როგორ გახდა ქართველი ამერიკელი – მიშა ცინაძე წარმატებული კომპანიის ბოსი და ვის სთავაზობს ის თბილისში ახალი პროფესიის არჩევასა და დასაქმებას
ორი თვის წინ ჩვენს ჟურნალში, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეუელებრივ ემიგრანტული ისტორიის შესახებ მოგიყევით და ქართველი ამერიკელი მიხეილ ცინაძე გაგაცანით. ამ სტატიას მკითხველის დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. შესაბამისად, კვლავ გადავწყვიტეთ, მოგვეთხრო იმ ადამიანის შესახებ, რომელიც სამშობლოდან შორეულ ამერიკაში ისე ჩავიდა, არც დამხმარე ჰყავდა, არც მფარველი. რამდენიმე წელიწადში კი, წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელი გახდა. დღეს კომპანია S-CAD Group, რომელსაც ბატონი მიშა ხელმძღვანელობს, უკვე თბილისშიც ფუნქციონირებს. კომპანიის ბაზაზე არსებულ სასწავლო-საკვალიფიკაციო ცენტრში ყველა მსურველს აქვს საშუალება, დაეუფლოს ახალ პროფესიას, დასაქმდეს და ცხოვრება დაიწყოს თავიდან. ეს რომ გვიანი არასდროსაა, უკვე კარგად იცის – მან თავად გაიარა ეს გზა, როდესაც 34 წლის ასაკში, ამერიკაში ცხოვრების თავიდან დაწყება მოუხდა.
მიშა ცინაძე: ქართულ-ამერიკული კომპანია S-CAD Group სამი წლის წინ დაფუძნდა. ამერიკაში ცხოვრების 14-წლიანი პერიოდის შემდეგ, როდესაც პირველად საქართველოში დავბრუნდი, გადავწყვიტე, კომპანიის საქმიანობის არეალი გამეზარდა და ჩემი ბიზნესი საქართველოშიც გადმომეტანა. დღეს კომპანიის ბაზაზე არსებობს სასწავლო ცენტრი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვაძლევთ შანსს, შეისწავლოს ახალი პროფესია და შეიცვალოს ცხოვრების გეზი. პროგრამა AutoCAD, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ უნიკალური კომპიუტერული პროგრამაა, რომლის გარეშეც დღეს უკვე წარმოუდგენელია საპროექტო, სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურული თუ მანქანათმშენებელი ფირმის ფუნქციონირება.
– თქვენ თავად ხართ ამერიკის მოქალაქე, როგორ მოხვდით ამერიკაში? როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო ემიგრანტული ისტორია გაქვთ.
– ამერიკაში მოვხვდი 90-იან წლებში. მაშინ თბილისში ძალიან მძიმე, გაჭირვებული პერიოდი იყო. ხელოვანისთვის იმ სოციალურ პირობებში ცხოვრება რთული გახლდათ, პატარა ბიზნესი მქონდა, რომელსაც აქ განვითარების არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა. იძულებული გავხდი ოჯახთან ერთად ამერიკაში წავსულიყავი, ამერიკაში დამხვდა ჩემთვის აბსოლუტურად უცხო სამყარო. ჩვენ ჩავედით ნიუ-ჯერსის შტატში, ნიუ-იორკიდან ძალიან ახლოს მდებარე ქალაქ ბლუმფილდში. თავიდან ძალიან გამიჭირდა იქაურ რეალობასთან შეგუება, დაახლოებით ორ კვირაში უკან წამოსვლა მინდოდა. არ ვიცოდი, რა ჩამეცვა, როგორ მოვქცეულიყავი დამქირავებელთან სამსახურზე მისული – მეგონა, ხელფასის მოთხოვნა სირცხვილი იყო, ან არ ამიყვანდა სამსახურში თუ ჩემს „ფასს” ვეტყოდი (იცინის). ჩვენს ყოფას ართულებდა ის, რომ არ გვქონდა ფული. სასწრაფოდ მუშაობა უნდა დამეწყო, მაგრამ მქონდა ყველაზე დიდი პრობლემა – ენის ბარიერი. სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, ინგლისურად მხოლოდ ორი სიტყვა ვიცოდი: გამარჯობა და ქოლგა.
– ქოლგა რატომ?
