კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახვევს საკრედიტო ბადეში რამდენიმე კრედიტის ერთი ახალი სესხით გადაფარვა, როდის ემუქრება 113 000 მხოლოდ ბანკის კლიენტის ქონებას გაყიდვა და როგორ აქციეს დაგირავება საკუთარი ხელით საკუთარი ქონების დაკარგვის საშუალებად

2014 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, მილიარდ 800 მილიონი ლარის სამომხმარებლო სესხია გაცემული. 2013 წლის განმავლობაში კი ქართულმა ბანკებმა 8 მილიარდი ლარის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი გასცეს,  იმის პარალელურად, რომ 113 000 ადამიანის ქონებაა გადაცემული აღსრულების ბიუროსთვის (ამ მონაცემში არ შედის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მსხვერპლთა რაოდენობა). რატომ მიეძალნენ საქართველოს მოქალაქეები საბანკო სესხებს და აღმოჩნდება თუ არა თავად ბანკები კლიენტებისთვის დაგებულ საკრედიტო მახეში? – თემაზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.

 

– 2 მილიარდამდე სამომხმარებლო სესხია გაცემული, არადა, ის ერთ-ერთი ძვირი საბანკო პროდუქტია. რას მოვიხმართ ამდენს?

– საბაზრო ეკონომიკა, ზოგადად, სხვა ნიშნებთან ერთად, გულისხმობს სამომხმარებლო საზოგადოებასაც, მთელი ეკონომიკური მექანიზმი, სარეკლამო ბიზნესი, მედია, მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანები დააინტერესონ და მათთვის მიმზიდველი გახადონ ყიდვისა და მოხმარების პროცესი. ბევრი, სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, ვერ უმკლავდება ამ ცდუნებას და არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში და ცდილობს, ის მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილების რესურსი ამ მომენტში არ გააჩნია, დაიკმაყოფილოს მომავალი შემოსავლების ხარჯზე. ამ დროს ავიწყდებათ ის ელემენტარული რამ, რომ, როდესაც ადამიანი გარკვეული ვადით იღებს სესხს, ან ის საკუთარი ფულით უნდა გაისტუმროს და ის ფული უნდა გასცეს სამუდამოდ. ასე რომ, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას და საქონლის შეფარდებით სიუხვეს თან ახლავს დავალიანება და სამომხმარებლო კრედიტების სხვადასხვა ფორმით გამოვლენა.

– სტაბილური ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვეყნებში, ამას აქვს გამართლება, მაგრამ ისეთ არასტაბილურ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ცოტა რისკიანი არ არის გრძელვადიანი სესხების აღება: სხვა რომ არაფერი, ქვეყანაში არ არსებობს ხანგრძლივი შრომითი ხელშეკრულებების პრაქტიკა?

– გასაგებია და ამ მხრივ საინტერესოა გერმანიის გაერთიანების გახსენება: დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღმოსავლეთ გერმანელებში მასობრივი ხასიათი მიიღო ძვირად ღირებული თანამედროვე ტექნიკისა და ავტომობილების შეძენამ, რის ფუფუნების უფლებასაც დასავლეთ გერმანელები ხშირად თავიანთ თავს არ აძლევდნენ. ეს იმას ჰგავს, როდესაც დამშეული ადამიანი სანოვაგით დატვირთულ სუფრაზე მოხვდება შემთხვევით და გარკვეულ შინაგან კონტროლს კარგავს. შესაბამისად, ადამიანი იმ მომენტში ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რომ აღებული კრედიტი გადასახდელია. არ მინდა, ისე წარმოვადგინო საქმე, რომ საქართველოშიც ასე იყო, თუმცა საქონელსა და მომსახურებაზე გარკვეული დეფიციტის შემდეგ ბაზრის გახსნამ მოთხოვნილება გაგვიჩინა და მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვიწევს დღესვე ავანსად ხვალინდელი თუ ზეგინდელი შემოსავლების იმედზე. ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულებას საბანკო სექტორისადმი, აჩვენებს იპოთეკით დატვირთული ქონების ოდენობაც, თუმცა სამომხმარებლო თუ იპოთეკურ სესხს ყოველთვის არ აქვს სამომხმარებლო დატვირთვა. ამ საბანკო ვალის დიდი ნაწილი ჩამოყალიბდა იმის გამოც, რომ ბოლო დრომდე არ არსებობდა სხვა შემაკავებელი და სოციალური დაცულობის ინსტიტუციები: სადაზღვევო სისტემა, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ხშირად ოჯახში ადამიანის ჯანმთრელობის პრობლემა იყო არა მარტო კეთილდღეობისა და ოჯახის წევრის ყოფნა-არყოფნის საკითხი, არამედ მკვეთრად ცვლიდა ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას.

– გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო სწორედ ჯანდაცვის ხარჯი.

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენთან ბოლო დრომდე ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯის თითქმის 78 პროცენტი მოდიოდა მოსახლეობის ჯიბეზე. მაშინ, როდესაც საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი არ აღემატება 60 პროცენტს და რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დაბალია მოსახლეობის მონაწილეობის წილი ამ ხარჯში. იმის გამო, რომ ჩვენთან ამის რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტს არ გააჩნდა, მოსახლეობა თავისი რესურსით ცდილობდა ჯანდაცვის ხარჯის დაფარვას. რა იყო ეს რესურსი? ან ფულადი დანაზოგი, რაც ძალიან მოკრძალებული ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას ან სესხის აღება. სესხის აღებისას გარანტიის სახით იდებოდა უძრავი ქონება. ანუ ერთი პრობლემაა სამომხმარებლო სესხი, მაგრამ იპოთეკური სესხების დიდი ნაწილი აღებულია იმის გამო, რომ არ არსებობდა ჯეროვანი სოციალური დაცვა. ეს მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს არ ეხება, იგივე ეხება განათლების სფეროსაც, თუმცა განათლების სფეროში მთლიანი ხარჯების, დაახლოებით, ორი მესამედი მოსახლეობის ჯიბეზე მოდის, მაშინ, როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია და 15 პროცენტს არ აღემატება.

– ვისარგებლებ შემთხვევით და ასეთ სტატისტიკას მოვიტან: მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა იმ უმაღლესებისა და მიმართულებების ჩამონათვალი, რომლებსაც დააფინანსებს. სულ სახელმწიფო მისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე 15 000 სტუდენტს დააფინანსებს, თუმცა მხოლოდ 5 000 აბიტურიენტს აქვს ამ მიმართულებებზე შეტანილი განაცხადი.

– ადამიანი მიმართავს საბანკო სისტემას და ითხოვს სესხს, მაგრამ იქ მას საკმაოდ დრაკონული პირობები ელოდება. მაგალითად, ბოლო მონაცემებით, სესხების საშუალო წლიური პროცენტი არის 19, მაშინ, როდესაც დეპოზიტების სიდიდეა – 7,6 პროცენტი. სხვაობა სესხებისა და დეპოზიტების საშუალო მაჩვენებლებს შორის, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ, სპრედი მათ შორის საკმაოდ მაღალია და 11,4 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროპაში თუ ბანკი 3-4-პროცენტიან მოგებაზე მუშაობს, თავს ბედნიერად გრძნობს. ჩვენთან სხვაობა გაცემულ სესხებსა და მოზიდულ დეპოზიტებს შორის საპროცენტო განაკვეთის მიხედვით საშუალო მსოფლიო დონეს 3-4-ჯერ აღემატება.

– 2013 წლის განმავლობაში 8 მილიარდის ლარის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი გაიცა, ცოტა ბევრი არ არის ჩვენთვის?

– ეს საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ვადიანი სესხების მოცულობა კიდევ უფრო მეტია, 10 მილიარდ ლარს აღემატება დღეის მდგომარეობით. არის ასეთი მაჩვენებელი: სესხების თანაფარდობა მშპს-თან, ამ მხრივაც ჯერჯერობით ძალიან დიდი თანაფარდობა არ არის, მესამედის დონეზეა გაცემული. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში, რომელიც არ ითვლებოდა საბაზრო ეკონომიკის პერიოდად, კრედიტების თანაფარობა მშპს-თან 80 პროცენტს შეადგენდა, ჯამში, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. მართალია, საქართველოში 10 მილიარდზე მეტი ვადიანი სესხია გაცემული, მაგრამ არის ასეთი მაჩვენებელიც –  ვადაგადაცილებული სესხი. ასეთია 231 მილიონი ლარი. ჩვენთვის იოლი სათქმელია, მაგრამ ეს ვადაგადაცილებული სესხები სესხების საერთო მოცულობის მხოლოდ 2,2 პროცენტია.

– ჩვენთან საკმაოდ აქტუალურია სესხების ერთი ახალი სესხით გადაფარვის სქემა. ეს ჩვენ მიერაა მოგონილი თუ მანამდეც არსებობდა?

– ამაზე საავტორო უფლებას ჩვენ ვერ განვაცხადებთ, თუმცა ყოველთვის არ არის ახალი სესხი უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის, ვიდრე წინა სესხები. თუმცა ზოგჯერ უფრო მაღალი პროცენტით ხდება გადახდა. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე თავდაპირველად აზერბაიჯანისგან ავიღეთ 200 მილიონი დოლარის კრედიტი შედარებით დაბალი პროცენტით, მაგრამ, რადგან ეს არ იყო საკმარისი, დამატებითი სახსრები მოიზიდეს უფრო მაღალი პროცენტით. ამის საპირისპიროდ 2008 წელს ევრობონდების გამოშვებით აღებული თანხის რესტრუქტურიზაცია მოხდა და 2011 წლის გაზაფხულზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მისი დაფარვის ვადა გადაიწევდა 2013-ს ნაცვლად 2021 წელს, ანუ 8 წლით გადავადდებოდა. ამასთან, პროცენტის მომსახურების განაკვეთი შემცირდა 0,3 პროცენტით.

– მაგრამ წელთა რაოდენობა ხომ გაიზარდა, რამაც, საბოლოოდ, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა გაზარდა?

– გაიზარდა და 500 მილიონ ევროზე მოგვიწევს 900 მილიონი ევროს გადახდა.

– მოქალაქეებიც ხშირად მიმართავენ ამ ხერხს.

– საბანკო დაწესებულებებს შორის ინფორმაცია იცვლება  და, თუ ეგრეთ წოდებულ შავ სიაში მოხვდა ადამიანი, მას საკმაოდ გაუჭირდება კრედიტის აღება.

– შავ სიაში შეიძლება, არ არის. 

– მესმის, მაგრამ მთლიანობაში ეს არის პრობლემის არა გადაჭრა, არამედ –  გადავადება.

– ჩვენი ევრობონდების არ იყოს.

– დაახლოებით, იგივეა. საბანკო სექტორი ხშირად ცვლის მომსახურების საპროცენტო განაკვეთს, რაც უკავშირდება არა იმდენად პოლიტიკის ცვლილებას, ან გამკაცრებას ან ლიბერალიზაციას, რამდენადაც ინფლაციის დონეს.

– და ვერაფრით მივაღწიეთ, რომ რეალური პროცენტი თქვან, დასავლეთშიც ასეა? ადამიანმა არ იცის, საბოლოოდ, რა თანხის დაბრუნება მოუწევს?

– ეს იქ ხელშეკრულების საგანია.  როდესაც, პირობითად 20 თვის განმავლობაში იღებთ სესხს, მართალია, ბანკი ყოველთვიურად თანაბარ თანხას გახდევინებთ, მაგრამ ამ თანაბარ თანხას სხვადასხვა პროცენტით ანაწილებს –  თავდაპირველად იღებს პროცენტს და შემდეგ –  ძირს. ასე რომ, შესაძლოა, თქვენ სამი წლის განმავლობაში გადაუხადოთ ბანკს 3 000 ლარი, მაგრამ თქვენი დავალიანება 10 000-ლარიანი სესხიდან ისევ 9 500 იყოს, რადგან ბანკი ჯერ თავის პროცენტს იბრუნებს და შემდეგ ძირითად თანხას. ბანკები მიდიან ამაზე და კლიენტი მზად უნდა იყოს ასეთი მოულოდნელობისთვის.

– და ევროპული ბანკებიც ასე იქცევიან?

– პრინციპი იგივეა, ოღონდ ევროპაში საბანკო პროცენტი დაბალია და, შესაბამისად, მომსახურების თანხის სიდიდეც ნაკლებია.

– ბინების დაგირავების პროცესში არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩნდება: ბინის პატრონები არარეალურად მაღალ ფასად აგირავებენ ბინებს და დიდი ალბათობით არ ექნებათ მოთხოვნილი თანხის დაბრუნების საშუალება და უძრავი ქონების ნაწილს ამ გზითაც კარგავენ ჩვენი მოქალაქეებიო.

