ჟულიენი „ნეპტუნის ზღაპრები“
საჭირო ინგრედიენტები: 150 გრამი გაყინული მიდიები, 100 გრამი მოხარშული და გაყინული კრევეტები, 1 ცალი პომიდორი, 6 ჩაის კოვზი არაჟანი, 100 გრამი მაგარი ყველი, 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი, სუნელი ზღვის პროდუქტებისთვის, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ღრმა ლანგარზე ერთმანეთში შეურიეთ მიდიები და კრევეტები, დაჭრილი პომიდორი, სუნელი, სოიის სოუსი, ბროწეულის წვენი.
ეს ყველაფერი კოვზით ან ჩანგლით კარგად გასრისეთ, დაუმატეთ ერთი სავსე ჩაის კოვზი არაჟანი, მოასხით მთელ ზედაპირზე. ეს მასა გადაანაწილეთ პატარა ფორმებში ტარტალეტკებისთვის. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი, მოათავსეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ აირღუმელში. 10 წუთის მერე მზად იქნება. ყველი გადნება და ოდნავ დაიბრაწება. მზა ჟულიენი ფორმებშივე მიიტანეთ სუფრასთან. სასარგებლოც არის, ლამაზიც და გემრიელიც.