თევზი ავოკადოთი
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი თევზი, 1 ცალი ტკბილი ყვითელი წიწაკა, 200 გრამი პომიდორი, 0,5 ჩაის კოვზი ხმელი კვლიავი, 1 ცალი ავოკადო, 3 სადილის კოვზი ლიონის წვენი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი: ტკბილი წიწაკა კუბებად დაჭერით. პომიდვრები შუა-შუა გაჭერით. ავოკადო გაფცქვენით, ამოაცალეთ კურკა და რბილობი თხლად დაჭერით. ლიმონის წვენი, მარილი, წიწაკა და 1 სადილის კოვზი ზეთი აურიეთ. შეურიეთ ავოკადო, ტკბილი წიწაკა და პომიდორი. თევზი გარეცხეთ, შეაშრეთ და ოთხად გაჭეიათ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შებრაწეთ თევზის ნაჭრები ორივე მხრიდან. თევზი მომზადებულ სალათაზე მოათავსეთ და ზემოდან კვლიავი მოაყარეთ.