– ეს ფაქტორი არის და ამაში თავიანთი წვლილი მიუძღვით საბანსო სექტორსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ისინი ხელს უწყობენ არა საზოგადოების საშუალო ფენის ფორმირებას, არამედ –  მის გაქრობას. ერთი ცნობილი პიროვნების გამონათქვამის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ: საბანკო სექტორი წარმატებით ასრულებს შუა ფენის გაკრეფას და საქმე იქამდე მიჰყავთ, თუ ასეთი ტენდენციები გაგრძელდა, რომ საზოგადოებას აღარ ეყოლება საშუალო ფენა. მათი წარმომადგენლობა იქნება მცირე და სიმბოლური, ისეთივე, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას ჰყავს პოლიტიკურ ლანდშაფტში სიმბოლურად თავისი წარმომადგენელი.

– მაგრამ ეს ხომ არაგონივრულია? თუ სესხსის ამღები არ იქნა, ბანკები ფულს რით იშოვიან?

– ჩვენ ერთხელ გვქონდა საუბარი მოკლე და გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე. მაგალითად, ნარკოტიკებით მოვაჭრე ხეირს ნახულობს იმით, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი კრეატიული და შეძლებულია და იღებს შემოსავლებს, მაგრამ, თუ ყველა, ნარკოტიკებით მოვაჭრეების გარდა, იქნება გაბრუებული და არ ექნებათ არსებობის უნარი, მოვაჭრე სარგებელს ვერ ნახავს. მაგრამ მოვაჭრეს მაინც ურჩევნია, გაზარდოს ნარკოტიკების რეალიზაცია, მიიღოს შემოსავალი და იმ მომენტში გაიუმჯობესოს თავისი ფინანსური მდგომარეობა. დაუნდობელი და თამამი შეფასებაა, მაგრამ ბანკების ასეთი პოლიტიკა ნაკრომოვაჭრეების მოქმედებას მაგონებს.

– ლატარეები და გათამაშებები დამახასიათებელია ღარიბი ქვეყნისთვის. მადლობა ღმერთს მათმა რაოდენობამ იკლო, მაგრამ ძალიან ბევრი ლომბარდია, მათი სიუხვე ცალსახად მიუთითებს, რომ გვარიანად გვიჭირს?

– ეს მიუთითებს ეკონომიკურ გაჭირვებაზე და არა მარტო ეკონომიკურ გაჭირვებაზე, იმაზე, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ საშუალოზე მნიშვნელოვნად  დაბალია ეკონომიკური განათლებისა და რაციონალიზმის დონე. თუკი სლოტ-კლუბებისა თუ კაზინოებისადმი რომანტიკული დამოკიდებულებაა და და ფიქრობენ, რომ შეძლებენ ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემის გადაჭრას, ლომბარდებში საკუთარი გადაუდებელი საჭიროებისთვის შეიძლება, გაიმეტონ ოჯახის რელიკვია, ძვირფასი ნივთი, საქორწინო ბეჭედი და ასე შემდეგ. ეს ჩვენი დრამატული ცხოვრების ერთ-ერთი თვალსაჩინოებაა.

– მართალია, 8 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხი გასცეს ბანკებმა, მაგრამ, ვთქვათ, მესამედმა ვერ დააბრუნა სესხი, არის სამი მილიარდი უძრავი ქონების მყიდველი ჩვენთან?

– მოხდება ის, რაც დაემართა ამერიკის შეერთებულ შტატებს: იპოთეკით დატვირთული ბინები გადადიოდა ბანკების საკუთრებაში. ბანკები ფიქრობდნენ, მაინც ჩვენს საკუთრებაშიაო, მაგრამ ბაზარი გაჯერებული იყო. ასეთ მაგალითს მოვიტან: როდესაც პიკასო გარდაიცვალა, მისი ქონება, ნახატების ერთობლივი ჯამური ღირებულება, გამოვიდა ძალან დიდი თანხა –  350 მილიონი დოლარი. პიკასოს გარდაცვალებისთვის ეს უზარმაზარი თანხა იყო, მაგრამ სპეციალისტებმა მაშინვე თქვეს, ასეთი ბაზარი მხატვრის ნაწარმოებებისთვის არ არსებობსო. ანუ პიკასოს ყველა ნახატი რომ ასულიყო ბაზარზე, უბრალოდ ამდენი მყიდველი არ იქნებოდა. ასევეა ამ შემთხვევაშიც: ამდენმა უძრავმა ქონებამ რომ მეპატრონე შეიცვალოს, ეს ნიშნავს იმ ფიზიკური პირების დამარცხებას, მაგრამ ბანკებს არანაირ შედეგს არ მოუტანს.

 

скачать dle 11.3