კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეამჩნია თამარ ივერში ფრანკო ძეფირელიმ და როგორ იტანს ის საყვარელ მამაკაცთან განშორების ბლიც-პერიოდებს

ქართველი სოპრანო თამარ ივერი, ძალიან თბილი, მოსიყვარულე და გულახდილი ადამიანია. მომღერალი, უცხოეთში დიდ წარმატებებს აღწევს და ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს. მაგრამ, როგორც კი დრო გამოუჩნდება, მაშინვე საქართველოში მოდის, რადგან მისთვის მთავარი საყვარელი და ახლობელი ადამიანების გვერდით ყოფნაა. რატომ უწევს მას  ბოლო დროს ქმრის, რაულის გარეშე ხშირად ყოფნა, რა ოცნება ჰქონდა ბავშვობაში და რას გრძნობს ის სამშობლოში ჩამოსვლისას, ამაზე ინტერვიუში გვესაუბრება.

 

თამარ ივერი: ბავშვობაში უცნაური ოცნება მქონდა, ძალიან მინდოდა, ნაყინის გამყიდველი ვყოფილიყავი. მთელი დღე ველოდებოდი, როდის ჩამოივლიდა ჩემს ქუჩაზე ნაყინის გამყიდველი და დაიძახებდა: „მაროჟნიიი!” (იცინის). სულ ვფიქრობდი, რა ბედნიერი ადამიანია, ყუთში ალბათ ხუთასი ნაყინი უწყვია და რამდენსაც უნდა, იმდენს ჭამს-მეთქი. მთელი ბავშვობა მისი მშურდა. ნაყინს რომ ვჭამდი, დედამიწაზე ყველაფერი მავიწყდებოდა. რომ წამოვიზარდე, მერე ბალერინობაზე ვოცნებობდი. ჩამოვიცვამდი ზღვის გასაბერ რგოლს, გადავაფარებდი ქვედაბოლოს და სარკის წინ ვცეკვავდი. მამამ პუანტებიც მიყიდა და უბედნიერესი ვიყავი. საათობით ვცეკვავდი, ხან ვვარდებოდი და ცერებზე დგომით, გადატყაული მქონდა ფეხის თითები და მუხლები. თუმცა, ეს გატაცებაც, გატაცებად დარჩა, რადგან ტკბილეული მიყვარდა, პუტკუნა ბავშვიც ვიყავი და მივხვდი, ჩემგან ბალერინა ნაკლებად დადგებოდა. მერე მსახიობობა მოვინდომე და ვოცნებობდი, ერთ დღეს ფრანკო ძეფირელის გავიცნობ, შეამჩნევს ჩემს სამსახიობო ნიჭს და გადამიღებს თავის ფილმში-მეთქი. 

– დღეს, საკმაოდ პოპულარული მომღერალი ხარ და  უცხოეთის არაერთ სცენაზე გამოდიხარ. დავიჯერო, ფრანკო ძეფირელიმ ვერ შეგამჩნია?

– სხვათა შორის, „ტურანდოტი” რომ უნდა მემღერა, რეჟისორი ძეფირელი გახლდათ. უკვე ძალიან მოხუცია და თან, რეპეტიციას რომ გავდიოდით, ოპერაცია გაიკეთა და ვერ მოდიოდა. ერთ დღესაც, გვითხრეს, ხვალ, თავად ფრანკო ძეფირელი მოდის რეპეტიციის ჩასატარებლადო. მთელი ღამე არ მიძინია, ვფიქრობდი, ბავშვობის ოცნება ამიხდა-მეთქი და მისი ფილმები, კადრებივით გადიოდა ჩემს თვალწინ. მეორე დღეს, სანამ მოვიდოდა, ყოველ ხუთ წუთში პომადას ვისვამდი, პუდრს ვიცხებდი და სარკე არ გამიგდია ხელიდან, თითქოს ქასთინგზე გავდიოდი (იცინის). მოკლედ, მობრძანდა „ლიმუზინით“ და დარბაზში შემოვიდა ინვალიდის ეტლით. ძალიან მოხუცია, მაგრამ ულამაზესი მამაკაცი, ქერა, ცისფერთვალება. ისე ვუყურებდი, როგორც რელიკვიას და ვაცნობიერებდი, ვის წინ ვიდექი. „კორვალოლიც” კი დავლიე, ისე იმოქმედა ამ რეჟისორთან შეხვედრამ. ძლივს იჯდა ეტლში, ამომხედა და თქვა: უი, რა ლამაზი ლიუ მყოლიაო. მკითხა, საიდან ხარ, რა ლამაზი თვალები გაქვსო. ხომ იყო ძალაგამოცლილი? რომ დაიწყო რეპეტიცია და გაისმა მუსიკა, სულ დაავიწყდა თავისი ავადმყოფობა და პრობლემები. შემართებით წამოდგა ფეხზე და ისეთი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, ეს უნდა გენახათ. ისე გვაწვალა, იმდენი შენიშვნა მოგვცა, ისეთი კატეგორიული იყო, ისეთი მოთხოვნები ჰქონდა, გადაგვქანცა (იცინის). ეს რეჟისორი ჩემთვის ცოცხალი რელიკვიაა. სხვათა შორის, საქართველოში დავპატიჟე. მითხრა, ძალიან ბევრი მსმენია თქვენი ქვეყნის შესახებ და მინდა იქ ჩასვლა, მაინტერესებს თქვენი ქვეყნის კულტურის ნახვაო. მაგრამ, იმდენად მოხუცია და ავადმყოფობს, სავარაუდოდ, ამას ვერ შეძლებს. თავადაც აღიარა, ალბათ, ვერ შევძლებ საქართველოს ნახვას, უკვე ასაკში ვარ და ავადმყოფობაც მიშლის ხელსო. 

– თამარ, იღბლიანი ხარ – სასიმღერო კარიერაშიც საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიე და პირად ცხოვრებაშიც შეხვდი ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარხარ, გიყვარს და ერთად ბედნიერად გრძნობთ თავს. როგორ გგონია, ქალის ბედნიერებისთვის ეს საკმარისია?

– ვერ გეტყვით, პირადი ცხოვრება და კარიერა მოვიწყვე და ამის გამო, უნდა მოვდუნდე და დავტკბე იმით, რაც მაქვს-მეთქი. სულ ძიებაში ვარ. რასაკვირველია, ეს პირად ცხოვრებას არ ეხება, რადგან ჩემი სიყვარულის ისტორია ვერონაში დაიწყო და, მე და რაულს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. კარიერაში კი სულ ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობაზე ვფიქრობ. ნებისმიერი მომღერლისთვის საოცნებო როლები განმისახირებია, მაგრამ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მინდა. ზოგადად, მიზანდასახული და მებრძოლი ვარ. არ მინდა საკუთარი თავი გავთვალო ხშირად იმის თქმით, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ამას ვერ უარვყოფ (იცინის). თუმცა, გამოგიტყდებით, ხმამაღლა ვერიდები იმის თქმას, რომ ბედნიერი ვარ, გულში კი ხშირად ვიმეორებ. მე ბედისწერის მჯერა და იმის, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც მომენტები მაღლა, ზეცაში იწერება. მას ვერც დავაჩქარებ, ვერც ავცდები და ვერც გავუსწრებ. თუმცა, მთლად ბედისწერას არ ვარ მინდობილი. კარგი, ბედნიერი და სიურპრიზი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ეს ბედისწერაა და მაღლა იგეგმება, მაგრამ თუ არ ვიშრომე და შექმნილ პრობლემას თავად არ გავუმკლავდი, ამას ზემოდან ვერავინ მომიგვარებს. მაგალითად, არც ერთ მომღერალს არ უყვარს ჩავარდნის პერიოდებზე საუბარი, თუმცა, ეს ნებისმიერის ცხოვრებაში ხდება და არც მე ვარ გამონაკლისი. ერთი პერიოდი, ჩემი ცხოვრება პრობლემებით იყო სავსე, სცენაზე ვიდექი, მაგრამ ყელში ბურთი მეჩხირებოდა სიმღერის დროს და არ მემღერებოდა. შესაძლოა, ამას მსმენელი ვერ ამჩნევდა, მაგრამ მე ხომ ვხვდებოდი? ეს ის მომენტი იყო, როცა საკუთარი თავი თავად უნდა ამეყვანა ხელში და სხვა ვერ მიშველიდა.

