ღორის ხორცის სალათა ჩირებითა და იოგურტით
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი საქონლის მჭლე ხორცი, 5 ცალი კვერცხი, 3 ცალი სტაფილო, 100-150 გრამი შავქლიავას ჩირი, 50 გრამი ჭერმის ჩირი, 70 გრამი ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, 1 ქილა იოგურტი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: კვერცხი, სტაფილო და ხორცი ცალ-ცალკე მოხარშეთ. ხორცი წვრილად დაჭერით, სტაფილო გაფცქვენით და გახეხეთ, მოხარშული ჩირი და კვერცხის გულები დაჭერით. ცილა არ გამოიყენება. ნიგოზი მსხვილად დაჭერით. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მარილი, პილპილი და იოგურტი.