– ინგლისური ენის მასწავლებლის წყალობით. მას რატომღაც ძალიან უყვარდა სიტყვა ქოლგა და თუ რამეს გვასწავლიდა, ყველაფერი ქოლგის გარშემო „ტრიალებდა” (იცინის). მახსოვს, როდესაც პირველად ქუჩაში გავედი და პურის საყიდლად მაღაზიაში შევედი, გამყიდველს თითით ვანიშნე, რომ პური მინდოდა. გამიმართლა და ებრაული ორგანიზაციის დახმარებით 34 წლის ასაკში მოვხვდი ინგლისური ენის უფასო კურსებზე. მაშინაც ვიცოდი და მერე უფრო დავრწმუნდი, რომ არც ერთ ასაკში არაა გვიანი ცხოვრება თავიდან დაიწყო. ორი კვირა ვიარე სკოლაში და როგორც კი ცოტაოდენი ინგლისური ვისწავლე, მაშინვე სამსახური მოვძებნე. ძალიან პატიოსნად ვმუშაობდი. ამერიკაზე ისეთი წარმოდგენა მქონდა, მეგონა, ერთი წამი რომ გავჩერებულიყავი,ზედამხედველი მაშინვე სამსახურიდან გამაგდებდა. მოკლედ, გაუჩერებლად ვმუშაობდი (იცინის). როცა იმ კომპანიიდან ახალ სამსახურში გადავედი, უკვე გამოცდილი თანამშრომელი ვიყავი და ინგლისურიც ვიცოდი. თან, ავტომანქანაც მყავდა, რომელიც ჩემი ძმის მეგობარმა მაჩუქა. ეს ჩემთვის, როგორც ემიგრანტისთვის, დიდი ამბავი იყო. მართვის მოწმობა ავიღე, სამსახურში უკვე მანქანით დავდიოდი. მივხვდი, რომ ცხოვრება არც ისე ცუდია და მას თავად ქმნი. ახალ კომპანიაში უფრო და უფრო რთულ საქმეებს მანდობდა უფროსი. მეც უამრავ იდეას ვაწვდიდი, რის გამოც საქმე უფრო სწრაფად კეთდებოდა. ახალ კომპანიაში დავნერგე მეთოდი, რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელისთვის უკვე ძალიან სანდო თანამშრომელი გავხდი, მით უფრო მას შემდეგ, რაც დიდი შეკვეთა ავიღეთ, რომელიც უზარმაზარი ბიბლიოთეკის დიზაინერული პროექტის შექმნას უკავშირდებოდა. ამ პროექტისთვის საჭირო გახდა ჩუქურთმების გაკეთება. იქ გამომადგა ქართული მოხერხებულობა. დავამზადე დაზგა და ისეთი ბიბლიოთეკა დავაპროექტე, შემკვეთი ძალიან კმაყოფილი დარჩა.
– როგორ წამოიწყეთ ამერიკაში საკუთარი ბიზნესი?
– საპროექტო-დიზაინრეულ კომპანიაში, სადაც მე ვმუშაობდი, იმდენი შეკვეთები გვქონდა და ისეთი გამოცდილება მივიღე, ამ საქმეების გაძღოლა დამოუკიდებლადაც შემეძლო. გავაკეთე პატარა ოფისი, ავიღე შეკვეთები. ისეთი სტიმული მქონდა, ღამეებს შრომაში ვათენებდი. მალე სტაფის აყვანაც დამჭირდა, რამდენიმე თანამშრომელი ავიყვანე, მერე უფრო გაიზარდა ჩემი საქმე.
– წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, თქვენ მაინც დაბრუნდით თბილისში.
– წელიწადში რამდენიმე თვე იქით ვარ, რამდენიმე თვე – აქეთ. პირველად თბილისში 2010 წელს დავბრუნდი, როცა დედა გარდამეცვალა. თბილისმა ჩემზე ისეთი საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, შოკში ჩავვარდი. როცა თვითმფრინავმა თბილისს გადმოუფრინა და მე განათებული ქალაქი დავინახე, ჩემს ძმას ვუთხარი: მგონი, მფრინავს შეეშალა და მიუნჰენში ჩამოგვიყვანა-მეთქი. ამის შემდეგ ძალიან გავოცდი აეროპორტში. იმ საოცარი სიტუაციიდან, საიდანაც მე წავედი, დავბრუნდი აბსოლუტურად სხვა რეალობაში. აეროპორტში კი არ დამხვდა ქალი „ტაბურეტკაზე” და მელნის ბეჭედი კი არ ჩამიტყა საბუთებში, დამხვდნენ გაპიწკინებული ოფიცრები, ინგლისურად მითხრეს, კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა საქართველოშიო. ვიფიქრე, ეს სად ჩამოვედი, ეს სად მოვხვდი-მეთქი. სრული შოკი დამემართა.
– თქვენი ოჯახიც დაბრუნდა თბილისში?