– ამ დროს მეგობრის გვერდით ყოფნა, მისი რჩევა და დახმარება ხომ ყველაზე კარგი დამამშვიდებელი და აუცილებელია?

– მე მყავს, 2-3 „გურუ”, ვისაც ვენდობი და პატივს ვცემ. თორემ, ვითომ „გურუები”, იმდენია ჩემს გარშემო, ვერც დავთვლი. მე იმის თქმა მინდა, რომ თავად უნდა ეძებო პრობლემა საკუთარ თავში და ასე, უფრო ადვილად მოაგვარებ. თუ სულერად და ფიზიკურად დაწყნარებული არ ვარ, ისე საღად აზროვნება მიჭირს. ამიტომ, აღელვებული და აფორიაქებული თუ ვარ, ვიკეტები ოთახში და თვითონვე ვიწყნარებ თავს.

– ამ ბოლო დროს, საკმაოდ ხშირად ჩამოდიხარ საქართველოში. ამის მიზეზი ნოსტალგიის მოძალებაა თუ ქმრის ბიზნესი, რომელსაც ის საქართველოში გეგმავს?

–  როცა თავისუფალი დრო მაქვს, საქართველოში გამოვრბივარ. დედა და რაულიც აქეთ არიან და ძალიან მენატრებიან. დიახ, რაულმა, ბიზნესი წამოიწყო და აქეთ უწევს ყოფნა. თუმცა, ვენაშიც ხშირად ჩამოდის.

– მერე, მასთან ასეთ განშორებებს როგორ იტან?

– ფანტასტიკურად (იცინის). დიდ ხანს რომ ერთად ვართ, ორი-სამი კვირა ერთმანეთისგან ვისვენებთ. რომ შევხვდებით, ისევ ვივსებით განშორებული, მონატრეული სიყვარულით. მინი ბლიც-განშორებები, უფრო აახლებს სიყვარულს და შეყვარებული წყვილის ურთიერთობას. რამდენიმე დღე რომ ვერ მნახავს, მირეკავს: და მეუბნება: თამარ, შენი ჩხუბიც მომენატრა, მირჩევნია მეჩხუბო, მეჯიჯღინო და ჩემს გვერდით იყოო (იცინის). რაული რომანტიკული ადამიანია და სულ ცდილობს, სიურპრიზებით გამანებივროს. რომ არ ველოდები, ისე დამადგება ხოლმე თავზე ვარდების თაიგულით.

– თუ საიდუმლო არ არის, რა ბიზნესის წამოწყებას გეგმავს რაული?

– რაც შეეხება ბიზნესს, მანქანების რეცხვის ქსელის გაკეთება უნდა ინოვაციური მეთოდებით. ბინების და ოფისების დასუფთავების მომსახურება. ვფიქრობ ხოლმე, ცუდი ყოფილა ბიზნესმენის ცოლობა, თუ ასეთ განშორებასთან არის დაკავშირებული-მეთქი (იცინის). მაგრამ, არც ხელოვანი ქალის ქმრობაა ადვილი. ის განშორების ორი-სამი კვირა, ძალიან მალე გადის, რადგან ორივე დაკავებულები ვართ. თუმცა, საღამოობით, „სკაიპით” საათობით ვსაუბრობთ. 

 

скачать dle 11.3