები შეექმნა. ნინოზე ძლიერი ბარაქის მოზიდვაში არავინაა. ორი სეანსია, რაც აქ მოვდივარ და უკვე ვგრძნობ, რომ ჩემს გოგოს საქმეები უკეთესად მისდის.
მადლენა ბირკაია (45 წლის, ბათუმი): ნინო ვარსიმაშვილის შესახებ თქვენი ჟურნალიდან შევიტყვე. იმ პერიოდში ვალების გამო სახლის გაყიდვას ვფიქრობდი, მაგრამ თითქოს რაღაცამ შემკრა, სახლი ვერ გაიყიდა. ნინომ მითხრა, მაგ ბინაში საგვარეულო ჯადოა გაკეთებულიო. მასწავლა, როგორ უნდა „გამეთავისუფლებინა” სახლი. ყველაფერი ისე გავაკეთე და ერთ თვეში საოცრება მოხდა – სახლი იმაზე ბევრად მეტად გავყიდე, ვიდრე ვგეგმავდი. ამას ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი საოცრება მოჰყვა – ოჯახი დანგრეული მქონდა, იმდენ პრობლემაში ვიყავი გახვეული, საერთოდ არ ვფიქრობდი დაოჯახებას. კიდევ ერთს გეტყვით: ოჯახი ისე დამენგრა, შვილი არ მეყოლა. მახსოვს, ნინომ პირველივე ვიზიტზე მითხრა: რაღაც მშენებლობას ვხედავ, რომელთანაც შენი ბედია დაკავშირებული. შენ მალე გათხოვდები და ტყუპებს გააჩენო. ჩემს ასაკში ტყუპების გაჩენა წარმოუდგენელი იყო, გათხოვებასაც აღარ ვფიქრობდი. ჩემდა გასაოცრად, მეგობარმა სამსახური შემომთავაზა ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, სადაც გავიცანი უცხოელი ინჟინერი, რომელიც ბათუმში დროებით იყო ჩამოსული. ოთხ თვეში დავქორწინდით და ცხრა თვეში ტყუპი ბიჭი გავაჩინე. ამის მეტი რა მოგიყვეთ. ერთს გეტყვით, რომ ნინო ვარსიმაშვილს აქვს ხილვები, რომელიც აუცილებლად სრულდება.
ნუნუ მელაშვილი (65 წლის, გორი): ჩემმა შვილმა კოტემ უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა, მერე ასპირანტურაშიც სწავლობდა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს ცდილობდა, ვინ აღარ შეაწუხა, სამსახური ვერ იშოვა. მაშინ მეზობელმა მიამბო ნინო ვარსიმაშვილის შესახებ. ძლივს დავითანხმე ჩემი შვილი, რომ წამომყოლოდა. ხომ იცით, კაცების ამბავი. აქ მოსვლიდან ერთ თვეში, მოხდა სასწაული – კოტემ მუშაობა დაიწყო. მერე ნინომ აიჩემა, ამ ბიჭს ბედის გახსნაშიც უნდა დავეხმაროო. 40 წლის კაცის დაოჯახება იოლია? რამდენიმე თილისმა მოგვცა, კოტე ამ თილისმებს ატარებდა. ორ-სამ თვეში სამსახურიდან მომავალმა ქუჩაში მშვენიერი გოგო გაიცნო და ძალიან მალე მასზე დაქორწინდა კიდეც. სასწაული არ არის ეს, აბა, სხვა რა დავარქვა?!
ქალბატონ ნინოსთან დასაკავშირებლად დარეკეთ ტელეფონზე: 597 82 68 68 (ჩაწერა წინასწარ).
მისამართი: თბილისი, წითელწყაროს ქუჩა (მეტრო „ავლაბართან”).