– ჩემი შვილები ამერიკაში სწავლობენ. უფროსი შვილი – ნათია, როცა წავედით, მაშინ წავიყვანეთ თან, უმცროსი – ნოდარი იქ დაიბადა, მაგრამ კარგად იცის ქართული ენა. ნათია ძალიან ხშირად არის თბილისში და როდესაც მე აქედან მივდივარ, ჩემს საქმეებს უძღვება. უფროსი შვილი ბიზნესში ჩემი მარჯვენა ხელია. ამერიკაში მუშაობს ჩემი მეუღლე, ის ერთი ხელის მოსმით ვერ მიატოვეს იქაურ ცხოვრებას. მამა უკვე ხანდაზმულია, რამდენჯერაც შევთავაზე, თბილისში ცოტა ხნით წამოსვლა, ვერ დავითანხმე. ჩემი გული ვერ გაუძლებსო, – მეუბნება. შინაგანად უჭირს, ამდენი წლის შემდეგ სამშობლოსთან შეხვედრა. როცა თბილისში პირველად ჩამოვედი და რეგიონებს ვეწვიე, იმ უზარმაზარი ცვლილებების შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა, აღმოვაჩინე, რომ ამ ქვეყანას ჰქონდა ¹1 პრობლემა. ეს იყო უმუშევრობა, რის შემდეგაც ამაზე აქტიურად დავიწყე ფიქრი. ახლობლებიც ხშირად მეუბნებოდნენ: შენ რა გიჭირს, ამერიკელი ხარ, ფული გაქვს, შენთვის აქ ყველაფერი კარგადაა. არ იცი, ჩვენ რა დღეში ვართო. ამან ძალიან დამაფიქრა. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ბიზნესის და კომპანიის ნაწილის აქ გადმოტანაზე მეფიქრა. როგორც კი თბილისში დავბრუნდი დავაფუძნე სასწავლო-საკვალიფიკაციო ცენტრი, ახლა უკვე რამდენიმე ჯგუფში ვიღებთ მსურველებს, რომელთაც საშუალება აქვთ დაეუფლონ იმ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც სჭირდება საინჟინრო, დიზაინერულ საქმეს. წარმატებული სპეციალისტების დასაქმება ხდება ჩვენთან. მათთვის კი, ვისაც ჩვენ ვერ ავიყვანთ, მუშაობენ აგენტები, რომლებიც მათ დასაქმებაში დაეხმარებიან. კომპანიამ ახლახან დაასრულა უფასო ტრენინგკურსი სოციალურად დაუცველთათვის. სამომავლოდ კიდევ ბევრი ასეთი საქველმოქმედო პროექტი გვაქვს დაგეგმილი. იმისთვის, რომ შეისწავლოთ პროგრამა AutoCAD არც ტექნიკური განათლებაა აუცილებელი და არც ხაზვის ცოდნა. ჩვენ ვაძლევთ შანსს ყველას, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს, პროფესიას, სქესს. მთავარია, გქონდეთ სურვილი, დაეუფლოთ ახალ საქმეს და მოსინჯოთ საკუთარი ძალები, რომ დასაქმდეთ მაღალანაზღაურებად სამსახურში, სადაც თქვენ შეგეძლებათ გააკეთოთ ინტერიერის, ავეჯის დიზაინი. ჩვენთან AutoCAD შეისწავლეს და უკვე ახალი პროფესიით მუშაობენ ადამიანები, რომლებიც სხვა პროფესიებს ფლობდნენ. ჩვენ უკვე ასამდე კვალიფიციური კადრი მოვამზადეთ, რომელთა ნაწილი ჩვენთან მუშაობს, ამერიკულ შეკვეთებზე. სასწავლო საკვალიფიკაციო ცენტრში ასევე ვასწავლით კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საქმიანი ურთიერთობების დამყარების და სამუშაოს მოძებნის სწორ სტრატეგიას. ვეხმარებით პორტფოლიოს შექმნაში. გავითვალისწინეთ ის, რომ ჩვენთან სწავლის სურვილს გამოხატავენ როგორც ახალგაზრდები, რომელთაც ჯერ არ გაუკეთებიათ პროფესიული არჩევანი, ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ არ არიან კმაყოფილი შემოსავლით, ან იმ საქმით, რასაც აკეთებენ და პროფილის შეცვლა სურთ. შესაბამისად, სწავლება არის როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ქართულ-ამერიკულ კომპანიას S-CAD Group „ტელეფონებზე: 2 93 55 51.
მისამართი: თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა ¹ ¹¹46, მე-3 სართული.
P.S. საკუთარი ცხოვრების მთავარი შემოქმედი თქვენ თავად ხართ! არ გაგიმართლათ პროფესიაში და ჯერ კიდევ ვერ მოძებნეთ თქვენი ადგილი ამ რთულ ცხოვრებაში? მიმართეთ ქართულ-ამერიკულ კომპანიას, შეისწავლეთ საქმე, რომლის მეშვეობითაც ახალი ცხოვრების დაწყებას შეძლებთ. ეს გვიანი არასდროს არის, ეს S-CAD Group-ში უკვე ბევრმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე!