კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომშთობები

და ტვინგასანძრევები

 

თითქოს ის გაჭირვება არ ჰყოფნიდათ, რომ რფ-ს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიესალმება, სახელმწიფო ინტერესებით, მედიის მიერ ინფორმაციის არა მხოლოდ დამალვას, დამახინჯებასაც კი, როდესაც „როსკომნადზორის“ უფროსის მოადგილემ დაადასტურა, რომ რფ-ში, შესაძლოა, „ფესიბუქი“ და „ტვიტერი“ დაბლოკონ.

სახელდობრ, ბ-ნი ვადიმ ამპელონსკი ამბობს, რომ ასეთი შესაძლებლობა განიხილება და ამაში ვერც ვერანაირ რისკს ვერ ხედავენ (ან კი რა უნდა დაინახონ, როდესაც 70 წლის განმავლობაში „რკინის ფარდის“ მიღმა მშვენივრად არსებობდნენ?!).

იქვე განმარტეს, რომ ზოგიერთი უცხოური ინტერნეტკომპანია არ მოდის რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე და ამიტომ (მომყავს ციტატა): „რუსეთის მოსახლეობას იყენებენ როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს“ (რა თქმა უნდა, საკუთარი მოსახლეობა ინსტრუმენტად მხოლოდ საკუთარმა მთავრობამ უნდა გამოიყენოს) . ამ ამბავს კი „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელობა განიხილავს როგორც „სოციალურ საფრთხეს“ და პრობლემის აღმოფხვრას სოციალური ქსელების მოშთობით გეგმავს.

თუმცა ქვეშევრდომებს სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა და ჩინოვნიკებს მოუწოდა: „ს პერვა პოდუმაი, პოტომ – გოვორიო“. უფრო ზუსტად, შეუძახა: „ზოგიერთმა ჩინოვნიკმა, რომელიც პასუხისმგებელია დარგის განვითარებაზე, ზოგჯერ ტვინი უნდა გაანძრიოს და არ მისცენ ინტერვიუები, სადაც სოცქსელების დახურვას გამოაცხადებენ.“

ეს კომენტარი იმედისმომცემია (თუ, რასაკვირველია, ბ-ნი მედვედევი იმას არ გულისხმობდა, ანონსების გარეშე მოაშთეთ სოცქსელებიო), რადგან რფ-ს მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ სჯერა, რომ კაპიტალიზმი ყარს და საბჭოთა კავშირსაც დღემდე ემადლიერებიან (მათი მენტალიტეტის სხვა არანაკლებ შოკისმომგვრელ დეტალებზე არ შვჩერდები), რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა პლანეტაზე სახლობენ, სოციალური ქსელების დაბლოკვის შემდეგ, ვფიქრობ, საერთოდაც სხვა გალაქტიკაზე აღმოჩნდებიან.

скачать dle 11.3